HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.
ასევე, მოეწყობა HR EXPO – HR მენეჯერებისთვის საინტერესო პროდუქტების/სერვისების გამფენა, სადაც ენთები სასიამოვნო და საინტერესო გარემოს დაგახვედრებენ.
დეტალებზე ნინო დავითაშვილს – ენთების თანამშრომელთა და მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
HR hub: ენთები HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის HR Expo – ში იღებთ მონაწილეობას, პირველ რიგში თქვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ რომ მოგვიყვეთ …
ენთები ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, 60-ზე მეტი თანამშრომლითა და 350-ზე მეტი პარტნიორი (მომხმარებელი) კომპანიით. კომპანია დაფუძნდა 2015 წლის ბოლოს და ამ დროიდან კომპანიის მთავარი მიზანია გახადოს პრემიუმ ხარისხის ბუღალტერია ხელმისაწვდომი, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ვემსახურებით ისეთ ცნობილ ქართულ ბრენდებს, როგორებიცაა: „8000 მოსავალი“, „მადამ კოკო“, „საქართველოს რაგბის კავშირი“, „ჩიკორი“, „ქარდილი“, “Wyndham“-ი, „გიფერი“ და მრავალი სხვა.
HR hub: რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიებაში მონაწილეობა?
მომსახურების სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების როლი. სწორედ თანამშრომელი ქმნის სერვისს და განსაზღვრავს მიწოდებული მომსახურების ხარისხს. ამიტომ, ჩვენი მიზანია რომ მოვიძიოთ, პროფესიულად განვავითაროთ და შევინარჩუნოთ მოტივირებული თანამშრომლები, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების კმაყოფილების მაღალ ხარისხს. ამავე მიზნიდან გამომდინარე, 2022 წელს, კომპანიამ გააძლიერა HR დეპარტამენტი.
HR სამიტზე მონაწილეობაც სწორედ ამ მიზანთანაა თანხვედრაში, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური ვიყოთ ამ მიმართულებით, რათა გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველი დამსაქმებელი ქართულ ბაზარზე და დავასაქმოთ განვითარებაზე ორიენტირებული მოტივირებული ადამიანები. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ ღონისძიებაზე წარმოდგენილ სტუმრებსაც.
ამავდროულად ჩვენი მიზანია, სწრაფად მზარდ კომპანიაში შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ნდობა, გუნდური სულისკვეთება, ვიზრუნოთ თანამშრომელთა განვითარებასა თუ ბრენდის რეპუტაციაზე. ამ კუთხითაც, ეს ღონისძიება ჩვენი გუნდისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე ორიენტირებული ახალი იდეების, სიახლეების გაცნობისა და საინტერესო პარტნიორების მოძიების წყაროა.
ჩვენ გვექნება ჩვენი სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ და თავისუფალ დროს გვექნება სახალისო ტურნირი, სადაც მონაწილეებისთვის შესაძლებელი იქნება საჩუქრების მოგება.
HR hub:როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?
ორი სპეციალური შეთავაზება მოვამზადეთ ღონისძიების მონაწილეებისთვის.
კერძოდ კი:
- კომპანიების დამფუძნებლებისთვისა და დირექტორებისთვის, რომლებიც ამჟამად არ არიან ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ ეძებენ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების პროვაიდერს საკუთარი ბიზნესისთვის, ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებებზე 15%-იან ფასდაკლებას. ივლისის ბოლომდე, პრომო კოდით: “HR Business Summit 2022_Ants”, რომელსაც დაკონტაქტებისას მიაწვდით ჩვენს წარმომადგენელს, ავტომატურად მიიღებთ ყველა ჩვენ სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას, ჩვენს ელექტრონულ გვერდზე (ants.ge) მითითებულ ფასებთან შედარებით.
- ამავდროულად, გვინდა ხალისიანი განწყობა შევუქმნათ სამიტის სტუმრებს და მარტივი, დართსის თამაშის პრინციპით, მოვუყვეთ ჩვენს კომპანიაზე. ერთგვარი სპორტულ- ინტელექტუალური მარათონი იქნება, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დართსის ტურნირში, უპასუხონ სახალისო შეკითხვებს და მოიგონ სიმბოლური და დასამახსოვრებელი საჩუქრები ჩვენი კომპანიისგან. ტურნირში გამარჯვებულს კი ჩვენგან საჩუქრად გადაეცემა, ბორჯომში, მაღალი კლასის სასტუმროში, პარტნიორთან ერთად 2 დღიანი ვიზიტი.
იმედს ვიქონიებთ, რომ საინტერესო და სახალისო თავგადასავალი იქნება ყველასთვის, ჩვენს სივრცეში სტუმრობა.