შემოგვიერთდით

გურამ შეროზია – გასაუბრება, რომელიც მახსოვს – საქართველოს ბანკის გასაუბრებაზე მოვხვდი, ჩემთვის პირველი იყო

HRhub.ge – წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: #გასაუბრება, რომელიც მახსოვს. Continue reading “გურამ შეროზია – გასაუბრება, რომელიც მახსოვს – საქართველოს ბანკის გასაუბრებაზე მოვხვდი, ჩემთვის პირველი იყო”

ეკა ბერიძე: ,,პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.”

ეკა ბერიძე 1999 წლიდან აქტიური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ზე, საზ. მაუწყებელზე, მეცხრე არხზე და სხვა ქართულ ტელევიზიებში. იყო გადაცემების ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი. აქტიური ჟურნალისტიკიდან მენეჯმენტში გადაინაცვლა და 2013 წლიდან დღემდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორია.

ჩვენ ეკას ვესაუბრეთ მის ამჟმინდელ და ყოფილ საქმიანობაზე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ეკა თქვენ პროფესიით ფილოლოგი ხართ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროფესია მაინც ჟურნალისტობაა. დაახლოებით 21 წლის განმავლობაში იმუშავეთ სხვადასხვა ტელევიზიაში და საკმაოდ წარმატებულიც იყავით. რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობისთვის თავი დაგენებებინათ ?

ბოლოს, როგორც ტელეწამყვანი, ტელეკომპანია მე-9 არხზე ვმუშაობდი. როდესაც ეს არხი დაიხურა, მქონდა ორი შეთავაზება, ერთი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში თოქშოუს წაყვანა და მეორე-კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელობა. მაშინ მეორე ავირჩიე ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით. უკვე 4 წელია ამ კომპანიაში ვმუშაობ, ახლა უკვე ვარ კომუნიკაციების დირექტორი, მაბარია რამდენიმე სერიოზული მიმართულება და ძალიან საჭირო და საინტერესო საქმეს ვემსახურები. ხელს მიწყობს ისიც, რომ 2008-2010 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის MBA. პირველად ამ მხრივ თვითრეალიზაციის საშუალება სწორედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში მომეცა.

HR hub: ამბობენ ტელევიზიაში ვინც ერთხელ შედგამს ფეხს, მისით ,,იწამლება“ და უკან ვეღარ გამოდისო. არ გიფიქრიათ დაბრუნებაზე?

არ მიყვარს და არ მინდა ვიყო ემოციურად დამოკიდებული რაიმეზე. არასოდეს მინანია ის რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ და თუ ოდესმე დავბრუნდები, დავბრუნდები მხოლოდ როგორც მენეჯერი. ამჟამინდელი მედიით აღფრთოვანებული არ ვარ და ალბათ ესეც განაპირობებს იმას, რომ ტელევიზიაში მუშაობის სურვილი არ მაქვს.

HR hub: როგორ უმკლავდებით კრიტიკას, რომელიც თქვენს მიმართ არა ერთხელ ყოფილა ?

არანაირად არ ვუმკლავდები, პასუხს ვცემდი და ვცემ იშვიათად, თუ ეს საჭიროდ მიმაჩნია. საკმაოდ დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, იმისთვის რომ კრიტიკაზე მწვავე რეაქცია მქონდეს.

HR hub: თუ მოუციათ თქვენთვის ისეთი რჩევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

საბედნიეროდ ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა და ბევრი კარგი რჩევა მიმიღია. დღეს ჩემი საუკეთესო მრჩეველი ჩემი მეუღლეა და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ. განსაკუთრებით მის მთავარ რჩევას – ვეცადო შევხედო ჩემს თავს ყოველთვის გვერდიდან, სხვისი გადასახედიდან. ეს რჩევა ნამდვილად არ მავიწყდება.

HR hub: რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა აპირებს ჟურნალისტი გახდეს ?

ვეტყოდი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიონ ეს პროფესია იმიტომ, რომ დღეს პოპულარულია. ჟურნალისტი უნდა გახდეს მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია თავდაუზოგავად მუშაობა, ვისაც შეუძლია ბევრი იკითხოს, ვისაც აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, მათი გახსნის უნარი. ჟურნალისტს სჭირდება ძალიან მაღალი ემოციური ინტელექტი, სჭირდება მიუკერძოებლობა. მოკლედ ეს ურთულესი პროფესიაა და იოლად ნუ აირჩევთ ამ გზას, ამას ვეტყოდი.

HR hub: 2008 წელს ჩააბარეთ თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის  მაგისტრატურაზე. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ?

როგორც უკვე გითხარით, არ მინდა ვიყო რამეზე ემოციურად დამოკიდებული, მათ შორის პროფესიაზე, მგონია რომ უნარიან ადამიანს ცვლილებების არ უნდა ეშინოდეს. რაღაც პერიოდში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, სამსახურის გარეშე დავრჩი, უსაქმურობა კი ძალიან არ მიყვარს. ამიტომ ჩავაბარე თბილისის საუკეთესო ბიზნესის სკოლის მაგისტრატურაში, ეს იყო მაშინ იესემის(შემდეგ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის) მაგისტრატურა და მივიღე ძალიან კარგი განათლება. მაგალითად მენეჯმენტს მასწავლიდა ისეთი მასშტაბის სპეციალისტი, როგორიცაა ნიკოლოზ მარკოზაშვილი. ძალიან გამიმართლა რომ მასთან და კიდევ არაერთ არაჩვეულებრივ პედაგოგთან ურთიერთობის და მათგან ცოდნის მიღების საშუალება მომეცა.

