შემოგვიერთდით

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით,  26 ივნისს, 17:00 – 19:00სთ-ებში ვაკის პარკში, დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. 

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. თუ ეძებთ თანამშრომლებს და  გსურთ თქვენი კომპანია პოტენციურ კანდიდატებს ერთ სივრცეში წარუდგინოთ და მოიზიდოთ ტალანტები, შემოგვიერთდით დასაქმების ფესტივალზე!

მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • ორგანიზაციის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 857 ლარი + VAT
  • თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ფესტივალზე დამსაქმებლის რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: forms.gle

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივნისი.

An Employment Festival Organized by HR Hub, with the support of the State Employment Promotion Agency, On June 26, from 5:00 PM to 7:00 PM, a large-scale Employment Festival will take place at Vake Park.
by HR Hub will take place on  June 26 from 17:00 to 19:00 at Vake PArk. Pre-registration for companies is currently open to reserve spots.
 
There is a fee to participate:
  • Offline JobFest – 857 Gel + VAT

Why should you participate:

  • Direct communication with job seekers;
  • Increasing employer brand awareness.

Register now: forms.gle/VhHyDVrgXX3xXksJA

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა სამუშაოს მაძიებელს.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა დასაქმების ფესტივალში?

  • დამსაქმებლის ბრენდის წარდგენა, წვდომა ათასობით სამუშაოს მაძიებელთან და კანდიდატების მოზიდვა;
  • სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  • დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
  • დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა;
  • კომპანიის პოზიციონირება, როგორც აქტიური და თანამედროვე დამსაქმებელი;
  • დროის ეფექტური დაზოგვა და სწრაფი შერჩევა.
  • ორგანიზაციას, რომელსაც მიმდინარედ აქტიური ვაკანსიები არ აქვს, შეუძლია დამსაქმებლის ბრენდების გამოფენაში Employer Brand Space მიიღონ მონაწილეობა და გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკები, კანდიდატებს გააცნონ სამუშაო გარემო სამომავლო თანამშრომლობისთვის.

რა სერვისს მიიღებთ ჩვენგან?

  • კანდიდატების მოზიდვა და კანდიდატებთან შეხვედრა (დამსაქმებლის ბრენდის წარდგენისა და გასაუბრებებისთვის).

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მდე.
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დასაქმების ფესტივალი ვაკის პარკში და გასაუბრებები.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ რამდენიმე დასაქმების ფესტივალის ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

გამოიყენეთ შანსი ეფექტურად და სწრაფად შეარჩიოთ საუკეთესო ტალანტები!