სულ რამდენიმე თვეა რაც Medellin Bar-მა ძველ თბილისში დაიდო ბინა. მისი დამფუძნებლები ტყუპები თორნიკე და გიორგი ჭიჭინაძეები არიან. ბარში ამ ეტაპზე 4 ადამიანია დასაქმებული. სამწუხაროდ ბარის გახსნიდან რამდენიმე ხანში კარანტინი გამოცხადდა. გთავაზობთ ინტერვიუს ბარის ახალგაზრდა მფლობელებთან.
HR hub: თონრიკე მოგვიყევით ,,მედელინამდე“ რას საქმიანობდით?
2017 წელს დავამთავრეთ კავკასიის უნივერსიტეტი, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყეთ – მე, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და დღემდე ვმუშაობ, ხოლო ჩემმა ძმამ გიორგიმ Hard Rock Café Tbilisi – ის შესყიდვების მენეჯერად, რომელიც ამავე დროს არის ფინანსური მომსახურების კომპანია „დილიჯენსის„ თანადამფუძვნებელი..
HR hub: საიდან გაჩნდა ,,მედელინ ბარის“ გახსნის იდეა?
ზოგადად ბარის გახსნის იდეა ადრეული, სტუდენტური ასაკიდან გაჩნდა და ამის შემდეგ მუდმივად გვქონდა სურვილი ამ კუთხით რაიმეს გაკეთების, თუმცა იყო სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც ამას ვერ ვახერხებდით. უშუალოდ მედელინს რაც შეეხება, ეს იდეა გიორგის ეკუთვნის. იმდენად ბევრი გვქონდა ამ საკითხზე ნაფიქრი, რომ იდეის გაჩენიდან ძალიან სწრაფადვე მე, ჩემმა ძმამ და ჩვენმა მეგობარმა, მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები და სულ რამოდენიმე კვირაში გავხსენით ბარი.
HR hub: ძმებს როგორ გაქვთ ფუნქციები გადანაწილებული?
ბარის მენეჯმენტში ორივე აქტიურად ვართ ჩართული. თუმცა გვაქვს განსხვავებული ფუნქციები და პასუხისმგებლობები. გიორგი ბარის ფინანსურ ნაწილს და შესყიდვებს კურირებს, ხოლო მე მარკეტინგული საკითხებით ვარ დაკავებული..
HR hub: რამდენად ეთანხმებით ერთამანეთის იდეებს?
ვფიქრობთ, არ არსებობს ორი ადამიანი, თუნდაც ტყუპები, რომლებსაც ერთ კონკრეტულ საკითხზე აბსოლუტურად იდენტური შეხედულება და აზრი გააჩნიათ, რა თქმა უნდა ჩვენც გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ბარის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ ერთმანეთის საუკეთესო იდეების შეჯერებასა და მათ განხორციელებას.
HR hub: რით არის გამორჩეული ეს ადგილი?
ბარი მედელინი მდებარეობს ძველი თბილისის პირდაპირ ცენტრში (სოლოლაკი, ბეთლემის აღმართი #2), სადაც უამრავი კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობების და ულამაზესი ხედების ფონზე, ჩვენი ბარის გემოვნებიანი მუსიკის ჰანგები ჟღერს, რაც ამ ადგილს ერთიორად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. რაც შეეხება თვითონ ბარის კონცეფციას, ვცდილობთ, რომ საინტერესო ინტერიერის, უგემრიელესი კერძებისა და სასმელების, უამრავი გასართობი საშუალების (სამაგიდო თამაშების, კარგი მუსიკის და სხვა ბევრი საინტერესო აქტივობის), მისაღები ფასებისა და პოზიტიური პერსონალის მეშვეობით, ტიპიური კარგი ბარის ფუნდამენტიც არ დავკარგოთ და რაღაც განსხვავებული – ახალიც შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს. ერთი სიტყვით ეს არის იდეალური ადგილი განტვირთვის, ურთიერთობებისა და გართობისთვის.
HR hub: ბიზნესის კუთხით რა გასწავლათ კორონავირუსმა?
ბიზნესში არსებობს სიტუაციები, როდესაც შეიძლება არაპროგნოზირებადი გარემო ფაქტორების გამო, რადიკალურად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდე, სადაც ბაზარზე პოზიციონირებისთვის არასტანდარტული მეთოდების განსაზღვრაა აუცილებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია გვქონდეს მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანი, რაც საშუალებას მოგვცემს არსებულ სიტუაციაზე მოსარგებად შევიმუშაოთ გეგმა -B და გეგმა C-ც თუ საჭირო გახდა, რომელიც თავის მხრივ საწყის ეტაპზე დაგეგმილი უკუგების მიღებას უზრუნველყოფს.