შემოგვიერთდით

5 ნიშანი, რომ სამსახურის შეცვლა არ ღირს

დღევანდელ შრომის ბაზარზე მუდამ მზად უნდა იყოთ კარირერული ცვლიბებებისთვის. რიგ შემთხვევებში ცვლილება მოიცავს რადიკალურ ნაბიჯებს ოცნებების ასასრულებლად, ან პატარ-პატარა ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარიერულ განვითარებაში.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ცვლილება ამართლებს. საშუალოდ, ადამიანი თავისი კარიერის განმავლობაში 12-ჯერ იცვლის სამსახურს – მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას არ მოჰყვება პროფესიული წარმატება.

რა თქმა უნდა, ცვლილებების უმეტესობა პოზიტიურია და ვიღებთ იმ შედეგებს, რა მიზნითაც გადავედით სხვა სამსახურში – იქნება ეს უკეთესი ხელფასი, საინტერესო პროექტები, კარიერული განვითარების შესაძლებლობა თუ ასე შემდეგ, მაგრამ მთავარია ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება იყოს გააზრებული ნაბიჯი და არ ვიმოქმედოთ იმპულსურად.

გთავაზობთ ხუთ ფაქტორს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არ უნდა შეიცვალოთ სამსახური:

  1. პირად ცხოვრებაში გაქვთ ბევრი ცვლილება და თავს გრძნობთ გადატვირთულად

გარდა სამსახურისა, შეიძლება ბევრი ცვლილება გქონდეთ პირად ცხოვრებაში, რაც გავლენას ახდენს თქვენს სამუშაოზეც და ფიქრობთ რომ ზედმეტად იტვირთებით და დროა ახალი სამსახური მოძებნოთ. ამ დროს მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გამიჯნოთ სტრესის გამომწვევი მიზეზები – პირადი ცხოვრება და კარიერა. გაანალაზიოთ რა ფაქტორები მოქმედებენ თქვენს გადატვირთულობაზე.

1960 წელს, ფსიქიატრებმა ტომას ჰოლმსმა და რიჩარდ რეიჰმა შეადგინეს სტრესის გამომწვევი შკალა, რომ გაეზომათ თუ რა ცხოვრებისეული ფაქტორები იწვევდა სტრესს. შკალაზე გარდა პირადი ფაქტორებისა, დასახელებული იყო ბევრი გარემოება, მათ შორის კარიერული სტრესის ფაქტორები, თუმცა, მონაცემებმა ცხადჰყო რომ, ყველაზე ხშირად სტრესის გამომწვევი მიზეზები იყო პირადი ცხოვრებიდან გამოწვეული, რაც ზეგავლენას ახდენდა და ვრცელდებოდა სამსახურეობრივ საქმიანობაზეც და შესაბამისად კარიერაზე. ეს კვლევა რამდენად რელევანტურია დღევანდელ სამყაროში, სადავოა, თუმცა ფაქტია – სტრესის გამომწვები მიზეზები იგივე შეიძლება იყოს, ხოლო სამსახურში არსებული სირთულეების სიმძაფრე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მთავარია გამიჯნოთ მათი გამოწვევის მიზეზები და იმოქმედოთ რაციონალურად.

„გახსოვდეთ, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების დროს, უკეთესია კარიერაში სტაბილურობა შეინარჩუნოთ!“

  1. თქვენს გადაწყვეტილებას განაპირობებს მხოლოდ ერთი მიზეზი

მაგალითად, შეიძლება სამსახურში გქონდეს ისეთი პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად გიქმნით დისკომფორტს და ბევრი სხვა დადებითი ფაქტორის მიუხედავად, დისკომფორტი იმხელა გქონდეთ რომ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობდეთ. ამ დროს კარგი იქნება ჩამოწეროთ თქვენი საქმის დადებითი და უარყოფითი მხარეები და კარგად გაანალიზოთ ისინი. უმნიშვნელო, პრობლემის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება მის გამოსწორებაზე იფიქროთ, ვიდრე სამსახურის შეცვლაზე.

