შემოგვიერთდით

გუდვილი „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა

ჩვენ ვაგრძელებთ HR მენეჯერებისთვის საინტერესო ამბებზე წერას. ამჯერად გუდვილზე გიამბობთ, რომელსაც ძალიან კარგი სიახლე აქვს. Continue reading “გუდვილი „წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა”

,,კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე” – მიშა აბაიაძე მოორ ეიბისის დირექტორი

მოორ ეიბისი 2008 წლიდან ეწევა  საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მომსახურებას, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ მის დირექტორს მიშა აბაიაძეს.

HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

„მოორ“-ში ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა. ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და ვაფასებთ თითოეული მათგანის ძალისხმევას.

ჩვენი სამუშაო გარემო დაფუძნებულია გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვსურს მივცეთ თანამშრომლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. ამისთვის, ვცდილობთ ხშირად დავგეგმოთ არაფორმალური აქტივობები, რათა ახალმა თანამშრომლებმა მალე გაიარონ ადაპტაციის პერიოდი და შეძლონ  საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გუნდური მუშაობის პროცესშიც.

გვჯერა, რომ პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობა კომპანიის მხიდან, ზრდის თანამშრომლების მოტივაციას დამოუკიდებლადაც გაეცნონ სიახლეებს თავიანთ სფეროში და იყვნენ მუდმივად არსებული ტენდენციების თანადროულები რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს და აისახება კომპანიის დამკვეთების კმაყოფილებაზე.

HR hub: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში, ჩვენთან აქვთ უსაზღვრო შესაძლებლობები მიაღწიონ წარმატებას კარიერაში. სტაჟირების ეტაპიდანვე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ „მოორ“-ის კომპანიის შიდა და საერთაშორისო გუნდის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროფესიული ზრდის მუდმივი შესაძლებლობით და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობით.

კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ახლო საქმიანი ურთიერთობების გამოცდილება დირექტორებთან და მენეჯერებთან და ჰქონდეთ უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი კლიენტებთან მრავალფეროვან სამუშაო გარემოში.

ჩვენი კომპანიის კარი ღიაა ჩვენი სფეროთი დაინტერესებული ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ  მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აქვთ სურვილი იყვნენ ჩვენი ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ ასეთი თანამშრომლები ჩვენს გუნდში და შევუქმნათ ყველა პირობა განვითარებისთვის, მათი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად.

HR hub: რა შედეგებით დასრულდა HR hub – ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფესტივალი „საყოველთაო გასაუბრება“ თქვენი კომპანიისთვის? რა იყო ფესტივალზე მოსული კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები?

„საყოველთაო გასაუბრება“ ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი  კანდიდატისთვის მიგვეცა საშუალება. კომპანიის აუდიტის, აუთსორსინგის და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგად, წლევანდელმა დასაქმების ფორუმმა წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კანდიდატი ჩვენს კომპანიას შემოუერთდა.

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი მიზანი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა, შესაბამისად დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიებისთვის სამუშაო გამოცდილება ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი. ჩვენი ინტერესის საგანი აქტიური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატები იყვნენ, რომელთაც ვაკანტური პოზიციის შესაბამისი, მინიმალური აუცილებელი თეორიული ცოდნა და განვითარების შინაგანად დიდი მოტივაცია გააჩნდათ.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

„მოორი“ როგორც კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მიზანია ვიყოთ ხარისხიანი მომსახურების მომწოდებელი საქართველოში. მომავალ თანამშრომლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი იმუშავებენ მაღალი რეპუტაციის ბრენდის საერთაშორისო ქსელში, რომელიც დაეხმარებათ მათ კარიერული წარმატების მიღწევაში. ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მივისწრაფით ჩვენი თანამშრომლების უნარების განვითარებისათვის რათა ისინი გახდნენ პროფესიონალები.

გვჯერა, რომ ამ პროცესს დასასრული არ აქვს და ყოველთვის ვზრუნავთ როგორც ჩვენი მომსახურების სრულყოფაზე, ისე თანამშრომელთა კმაყოფილებაზე. კლიენტთა პორტფელის ზრდას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდაც მოსდევს, შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად ვიზრუნოთ ახალი ძალების დროულად მოზიდვაზე, რომ შევინარჩუნოთ დამკვეთების და თანამშრომლების კმაყოფილება. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმაც და ძირითადი ორიენტირიც.

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი “კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის”. Continue reading “USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა”

ტეგები:

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.

რატომ არის აღმასრულებელი თანაშემწეობა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესია?

სწორად აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს სასიცოცხლო ხაზს კომპანიის წარმატებისთვის. კომპანიებში, განსაკუთრებით კი დიდ კომპანიებში საკვანძო თანამდებობებს შორის უპირობოდ მოიაზრება აღმასრულებელი თანაშემწე. Continue reading “რატომ არის აღმასრულებელი თანაშემწეობა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესია?”

ტეგები:

შევქმენით ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის IT ეკოსისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს” – ოთო ტაბატაძე

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს HR მენეჯერებისთვის საინტერესო სიახლეების მიწოდებას.  Continue reading “შევქმენით ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის IT ეკოსისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს” – ოთო ტაბატაძე”

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” იწყებს ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას, რომლის საგრანტო ფონდიც $13 მილიონი აშშ დოლარია.
თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. HR მენეჯერებისთვის საინტერესო დეტალებზე პროგრამის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

Continue reading “უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს”

“ACT 𝟐 ნოემბერს HR მენეჯერებისთვის საინტერესო ვებინარს ჩაატარებს” – ლაშა ბოკუჩავა

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს HR მენეჯერებისთვის საინტერესო სიახლეებზე წერას.

ლაშა ბოკუჩავას  ACT – ის ბიზნეს ანალიტიკის მიმართულების ლიდს, პარტნიორს, დაგეგმილი ღონისძიების Leadership Scanner დეტალებზე ვესაუბრეთ . Continue reading ““ACT 𝟐 ნოემბერს HR მენეჯერებისთვის საინტერესო ვებინარს ჩაატარებს” – ლაშა ბოკუჩავა”

Gana.ge – HR მენეჯერებისთვის მოსახერხებელი, კომფროტული და უსასყიდლო გზა სადაზღვევო ტენდერის გამოსაცხადებლად

მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი – www.HRhub.ge აგრძელებს HR მენეჯერებისთვის საინტერესო სიახლეებზე წერას. გვინდა გაგაცნოთ კომპანია განაგე. ჩვენ მის თანადამფუძნებელსა და მარკეტინგის დირექტორ თორნიკე ახობაძეს ვესაუბრეთ. Continue reading “Gana.ge – HR მენეჯერებისთვის მოსახერხებელი, კომფროტული და უსასყიდლო გზა სადაზღვევო ტენდერის გამოსაცხადებლად”

GROW – პაშა ბანკში ფრონტ-ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება

პაშა ბანკი ახალგაზრდა ტალანტების მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ-ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”