შემოგვიერთდით

“კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები” – გრაფიკული ვიდეო, ნიკორა ვაკანსიას ინოვაციური გზით აცხადებს

ჩვენს დროში პოტენციური კანდიდატების დაინტერესება თანდათან უფრო რთული ხდება, თუ მათ ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია საინტერესო, ინოვაციური გზით არ მივაწოდეთ. Continue reading ““კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები” – გრაფიკული ვიდეო, ნიკორა ვაკანსიას ინოვაციური გზით აცხადებს”

გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ,,ჯიბე ქეშ&ქერიში” დასაქმებული ადამიანები

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. Continue reading “გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ,,ჯიბე ქეშ&ქერიში” დასაქმებული ადამიანები”

გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ლოპოტაზე დასაქმებული ადამიანები

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. Continue reading “გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ლოპოტაზე დასაქმებული ადამიანები”

როგორ აფასებენ მონაწილეები HR ბიზნეს სამიტი 2018 – ს?

2018 წლის 31 მაისს HR hub-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი BDOს მხარდაჭერით ჩატარდა. Continue reading “როგორ აფასებენ მონაწილეები HR ბიზნეს სამიტი 2018 – ს?”

რა ხდებოდა “Team Fest”-ზე, რომელიც ნიკორამ მოქმედი და მომავალი თანაგუნდელებისთვის ჩაატარა

კომპანია ნიკორამ დედაენის ბაღში Team Fest გამართა. Continue reading “რა ხდებოდა “Team Fest”-ზე, რომელიც ნიკორამ მოქმედი და მომავალი თანაგუნდელებისთვის ჩაატარა”

მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი მაკდონალდსის 86 მარკეტერს შორის საუკეთესოა

“მაკდონალდსის” მარკეტინგის დეპარტამეტის ხელმძღვანელი მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი 86 მონაწილეთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პირველი საპატიო ადგილი მარიამ ჭანტურიას გუნდმა მიუნხენში „მაკდონალდსის“ საერთაშორისო workshop-ზე მოიპოვა.  Continue reading “მარიამ ჭანტურია და მისი გუნდი მაკდონალდსის 86 მარკეტერს შორის საუკეთესოა”

პალიტრამ თანამშრომლებს საზაფხულო აგარაკი მოუწყო

მზე, მეგობრები, გართობა, დაუვიწყარი მომენტები – აი რა ხდება პალიტრა მედია ჰოლდინგის საზაფხულო აგარაკზე, რომელიც ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლებს პერიოდულად მასპინძლობს.

ნიკოლოზ მესხიშვილი: ,,ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და პროექტი ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ,,ჩვენ გეძებთ შენ” ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. Continue reading “ნიკოლოზ მესხიშვილი: ,,ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია””

ნათია მიხანაშვილი: ,,ჩვენი როლი არ არის მხოლოდ სწავლება, ჩვენც გვინდა ვისწავლოთ ახალგაზრდებისგან”

კრედო ბანკი ,,ჩვენ გეძებთ შენ”  პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია. Continue reading “ნათია მიხანაშვილი: ,,ჩვენი როლი არ არის მხოლოდ სწავლება, ჩვენც გვინდა ვისწავლოთ ახალგაზრდებისგან””

კონსტანტინე თოფურია: ,,დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების…”

Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ”  ჩატარდება. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვესაუბრეთ მის რექტორს კონსტანტინე თოფურიას. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რა გამოარჩევს საქართველოს უნივერსიტეტს სხვა სასწავლებლებისგან?

საქართველოს უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს სწავლების მეთოდი, გარემო და ყველა ის პირობა, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს უქმნის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე ტიპის ინოვაციური განათლება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული მხოლოდ თეორიაზე, არამედ ეს არის ნაზავი თეორიას პლუს პრაქტიკა. ეს საშუალებას გვაძლევს სტუდენტებმა თეორიის სწავლის პროცესშივე გამოსცადონ საკუთარი თავი პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მხრივ უნივერსიტეტში არსებული რესურსები, როგორიცაა ლაბორატორიები, სტუდიები და ა.შ არის საუკეთესო დამხმარე საშუალება მათთვის.  ჩვენი მიზანია თოთოეულ სტუდენტს მივცეთ ისეთი განათლება, რომელიც დაეხმარება მას გახდეს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომით ბაზარზეც.

HR hub: როგორ შეძლო საქართველოს უნივერსიტეტმა ის, რომ კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია?

ეს ყველაფერი განპირობებულია ისევ და ისევ ინოვაციური სწავლის მოდელით. სტუდენტები პირველი კურსიდანვე სწავლობენ მათთვის საინტერესო სფეროს დეტალურად და სიღრმისეულად. ამასთან ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიან პრაქტიკოსი პროფესორ-ლექტორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს, ეს კი მათ ეხმარებათ გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე.

გარდა ამისა ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სამსახურიც, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პროფესიული რჩევები, სანამ დამსაქმებელთან წარდგებიან. ამასთან აღნიშნული სამსახური  სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არჩევს ვაკანსიებს და რეგულარულად აწვდის მათ სტუდენტებს.
სწორედ, ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე და მათი  93% დასაქმებულია.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ მხარი დაგეჭირათ ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალისთვის ,,ჩვენ გეძებთ შენ“?

საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად  ზრუნავს არა მხოლოდ ჩვენი  სტუდენტების დასაქმებაზე, არამედ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმებაზე. სწორედ ამ მიზნით ჩვენს უნივერსიტეტში შევქმენით ინოვაციების ცენტრი  – “start up factory, რომელიც ეხმარება დამწყებ სტარტაპერებს საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებაში და აძლევს მათ დაფინანსებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით დასაქმების ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები.

HR hub: როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალებზე?

საქართველოს უნივერსიტეტი დასაქმების ფესტივალზე  მრავალმხრივ იქნება წარმოდგენილი.  სპეციალურად მოწყობილ კუთხეში,  დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს უნივერსიტეტის სერვისებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და სპეციალურ შეთავაზებებს. აგრეთვე გვეყოლება დამწყები სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ დაინტერესებულ ადამიანებს.

HR hub: რას ურჩევდით დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან და სამსახურის ძიების პროცესში არიან?

დამამათავრებელი კურსის სტუდენტებს ვურჩევდი იყვნენ აქტიურები, არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების, სცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში და ნუ შეაშინებთ დაბრკოლებები.  დასაწყისი შეიძლება ყოველთვის რთული იყოს, თუმცა საჭიროა, საკუთარ თავში გადალახო გარკვეული ბარიერები.

ნებისმიერი საქმისთვის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ არ თქვათ უარი სტაჟირებებზე, გადამზადებაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას.

https://www.facebook.com/TheUniversityOfGeorgia/