„მხოლოდ ერთი პრობლემის გამო, რადიკალური ცვლილებების მიღება გამართლებული არ არის!“

  1. სამსახურში ცუდი დღე ან ცუდი კვირა გაქვთ

მაშინაც კი, თუ თქვენი სამსახური ძალიან გიყვართ, შეუძლებელია ყოველდღე მოგწონდეთ თქვენი საქმე. ყველას აქვს რთული და სტრესული დღეები, თუმცა სანამ ახალი სამსახურის მოძებნას გადაწყვეტთ, დაფიქრდით თქვენი პრობლემები დროებითია თუ მუდმივი.

მაგალითად, შეიძლება თქვენი მიმდინარე პროექტი არ მოგწონდეთ, თუმცა ამ უკანასკნელის დასრულების შემდეგ უკეთესი პროექტი გქონდეთ შესასრულებელი. ან, თქვენს თანამშრომლეთან გაქვთ კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც ძალიან მარტივი შეიძლება იყოს და არ საჭიროებდეს სამსახურის ცვლილებას, არამედ უბრალოდ გუნდში იყოს ცვლილებები განსახორციელებელი.

„ცუდი უფროსის შემთხვევაშიც კი არ არის განაჩენი საბოლოო. თუ ორგანიზაციაში არსებობს მენეჯმენტის ცვლილებების კულტურა, უბრალოდ დაელოდეთ მას, ან მოითხოვეთ როტაცია!“

  1. სამსახურის ცვლილების მიზეზი მხოლოდ ანაზღაურებაა

უმეტეს კომპანიებში სახელფასო ზრდის ცვლილება 3%-ია, შესაბამისად გასაკვირი არ არის რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრი დასაქმებული ფიქრობს უკეთეს ანაზღაურებაზე მუშაობას. მაგრამ, თუ სამსახურს მხოლოდ ხელფასის გამო იცვლით, შეიძლება ბევრად უარეს პირობებში აღმოჩნდეთ ვიდრე ახლა ხართ.

როგორ შეიძლება აღმოჩნდეს უკეთესი ხელფასი უარესი? კარგად შეისწავლეთ გარდა ფინანსური პირობებისა, სხვა რა ბენეფიტებს გთავაზობენ ახალ პოზიციაზე. შესაძლებელია თქვენი ხარჯები ისე გაიზარდოს რომ აღარ გიღირდეთ ხელფასებს შორის სხვაობა. გაარკვიეთ დაზღვევისა და ბონუსების სისტემა, დამატებითი პირობები – როგორიცაა კვება, მგზავრობა, ფიტნესი და ასე შემდეგ.

„ანაზღაურება კარგი მიზეზია ცვლილებისთვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს ერთადერთი!“

  1. სხვების წარმატებით გამოწვეული ცვლილების სურვილი

ჩვენ ვცხოვრობთ ინსტაგრამის ხანაში, რაც იმას გულისხმობს რომ ადვილად ვექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ, სოციალურ ქსელებში ვიღებთ უამრავ ინფორმაციას სხვების წარმატების შესახებ და მუდამ მათთან შედარების რეჟიმში ვართ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბნეულობასა და თვითშეფასების დაქვეითებას. თუმცა მათი წარმატებებისა თუ მიღწევების უკან, რამდენი მარცხი და წარუმატებლობა შეიძლება იყოს, ამას არავინ არ გვაჩვენებს.

„გახსოვდეთ, რომ თქვენი კარიერა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. არ უნდა შეადაროთ ის სხვებისას, დასახეთ თქვენი პროფესიული განვითარების გეგმა და მიჰყევით მას!“

და ბოლოს, მუდამ გახსოვდეთ „როდესაც თანხმდები იმაზე ნაკლებს რასაც იმსახურებ, ღებულობ იმაზე ნაკლებს, რასაც დათანხმდი.“

ავტორი: ომო ტერტერაშვილი