Continue reading “ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა”
რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” წინადადებას, “იმუშავე საქართველოდან” დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. Continue reading “რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?”
ნიკორა სუპერმარკეტის “ჩვენი ეზოს” ამბები დაიწყო
HR hub www.HRhub.ge – ზე ახალ რუბრიკას “HR პროექტი” იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთავარ საინფორმაციაო-ანალიტიკურ HR ჟურნალში საინტერესო HR პროექტების შესახებ დაწერს. მიზანი საზოგადოებისთვის საუკეთესო HR პრაქტიკების გაცნობა და გაზიარებაა.
პირველი პროექტი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ ნიკორა სუპერმარკეტის „ჩვენი ეზოა“. პრეზენტაციას ჩვენი გუნდიც დაესწრო და დეტალებს მოგიყვებით.
„ჩვენი ეზო“ ქოშიგორაზე მდებარე ულამაზესი საზაფხულო აგარაკია. მწვანე ეზო და თბილისის გასაოცარი ხედები მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. სწორედ ასეთი გარემო დახვდებათ ზაფხულის განმავლობაში კომპანიის გუნდის წევრებს.
როგორც გაგვიმხილეს იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც 2 თვიანი დისტანციური მუშაობის შემდეგ ერთად ყოფნა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დაიწყეს პროექტზე მუშაობა, რომელიც ერთ სივრცეში საინტერესო აქტივობებს შესთავაზებდა თანამშრომლებს.
„ჩვენი ეზო“ 1500-ზე მეტ თანამშრომელს მხიარულ, შემეცნებით, სპორტულ, მეგობრებით დატვირთულ ზაფხულს ჰპირდება.
„ჩვენ ეზოში“ დაიგეგმება:
- Teambulding- აქტივობები
- ვორქშოფები
- სალონური შეხვედრები
- მასტერკლასები
- კინო ჩვენებები
- სპორტული აქტივობები
საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა აქტივობას ისეთი პროფესიონალები გაუძღვებიან როგორებიც არიან: ქეთი ჟვანია-ტაისონი, კოტე იანტბელიძე და სხვა…
პროექტის პრეზენტაციაზე შესვლისთანავე ჩვენი მასპინძელი “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ულამაზესი სივრცეები, მოგვიანებით პრეზენტაცია გამართა და თანამშრომლებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
პრეზენტაცია ტორტის გაჭრით დასრულდა და „ჩვენი ეზოს“ საზაფხულო თავგადასავლებიც დაიწყო.
არ არსებობენ ჩვეულებრივი თანამშრომლები, ჩვენ ყველა გმირები ვართ!
14 ივნისს ვარკეთილში მომხდარი ხანძრის შესახებ ინფორმაცია ყველა თქვენგანს გაქვთ, თუმცა არ იცით ,,ლუკოილის” თანამშრომლის გმირობის ამბავი, რომელზეც ახლა მოგიყვებით. Continue reading “არ არსებობენ ჩვეულებრივი თანამშრომლები, ჩვენ ყველა გმირები ვართ!”
,,ჩვენი მიზანი პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია” – ქეთევან მაღალაშვილი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესკომპანიებს დასაქმებულთა დაზღვევას სთავაზობს, რომლითაც COVID-19-იც იფარება. ეს პროდუქტი კორპორატიული ბაზრისთვის შეიქმნა და გულისხმობს დასაქმებულთათვის ისეთი დაზღვევის შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფინანსური დაცულობის განცდას.
პროდუქტის შესახებ ვესაუბრეთ ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ქეთევან მაღალაშვილს.
HR hub: ქეთი რატომ გადაწყვიტეთ ახალი პროდუქტის ,,დასაქმებულთა დაზღვევის“ შექმნა?
ჩვენი მიზანი ამ პროდუქტის შექმნისას იყო ყველა იმ რისკის გაერთიანება, რომელიც დღეს აქტუალურია.
დასაქმებულთა დაზღვევა აერთიანებს როგორც სიცოცხლის დაზღვევას, ისე კრიტიკული დაავადებების დაზღვევას და, ამასთან ერთად, შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას. პროდუქტში ყველა ის მოულოდნელი ვითარებაა გათვალისწინებული, რომლის დადგომაც გარდა არამატერიალურისა, მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.
HR hub: რას მოიცავს ახალი სადაზღვევო პაკეტი?
