შემოგვიერთდით

დასაქმების ონლაინ კვირეული – დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგროდუოს” და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგი, მასტერკლასები და საინფორმაციო შეხვედრები ექვს სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი;
  • კახეთი.

1 დეკემბერი 15:00 საათზე ტრენინგზე,  ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:

  • ლინკდინის როლი დასაქმებაში;
  • დასაქმების ელექტრონული პლატფორმების მიმოხილვა;
  • გასაუბრებისთვის მომზადება;
  • რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა.

Zoom/რეგისტრაციისთვის: გადადით ლინკზე

 USAID Zrda  უზრუნველყოფს მასტერკლასებს შემდეგ დარგებში:

2 დეკემბერი:

  1. მეფუტკრეობა 11:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/88657908746
  2. მეხილეობა 15:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/89408263823

დასაქმების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მეწარმეებთან/დამსაქმებლებთან შეხვედრები: 5 და 7 დეკემბერი.

დასაქმების ონლაინ კვირეულში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა/მეწარმეებმა მოგვწერეთ info@hrhub.ge.

დარეგები და რეგიონები: სამეგრელო:მებაღეობა; მეხილეობა. სამცხე–ჯავახეთი: მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, ვეტერინარია კახეთი: მეხილეობა, მეცხოველეობა, ფერმერობა მეთევზეობაში. მცხეთა–მთიანეთი: მეხილეობა შიდა ქართლი: მეფუტკრეობა.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

“თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. Continue reading ““თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან” – მაია ცქიტიშვილი” →

HR სკოლამ რეგიონში მცხოვრები მსურველებისთვის ფუნქციონირება ონლაინ დაიწყო

HR სკოლა HR hub-ის ახალი პროექტია, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ადამიანური კაპიტალისა თუ სხვა პროფესიის მენეჯერებისთვის (ჯგუფები გამოცდილების მიხედვით დაკომპლექტდება და თითოეული მსმენელი მასზე მორგებულ პროგრამას გაივლის), ამიტომ HR სკოლაში მისაღებად დარეგისტრირებული მსურველები გაივლიან გასაუბრებას.

ჩვენ არ ვგეგმავდით ონლაინ სწავლებას, თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონებიდან შემოსულ უამრავ თხოვნას და მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის HR სკოლა ონლაინ, ზუმის გამოყენებით იწყებს ფუნქციონირებას.

ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე.

გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლებზეც მიღება გამოცხადდა:

მოდული 1 : HR ბიზნეს ოპერაციები (15 სთ) მოიცავს:

  • HR ბიუჯეტის მომზადება (3სთ) – ვლად ბეჟაშვილი სილაბუსი 
  • ანალიტიკა და სტატისტიკა HRM-ში (6სთ) – სალომე კვახაძე სილაბუსი
  • სტრატეგიული HRM და HR როგორც ბიზნეს პარტნიორი (6სთ) – სალომე კვახაძე სილაბუსი 

ღირებულება: 770 ლარი.

მოდული 2: HR ოპერაციები – რეკრუტინგი (12 სთ) – თიკო ჯანაშვილი სილაბუსი 

  • დამსაქმებლის ბრენდი და რეკრუტინგი;
  • პირველადი შერჩევა, პროფაილინგი, შედეგების ანალიზი;
  • ინტერვიუს ტიპები, ქცევაზე მიმართული გასაუბრება, თანამშრომლის აყვანა და ონბორდინგი;
  • თანამშრომლების შერჩევა სხვადასხვა პოზიციაზე: შეფასების ცენტრი.

ღირებულება: 627 ლარი.

მოდული 3. HR ოპერაციები – შეფასება 360 (12 სთ) – თამუნა ლასურაშვილი სილაბუსი 

  • შესრულებული სამუშაოს მართვის სისტემა;
  • პოტენციალის შეფასება;
  • ტალანტების მართვა.

ღირებულება: 627 ლარი.

მოდული 4: HR ოპერაციები – ხელფასები და გრეიდები (12 სთ) – ირმა ოქროპირიძე სილაბუსი 

  • ერთი – გრეიდინგის/რანგირების სისტემები, გრეიდინგის შემუშავების მეთოდების ნაირსახეობა;
  • სამუშაოს ღირებულების (Job evaluation). დადგენის/შეფასების მეთოდები;
  • საერთაშირისო, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სახელფასო სიატემები და ა.შ.

ღირებულება: 627 ლარი.

HR სკოლა ასევე გთავაზობთ თეონა ბაღათურიას ინოვაციურ საავტორო კურსს – ,,ყველა ფიქრობდა, მე ვთქვი!”(Everyone was thinking it, I just said it…) (20 საათი) – სილაბუსი  

ღირებულება: 850 ლარი.

HR სკოლას დროთა განმავლობაში დაემატება ახალი მიმართულებები. რეგისტრაცია შეგიძლიათ როგორც ყველა, ასევე ერთეულ ან რამდენიმე პროგრამაზე.

თუ რამდენიმე ან ყველა მოდულის გავლას გადაწყვეტთ, ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით. HR hub Next-ის წევრები ყველა მოდულზე ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით. თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად. კურსის დასაწყისში და ბოლოში.

ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 31 ოქტომბრამდე:

HR სკოლაში სწავლა დაიწყება ნოემბერში. ტრენინგები ჩატარდება სამუშაო დღეებში კვირაში ერთხელ, საღამოს 19:00სთ-ზე. თითოეულ ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ 10 ადამიანი. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, საჩუქარს სკოლისგან და უდიდეს გამოცდილებას.

რატომ HR სკოლა?

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. მათი დაძლევა კი პროფესიული ცოდნის მუდმივად განახლებით და მეტი განვითარებით არის შესაძლებელი. სწორედ ამან გვიკარნახა შეგვექმნა ახალი, განსხვავებული კონცეფციის პირველი HR სკოლა საქართველოში.

HR school – ის უნიკალური, თანამედროვე პროგრამები HR მენეჯერებს, მუდმივად ცვალებად გარემოში, ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

მისია: დავეხმაროთ HR მენეჯერებს  ახალ-ახალი, გამოწვევების დაძლევაში!

უზრუნველვყოთ თანამედროვე, ხარისხიანი HR განათლების მიწოდება საქართველოში და ხელი შევუწყოთ HR მენეჯერების პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ადამიანური კაპიტალის სწორი, თანამედროვე მენეჯმენტით ქმნიან უკეთეს ორგანიზაციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია.

ლინკდინის ალგორითმის კვლევის რეპორტი

Richard van der Blom-მა უკვე მეორედ გააკეთა ლინკდინის ალგორითმის კვლევა The Open University-თან ერთად, SproutSocial , Shield Analytics და სხვა ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით. Continue reading “ლინკდინის ალგორითმის კვლევის რეპორტი” →

HR სკოლაში მიღება დაიწყო

HR სკოლა –  ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა, იწყებს ფუნქციონირებას და აცხადებს მიღებას რამდენიმე მიმართულებაზე.

Continue reading “HR სკოლაში მიღება დაიწყო” →

19-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტი ვირტუალურ დასაქმების ფორუმს ჩაატარებს

19-23 ოქტომბერს, დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ვირტუალური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

Continue reading “19-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტი ვირტუალურ დასაქმების ფორუმს ჩაატარებს” →

“მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ ყველა” – გიორგი გახარია

“მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ორგანიზაიას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს დაიცვან წესები. Continue reading ““მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ ყველა” – გიორგი გახარია” →

14 ოქტომბერს პირველად საქართველოსა და კავკასიაში “იაპონური მენეჯმენტ ცენტრი” იხსნება

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, 14 ოქტომბერს 11:00-12:00 საათებში ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით “იაპონური მენეჯმენტ ცენტრის” გახსნა, პრეზენტაცია გაიმართება. Continue reading “14 ოქტომბერს პირველად საქართველოსა და კავკასიაში “იაპონური მენეჯმენტ ცენტრი” იხსნება” →

ამირან გამყრელიძის მიმართვა დამსაქმებლებს

ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ამ კონტექსში დამსაქმებლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„სახელმწიფო – დამსაქმებელი – საზოგადოება – სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. პირველ რიგში, სახელმწიფოს მოვალეობაა, ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, თუმცა როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ შენობაში არ დაიშვას ადამიანი ტემპერატურით; თუ ვინმეს უდასტურდება სიცხე, სამსახურეობრივი კონტაქტები გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში – ეს ყველაფერი დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღესვე, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სექტორს მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმაც.

საქართველოში პირველი HR სკოლა

HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სასწავლო ცენტრი შექმნა. Continue reading “საქართველოში პირველი HR სკოლა” →