შემოგვიერთდით

“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” საახალწლო ვიდეორგოლი – “ჩემი დედიკო HR-ია, მიყვარხარ დედა!”

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ” საახალწლოდ ვიდე რგოლი მოამზადა,  თანამშრომლების ბავშვების საახალწლო მილოცვით.

ვიდეო რგოლში ბავშვები სხვადასხვა კითხვას პასუხობენ.

მაგალითად, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” HR მენეჯერის,  ანა მიქელაძის შვილს, თეკლა ბალიაშვილს, ეს კითხვები დაუსვეს:

  • რამდენი წლის ხარ თეკლა? 10;
  • ვინ არის შენი დედიკო? ანა მიქელაძე, პროფესიით მენეჯერი;
  • “ბენეფიტში” რას აკეთებს? მგონი HR-ია;
  • HR რა არის იცი? ხალხს ასაქმებს;
  • შენ რა გინდა, რომ გამოხვიდე? ექიმი;
  • შენ რომ იყო HR და დასაქმებისთვის რომ იყოს დედიკო მოსული, რას კითხავდი? ჯერ ვკითხავდი, რა პროფესიის არის და  გამოცდილება აქვს თუ არა.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოში საერთაშორისო კომპანია „Global Benefits Group“-ისა და Georgian Industrial Group-ის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, 2017 წელს დაარსდა.

ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სალომე ბაზერაშვილი უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია იმედის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურს სალომე ბაზერაშვილი უხელმძღვანელებს.

“ადამიანური რესურსების მართვა სატელევიზიო ინდუსტრიაში არის უდაოდ საინტერესო, გამოწვევებით, კვალიფიციური, ენერგიული და მიზანზე ორიენტირებული გუნდით”სალომე ბაზერაშვილი.

სალომეს აქვს 10  წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში – საბანკო/საფინანსო, საკონსულტაციო, რითეილი.

შრომის უსაფრთხოება როგორც აუცილებელი და პროდუქტიული ინვესტიცია

საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შრომის უსაფრთხოების საკითხი კომპანიებში. საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ გვთხოვს გვყავდეს სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები ბიზნესში. აღიშნულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ ,,საფკოს“ დამფუძნებელს, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტს – დავით თხელიძეს.
Continue reading “შრომის უსაფრთხოება როგორც აუცილებელი და პროდუქტიული ინვესტიცია”

როცა სამსახურში მისასვლელად დაბრკოლება არ გაშინებს

SnowLab Gudauri (თხილამურებისა და სნოუბორდის სკოლა) სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს,

Continue reading “როცა სამსახურში მისასვლელად დაბრკოლება არ გაშინებს”

ახალი წელი VTB-ში, ბედნიერი თანამშრომლები და ძლიერი კორპორატიული კულტურა

ვითიბი ბანკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს კორპორატიული კულტურის გაძლიერება წარმოადგენს. ბანკის მიზანია ისეთი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა, სადაც თანამშრომლები თავს კომფორტულად იგრძნობენ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და მუშაობის დროს. Continue reading “ახალი წელი VTB-ში, ბედნიერი თანამშრომლები და ძლიერი კორპორატიული კულტურა”

HR მენეჯერის სიურპრიზი, რა მოხდა Rustavi 2-ის პირდაპირ ეთერში?

რუსთავი 2-ის HR მენეჯერმა თამილა გველესიანმა მომავალ თანამშრომელს სიურპრიზი გაუკეთა და   გადაცემის “დილა უქმეებზე” პირდაპირ ეთერში სასიხარულო ამბავი ახარა.  Continue reading “HR მენეჯერის სიურპრიზი, რა მოხდა Rustavi 2-ის პირდაპირ ეთერში?”

რა ხდებოდა “პალიტრის” საახალწლო ფესტივალზე?

მე­დი­აჰოლ­დინ­გმა “პა­ლიტ­რამ” სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი გა­მარ­თა. ფეს­ტი­ვა­ლი წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და და მას ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა. Continue reading “რა ხდებოდა “პალიტრის” საახალწლო ფესტივალზე?”

26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართება

26 დეკემბერს, 16:00სთ-ზე HR hub-ის ორგანიზებით, Grant Thornton-თან ერთად ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართება.

ვორქშოპი HR მენეჯერებისთვის ჩატარდება და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რეფორმის ზოგადი და მაკროეკონომიკური გარემოს შეფასება;
  • საპენსიო სქემა/სტრუქტურა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო/ნებაყოფლობითი მონაწილეობა (პრაქტიკული მაგალითები და ქეისების განხილვა, მათ შორის არარეზიდენტებთან მიმართებაში);
  • საპენსიო სქემის სტრუქტურა, სააგენტოს უფლებები / მოვალეობები და ტექნიკურ/ადმინისტრაციული საკითხების მიმოხილვა, მათ შორის ინფორმაციის წარდგენა და რეპორტინგი;
  • საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა, პენსიის გაცემის მეთოდები და შეზღუდვები;
  • ტექნიკური და პრაქტიკული ქეისების განხილვა. კერძოდ, საპენსიო შენატანების კალკულაციები სახელფასო და ხელფასთან გათანაბრებულ (ბენეფიტები) განაცემებზე, ასევე მომსახურებით ურთიერთობებთან დაკავშირებული გაანგარიშებები;

მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა კითხვა – პასუხის რეჟიმს (გავივლით და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას).

ვორქშოპს გაუძღვება  Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი პაატა შურღაია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. სისტემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს.

ღონისძიება გაიმართება მედიათეკაში, ნაძალადევი ცოტნე დადიანის 164.

ვორქშოპზე დასწრება ფასიანია. მეტი დეტალისა და რეგისტრაციისთვის 22 დეკემბრამდე მოგვწერეთ: info@HRhub.ge

 

პოზიტიური ლიდერობის განვითარების პროგრამა ალდაგელებისთვის

“პოზიტიური ლიდერობის განვითარების პროგრამა ალდაგელებისთვის… Continue reading “პოზიტიური ლიდერობის განვითარების პროგრამა ალდაგელებისთვის”

რატომ უნდა აირჩიოთ Regus-ის ოფისი?

თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. შესაბამისად ვდგებით გამოწვევის წინაშე, სად იყოს ჩვენი ოფისი.
Continue reading “რატომ უნდა აირჩიოთ Regus-ის ოფისი?”