HR hub: 2013 წლიდან მუშაობთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ – კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორის პოზიციაზე. ეს თქვენთვის ახალი გამოწვევა იყო. როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ეკა ბერიძე, როგორც მათი უფროსი ?

არ მინდა სტანდარტული ფრაზებით გაგცეთ პასუხი. ჩემს თანამშრომლებთან პირველ რიგში ვმეგობრობ. ჩემი თავისგან ვითხოვ იმაზე მეტს, ვიდრე მათგან, თუმცა ვერ ვარ ლოიალური, თუ ვინმე ზედაპირულად უდგება საქმეს. მინდა ვუყვარდე იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან მუშაობს და მინდა რომ საქმე აკეთონ კვალიფიციურად და მთელი სულით და გულით. მითუმეტეს რომ ჩემს დაქვემდებარებაშია ერთი მხრივ საინფორმაციო ცენტრი, მეორე მხრივ მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური. მათ კი, თავის მხრივ უწევთ კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობა, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს თანამშრომლებს მოსწონთ ჩემთან ერთად საქმის კეთება. კარგად ვიცი, რომ თუ ვინმე დავალებას ვერ იგებს, ეს დავალების მიმცემის პრობლემაა და ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მკაფიოდ ავუხსნა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ კოლეგებს თუ რას ვითხოვ მათგან და მუდმივად დავეხმარო მიცემული ამოცანის შესრულებისას.

HR hub: და ბოლოს, ჩამოთვალეთ რამდენიმე თვისება, რის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

პასუხისმგებლობის აღების უნარი, ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენი ისწავლება.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ვიდეორგოლი: “როგორ გავხდე საჯარო მოხელე?”

საჯარო სამსახურის ბიურო სოც. ქსელში ვიდეორგოლს ,”როგორ გავხდე საჯარო მოხელე?” აქვეყნებს. Continue reading “საჯარო სამსახურის ბიუროს ვიდეორგოლი: “როგორ გავხდე საჯარო მოხელე?””

როგორი CV ექნებოდა ივანე ჯავახიშვილს ?

  • პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: ივანე ჯავახიშვილი

დაბადების თარიღი : 11 (23) აპრილი 1876 წ. Continue reading “როგორი CV ექნებოდა ივანე ჯავახიშვილს ?”

ალექსი ჩიქოვანი: არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.

სახელი გვარი / პროფესია

ალექსი ჩიქოვანი – ბრენდინგის კონსულტანტი Continue reading “ალექსი ჩიქოვანი: არასდროს უნდა იყო შენი თავით კმაყოფილი – ჩათვალე რომ მაგარი ხარ ? მორჩა, საქმე ცუდად არის.”

როგორი CV ექნებოდა შოთა რუსთაველს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა?

პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: შოთა რუსთაველი Continue reading “როგორი CV ექნებოდა შოთა რუსთაველს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა?”

მაია სიდამონიძე: “ისეთ გუნდს შევუერთდი, რომ რაც ჩაფიქრებული გვაქვს გამოგვივა”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრს მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს. Continue reading “მაია სიდამონიძე: “ისეთ გუნდს შევუერთდი, რომ რაც ჩაფიქრებული გვაქვს გამოგვივა””

ნათია ლაბაძე – 24 წლის გოგონა დიდ ნაოსნობაში

2015 წლის 18 ივლისს, 22 წლის ასაკში, ჰონგ-კონგის პორტში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემის ხიდურაზე პირველად ჩამოვართვი ხელი კაპიტანს, რომელმაც მითხრა „კეთილი იყოს შენი მობრძანება გემზე. მშვიდობიან ცურვას გისურვებ“. Continue reading “ნათია ლაბაძე – 24 წლის გოგონა დიდ ნაოსნობაში”

რუსუდან ჟორდანია – პირველი მფრინავი ქალი საქართველოს ავიაციის ისტორიაში

ფაქტებიავიაციაზე ქალებიავიაციაში ამ ჰეშთეგებით კომპანია Georgian Airways სოცალურ ქელში მის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო ფაქტებს აქვყნებს და ხაზს უსვამს მფრინავის პროფესიის მნიშვნელობას. Continue reading “რუსუდან ჟორდანია – პირველი მფრინავი ქალი საქართველოს ავიაციის ისტორიაში”

რა თვისებები და უნარებია საჭირო HR სფეროში წარმატების მისაღწევად?

არნახული სისწრაფით განვითარებად ბიზნეს სამყაროში, HR სფეროს როლი და ფუნქცია კომპანიის საქმიანობაში მუდმივად იცვლება. Continue reading “რა თვისებები და უნარებია საჭირო HR სფეროში წარმატების მისაღწევად?”