დასაქმებულთა დაზღვევა რამდენიმე პროდუქტის ერთგვარი ნაკრებია და სწორედ ამით არის ეს პროდუქტი უნიკალური, ანუ ერთი მხრივ, რამდენიმე რისკის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა და მეორე მხრივ, საკმაოდ ხელმისაწვდომია:
- სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც დასაქმებულის ოჯახის მხარდასაჭერად შექმნილი პროდუქტია – დაზღვევის ეს ნაწილი მოიცავს 15,000-დან 45,000 ლარამდე თანხის ერთჯერადად ანაზღაურებას ოჯახისთვის იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი COVID19-ით, ან რომელიმე სხვა მოულოდნელი მიზეზით გარდაიცვლება;
- კრიტიკული დაავადებები – 20 სხვადასხვა მძიმე დაავადებით დასნებოვნება – აქ შედის სიმსივნური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და ა.შ. ეს არის ყველაზე ფართო ჩამონათვალი კრიტიკული დაავადებებისა, რომელსაც ბაზარზე მხოლოდ „ალდაგი“ აზღვევს;
- შრომისუუნარობა – სიტუაცია, როდესაც უბედური შემთხვევის გამო, შეიძლება ადამიანმა მუშაობა ვეღარ შეძლოს და რომელიც ერთჯერადი თანხით ანაზღაურდება.
HR hub: ვის შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროდუქტით?
ნებისმიერი ზომის და პროფილის ბიზნესკომპანიას შეუძლია დააზღვიოს თანამშრომლები ამ დაზღვევით. შესაძლებელია კომპანიამ მთლიანად თავის თავზე აიღოს ამ დაზღვევის შეძნენა თანამშრომლებისთვის ან დააფინანსოს ნაწილობრივ.
HR hub: რა არის საჭირო, ,,დასაქმებულთა დაზღვევაში“ ჩასართველად?
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მზადაა, ნებისმიერ კომპანიას, სურვილის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმებულთა დაზღვევის ის პაკეტი, რომელიც მისთვის ხელსაყრელი იქნება.
HR hub: პროდუქტის ღირებულებაზეც რომ გვითხრათ…
საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, საკმაოდ იაფი პროდუქტია. მისი ფასი, ერთეული თანამშრომლის შემთხვევაში, 11 ლარიდან იწყება. ანუ, რეალურად, თუ კომპანიას 20 თანამშრომელი ჰყავს, დასაქმებულთა დაზღვევის ფასი, თვეში, 220 ლარი იქნება.
HR hub: რატომ უნდა ვისარგებლოთ ალდაგის ამ შეთავაზებით?
დასაქმებულთა დაზღვევა რისკების ამ კონკრეტული კომპლექტაციით ბაზრისთვის სიახლეა. რა თქმა უნდა, სადაზღვევო ბაზარი კომპანიებს სთავაზობდა და სთავაზობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევებს, პასუხისმგებლობის დაზღვევებს და ცალკეულ შემთხვევებში, შრომისუუნარობის დაზღვევასაც, მაგრამ ამ პროდუქტთან მიმართებაში, სიახლე არის იმ რელევანტური რისკების გაერთიანება და დაზღვევა, რომელიც ახლა თანამშრომლებისთვის აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დამსაქმებლისა და დასაქმებულების ახალი ვალდებულებები სამუშაო ადგილებზე

შემუშავდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის. Continue reading “დამსაქმებლისა და დასაქმებულების ახალი ვალდებულებები სამუშაო ადგილებზე”
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ ინარჩუნებს გუნდის თითოეულ წევრს
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულად ახდენს თანამშრომლების შენარჩუნებას და სახელფასო ანაზღაურების გაცემას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პანდემიის პირობებში ვიზრუნოთ თითოეული მოდუსელის კეთილდღეობაზე.“
კომპანია „მოდუსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით გადავიდა დისტანციურ სამუშაო პროცესზე და თავის ერთგულ მომხმარებლებს უწევს ონლაინ გაყიდვების მომსახურებას.
„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებული პირებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება“.
ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
გარდა ამისა, მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 – თვეში 200 ლარით დაეხმარება.
პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება.
„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“- განაცხადა გახარიამ.
“ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია

“ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის ინფორმაციით კომპანიას ჰყავს 1400 თანამშრომელი და მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარი ლარია. Continue reading ““ტავ ჯორჯია” თანამშრომლებს არ ათავისუფლებს, სახელფასო ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევარია”
„ბლაუენშტაინ საქართველომ“ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა
