შემოგვიერთდით

საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!

HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!

HR hub – ის მეხუთე, საიუბილეო წლის მთავარი HR ღონისძიება 7 ივლისს შატო მუხრანში სრული ანშლაგით ჩატარდა. 600 – ზე მეტი სტუმრის (HR პროფესიონალები და დირექტორები) წინაშე 10 სპიკერი წარსდგა. აუდიტორიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სპიკერის წოდება დავით ბირმანმა მოიპოვა. ღონისძიების  წარმდგენია  eteam.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო, რომლის გარშემოც დაიგეგმა  სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.

ღონისძიებაზე დაანონსდა HR hub – ის ახალი იცნიციატივის შესახებაც. ორგანიზაცია მასშტაბურ სახელფასო კვლევას ჩაატარებს.

ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ და HR ბიზნეს სამიტზე რეგისტრირებული პირველ მონაწილეს, ნათია ქუტიძეს Kreston Georgia-ს მიერ დაწესებული საჩუქარი გადაეცა.

საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ტრადიციული გათამაშებისა და გამაჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის შემდეგ, დაგვირგვინდა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტით.

ღონისძიების ფასილიტაცია უზრუნველყო კომპანია – Teamboat-მა. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იყო.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Kreston Georgia, SignifyDreamland Oasis Chakvi, პროექტი ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება

შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიGrant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US  პალიტრა მედია ჰოლდინგი  BIA • ბია  Hotsale.ge.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი