შემოგვიერთდით

თიბისი ბანკი 25 წლისაა – ბანკის საიუბილეო ღონისძიებას 7000 თანამშრომელი დაესწრო

23 სექტემბერს “შატო მუხრანში” გაიმართა თიბისი ბანკის კორპორატიული  ღონისძიება, რომელსაც 7000 თანამშრომელი დაესწრო. ბანკი 25 წლის გახდა. Continue reading “თიბისი ბანკი 25 წლისაა – ბანკის საიუბილეო ღონისძიებას 7000 თანამშრომელი დაესწრო”

გენდერული თანასწორობა სამსახურში – კომპანიებში HR პოლიტიკის დოკუმენტები გადაიხედა და შეიცვალა

Civil Development Agency (CiDA)-ს და საფარი/Sapari-ს პროექტის ფარგლებში 5 კერძო კომპანია გენდერული ბალანსის დაცვალზე ზრუნავს და უზურველყოფს, რომ გარანტირებული იყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან, ჩაგვრისგან და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო. Continue reading “გენდერული თანასწორობა სამსახურში – კომპანიებში HR პოლიტიკის დოკუმენტები გადაიხედა და შეიცვალა”

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში თანამშრომლებისთვის ელექტრომობილების დამტენი დაიდგა!

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში თანამშრომლებისთვის ელექტრომობილების დამტენი დაიდგა!
ელექტრომობილები შიდაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. Continue reading “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში თანამშრომლებისთვის ელექტრომობილების დამტენი დაიდგა!”

ილიაუნის გათავისუფლებული ლექტორები ადმინისტრაციას შეხვედნენ – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა

დღეს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გათავისუფლებული ლექტორები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდენენ. Continue reading “ილიაუნის გათავისუფლებული ლექტორები ადმინისტრაციას შეხვედნენ – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა”

BACK TO OFFICE – პალიტრა მედია ჰოლდინგმა თანამშრომლებს ფერადი სიურპრიზი მოუწყო

პალიტრა მედია ჰოლდინგში ახალი სამუშაო წელი დაიწყო.

“BACK TO OFFICE  – ახალ სამუშაო წელს გახსნილად ვაცხადებთ. Continue reading “BACK TO OFFICE – პალიტრა მედია ჰოლდინგმა თანამშრომლებს ფერადი სიურპრიზი მოუწყო”

„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

13 სექტემბერს ევროკავშირის პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების და ლობირების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, Continue reading “„მაკდონალდს საქართველო“ ევროკავშირმა შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა”

ხელფასები საჯარო სექტორში – საიას რეკომენდაციები საჯარო სამსახურის ბიუროს

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია საია მიესალმება „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების თაობაზე კანონპროექტის შემუშავებას, თუმცა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები, რომლებსაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:

  1. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე (დანართი 1) კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;
  2. გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი (დანართი 2), მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;
  3. განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;
  4. გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა გაიზარდოს (1 კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;
  5. განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;
  6. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;
  7. გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;
  8. გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;
  9. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
  10. დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.
  11. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის იანვრიდან;
  12. ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება.“

სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება 

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება.

რას გულისხმობს საპენსიო რეფორმა ? 

2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომლის მიზანია, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა. საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო სწორედ 2017 წელს გადავა.

კერძო საპენსიო სისტემა „განსაზღვრული შენატანის“ პრინციპს დაეფუძნება (Defined Contribution). ასეთი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების ხანგრძლიობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება). განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად, მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. თუმცა, კერძო დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ სოციალურ პენსიას.

კერძო დაგროვებითი სისტემის სარგებლის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ყოველთვიური შენატანების პროცენტული მაჩვენებელი ხელფასთან მიმართებაში. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანების ოდენობა განისაზღვრა 6%-ით. რეკომენდირებულია, რომ შენატანების კოეფიციენტმა საშუალო ვადიანი პერიოდში 8%-ს მიაღწიოს. შენატანების პროცენტული ოდენობა (6%) დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის გადანაწილდება.

საჯარო სექტორი და სახელწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიები თანამშრომლებს დააფინანსებენ იგივე წესით, როგორც კერძო სექტორის შემთხვევაში.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა ნებაყოფლობითი მონაწილეობის საფუძველზე მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია სავალდებულო პრინციპის არსებობა დამსაქმებელსა და სახელმწიფოს მიმართ.

რეფორმის განხორციელების ფისკალური ხარჯები შედგება სამი კომპონენტისგან:

  1. სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუცია;
  2. სახელმწიფო სტრუქტურებსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანი
  3. დამსაქმებლის 2%-იანი შენატანის განთავისუფლება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან.

ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ 20%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი ანგარიშისკენ. ამის პარალელურად, მოქალაქე დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს. შესაბამისად, ვიღებთ მოდელს, სადაც ხელფასის 6% ტოლფასად დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან მიემართება დასაქმებულის დაგროვებითი ანგარიშისკენ, რომელსაც კერძო საფინანსო ინსტიტუტები მართავენ. სხვაგვარად შეიძლება ასეც ითქვას: დასაქმებულს ავტომატურად ჩამოეჭრება ხელფასის 22%, თუმცა ეცოდინება, რომ აქედან 4% მის დაგროვებით ანგარიშზე აისახება, რასაც დამატებით დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული 2%-იც დაემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ცოტა ხანში რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა.

 

GWP -ის თანამშრომლები ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან

“ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან. Continue reading “GWP -ის თანამშრომლები ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან”

კონკურსი-ყველაზე ეფექტური სტაჟირების დიზაინი და 2 დღიანი საგზური ჩაქვში

მისო კრისტალი  Yes-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს “ყველაზე ეფექტური სტაჟირების დიზაინი”, რომელიც ხელს უწყობს როგორც კომპანიის ამოცანების შესრულებას, ასევე ახალგაზრდების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რომელიც ზრდის მათი დასაქმების შესაძლელობას.

განაცხადის (მაქსიმუმ 2 გვერდი) წარდგენის ბოლო ვადაა 14 ივლისი, 14:00 საათი.

განაცხადში მიუთითეთ:

  • კომპანიის დასახელება
  • წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია
  • სტაჟირების მეთოდოლოგია (მიზნები, შინაარსი, სტრუქტურა, დრო)
  • სტაჟირების მოსალოდნელი შედეგები
  • ახალგაზრდებისთვის და კომპანიისთვის რით არის უნიკალური სტაჟირების აღნიშნული პროგრამა.

გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია წარმოადგინოთ მომავალში განსახორციელებელი სტაჟირების დიზაინი, თუმცა შეფასებისას გარკვეული უპირატესობა (10% დამატებითი ქულა) მიენიჭება იმ კომპანიის განაცხადებს, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს წარმოდგენილი სტაჟირების პროგრამა.

გამარჯვებული კომპანია დაჯილდოვდება 2 დღიანი საგზურით ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში“ 2 კაცზე.

გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ni.mamaiashvili@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!