შემოგვიერთდით

ალდაგი ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში დაეხმარება

 

12 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი” კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შრომის უსაფრთხოების ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევს. Continue reading “ალდაგი ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების ახალი სტანდარტის დანერგვაში დაეხმარება”

შემოწმებული 30 სამშენებლო ობიექტიდან, ყველგან დარღვევები გამოვლინდა

ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 30 ობიექტი.

1. შპს „ნიუ გრუპ პლიუსი“

2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი

3.  შპს ,,იმფაირ ბილდინგ“

4. შპს ,,პლატინიუმ ვაზისუბანი“

5. შპს ,,ორჯ ორთაჭალა“

6. შპს „სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე“

7. შპს ,,ეს დი ჯი“

8. შპს ,,სან დეველოფმენთი“

9. შპს ,,თორი“

10. შპს ,,ბალავარი პროპერტის“

11. შპს ,,ჯეო ქონსტრაქშენი“

12. შპს ,,ჰაუსარტ-ლუქსი“

13. შპს ,,საბურთალო პალასი“

14. შპს ,,იუნიქსი“

15. შპს ,,ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი“

16. შპს ,,ქიაჩელი რეზიდენსი“

17. შპს ,,აგორა“

18. შპს ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017“

19. შპს ,,კიკვიძე 1’’

20. შპს  ,,რესტარტ’’

21. შპს ,,ტჯ ჯგუფი’’

22. შპს ,,ვესადენი“

23. შპს ,,ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“

24. შპს ,,ლუქსორ აპარტამენტები“

25. შპს ,,მწვანე სახლი’’

26. შპს ,,ჯორჯიან ფექიჯინგი“

27. შპს ,,ემ დე კა+‘’

28. შპს ,,სოლოლაკი რაიზ“

29.  შპს ,,დ+დ“

30. სს ,,ეს ჯგუფი“

 შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი  ძირითადი დარღვევები:

✔ რისკების შეუფასებლობა;

✔ სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა;

✔ დაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);

✔ არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;

✔ ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;

✔ ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;

✔ აღჭურვილობის გაუმართაობა;

✔ შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;

✔ მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;

✔ ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.

30-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა,  ასევე 20 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი,  ხოლო  21 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 605 500 ლარის ოდენობით.

ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს,  ჯამში 12 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 86 ობიექტი.

GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით

GeoSafety არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. Continue reading “GeoSafety – სრული მომსახურება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით”

რა მოლოდინები აქვს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიმართ ბიზნესს?!

თითქმის ერთი წელია სქართველოში რაც ბიზნესს (მავნე და საშიშ პირობებიანი, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან კი ყველა ეკონომიკურ საქმიანობას) გაუჩნდა ვალდებულება ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენელი და მართოს პროცესები ქვეყანაში არსებული შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
Continue reading “რა მოლოდინები აქვს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიმართ ბიზნესს?!”

ინსპექტირების შედეგად 54 ობიექტზე დაფიქსირდა არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები

ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ინსპექტირებები დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს. Continue reading “ინსპექტირების შედეგად 54 ობიექტზე დაფიქსირდა არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობები”

რა ცვლილებები შევა შრომის უსაფრთხოების კანონში სექტემბრიდან?

შრომის უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია.  Continue reading “რა ცვლილებები შევა შრომის უსაფრთხოების კანონში სექტემბრიდან?”

Safco – შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

მშენებლობა ერთ-ერთი რთულად სამართავი მიმართულებაა შრომის უსაფრთხოების მიზნით, ეს სექტორი გამოირჩევა თავისი ,,მანკიერი’’ თვისებებით რაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელის შემშლელ პირობებს წარმოდგენს შრომის უსაფრთხოებაში. Continue reading “Safco – შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში”

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და კონსულტანტი კომპანიები, მათი უნარები და როლი ორგანიზაციაში

გვინდა ამ სტატიაში ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც შრომის უსაფრთხოების სფეროში ამ ბოლო დროს წამოსულმა ტენდენციებმა ცხადჰყო. Continue reading “შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები და კონსულტანტი კომპანიები, მათი უნარები და როლი ორგანიზაციაში”

Safco: შრომის უსაფრთხოება – რას ნიშნავს ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაცია?

დაგვეთანხმებით, რომ კომუნიკაცია ფასდაუდებელი და შეუცვლელია ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში.  Continue reading “Safco: შრომის უსაფრთხოება – რას ნიშნავს ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომუნიკაცია?”

რატომ არის მნიშვნელოვანი საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირება, მოკვლევა და ანგარიშგება?

შრომის უსაფრთხოების თემა კვლავ აქტუალურია და უფრო და უფრო იზრდება ინტერესი ამ საკითხის მიმართ.

Continue reading “რატომ არის მნიშვნელოვანი საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირება, მოკვლევა და ანგარიშგება?”