შემოგვიერთდით

,,გეფა” ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის – როგორი გარემო დახვდებათ თანამშრომლებს?!

კომპანია ,,გეფა ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ფარმაცევტებს შანსი აქვთ ჯპს-ის და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში დაიწყონ მუშაობა და ამავე დროს სასტუმრო ლოპოტას 2 კაციანი საგზური მოიგონ.

როგორ სამუშაო გარემოს ჰპირდება კომპანია ახალ თანამშრომლებს, ამის თაობაზე ,,გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორს დიანა ბურდულს ვესაუბრეთ.

HR hub: დიანა წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვაკანსია გაქვთ ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე აქტუალურია ფარმაცევტის ვაკანსია. რატომ უნდა შეაჩერონ თქვენს კომპანიაზე არჩევანი კანდიდატებმა?

ვაკანსიების გაჩენას უმეტესად იწვევს კომპანიის ზრდა. გეფა-ს არეალი დიდი ხანია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფარმაციით. რა თქმა უნდა, ფარმადეპო და ჯპს ჩვენი წამყვანი და საამაყო ბიზნეს ხაზებია თუმცა გეფა ყოველთვის ინოვაციასთან და სიახლესთან ასოცირდება. ჩვენ უკვე ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს – The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს – Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ მომხმარებელს ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელის.

კომპანიის ზრდის პარალელურად კარგად მუშაობს შიდა დაწინაურების პრინციპი, რომელიც კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში. ძალიან განსხვავებული ხედვა აქვს კომპანიას ამ კუთხით და მე ეს ძალიან მხიბლავს. აქ არავის ეშინია სიძნელეების, არც ფარმაცევტს რომელიც HR-ში, შესყიდვებში ან ანალიტიკაში აგრძელებს კარიერას და არც მის მენეჯერს, რომელსაც უწევს თანამშრომლის პროფესიული უნარების ამაღლება. ყოველივე ეს კი ქმნის ძალიან მაღალ ლოიალურობას კომპანიის მიმართ. აქ თითოეული თანამშრომელი კომპანიის ბიზნესს თავისად თვლის და მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ სიტყვები არაა.

ხშირად ვამბობ, რომ კომპანიაში მუშაობის დაწყებამდე კანდიდატმა პირველ რიგში უნდა იკითხოს თუ როგორი გუნდის, რა ღირებულებების და რა მისიის ნაწილი ხდება. მე არ ვეცდები ავაგო ოქროს კოშკები და ვცადო მოვაწონო კომპანია კანდიდატებს, უბრალოდ ვიტყვი, ჩვენთან მუშაობა მოეწონება მას:

  • ვისაც უყვარს და შეუძლია გულის ნაწილის ჩადება საქმეში;
  • ვისთვისაც გუნდურობას და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს;
  • ვისაც გააჩნია საკუთარი აზრი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნავს;
  • ვისთვისაც ღიაობა, ზრუნვა, პასუხისმგებლობა უბრალო სიტყვები არაა;
  • ვისაც უნდა იყოს ის ვინც არის და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.

როდესაც მივიღე შეთავაზება გეფაში გასაუბრებაზე მოვსულიყავი, მე სამსახურს არ ვეძებდი და რამდენიმე მსგავსი შეთავაზებისთვის უარი მითქვამს. მოგვიანებით გავიაზრე თუ რატომ მივიღე მოწვევა და გეფას გაცნობა.

დიდი ხნის განმავლობაში მე ფარმადეპოს და ჯპს მომხმარებელი ვიყავი, ის დამოკიდებულება, ერთსულოვნება, კომპანიის სიყვარული, პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა რასაც ავლენენ ამ ქსელების თანამშრომლები არის ძალიან თვალსაჩინო გარე პირისთვისაც კი.

მე ვიფიქრე, რომ ის კომპანია სადაც ასეთი თანამშრომლები არიან, ცუდი ვერ იქნება და მინდა გითხრათ რომ დღითიდღე ეს აზრი მიმყარდება.

ძალიან ვამაყობ რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ვამაყობ თითოეული ფარმაცევტით, საწყობის თუ სათავო ოფისის თანამშრომლით, რომლებიც ამ ბრენდებს ქმნიან.

HR hub: როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობთ მათ?

ვთავაზობთ გარემოს სადაც ბევრ საქმეს იწვევს ბევრი სიახლე და არა ბიუროკრატია, გარემოს სადაც კარიერული განვითარება ჩადებული წვლილის პირდაპირპროპორციულია, სადაც გისმენენ რადგან აინტერესებთ, სადაც შეგიძლია იყო ის ვინც ხარ, სადაც ერთ მაგიდასთან, არავინაა დირექტორი და დაქვემდებარებული, ყველა უბრალოდ გეფელია და გადაწყვეტილებაც ასე იჩარხება.

ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ კომპანიით, მისი თანამედროვე, მაღალი მიმღებლობის მქონე და ზრდაზე ორიენტირებული მენეჯმენტით და უერთგულესი თანამშრომლებით.

HR hub: გახდე ,,გეფას“ თანამშრომელი ნიშნავს …

იყო გეფელი – ნიშნავს გქონდეს მწვერვალების დაპყრობის სურვილი, ძალა და ამბიცია, გქონდეს მაღალი მიმღებლობა და იყო სულით ლიდერი!

HR hub: რამდენად ეთმობა დრო თანამშრომლების მოტივაციას და რა სახის ღონისძიებებს ახორცილებთ ამ მიმართულებით?

ისევე, როგორც ბევრ კომპანიაში რეალობა პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა. გეფას კარგი ტრადიციები აქვს სხვადასხვა ღონისძიების, გათამაშების, სამოტივაციო პროგრამის, ნელ-ნელა ეს ყველაფერი ბრუნდება და ჩემი გუნდი ამ მიმართულებით უფრო და უფრო გააქტიურდება.

HR hub: როგორ შეიძლება გამოეხმაურონ დაინტერესებული კანდიდატები თქვენს ვაკანიებს?

თუ ხართ დიპლომირებული ფარმაცევტი და გსურთ დაიწყოთ ახალი სამსახური ან მუშაობთ და უკეთესი პირობების შემთხვევაში, განიხილავთ სამუშაო ადგილის ცვლილებას, მაშინ შეავსეთ აპლიკაცია და დაგიკავშირდებით.

მოხარული ვართ, რომ კანდიდატებს გათამაშებაც შეგვიძლია შევთავაზოთ. ყველა, ვინც დარეგისტრირდება და ახალ სამსახურს დაიწყებს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში.

თითოეულ მათგანს უნიკალური ნომერი მიენიჭება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც  გადავცემთ სასტუმრო ლოპოტას საგზურს, ორ ადამიანზე ორი ღამით

გელოდებით ჩვენს გუნდში, გაეცანით პირობებს, დარეგისტრირდით და შემოგვიერთდით: hrhub.ge/parmacevti