შემოგვიერთდით

“კარიერის ფესტივალზე” წარმოვადგენთ მრავალფეროვან ვაკანსიებს და ყველაზე სასიამოვნო სიახლეს “ევო სტიპენდიას”- ქეთევან ჯაფარიძე

HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება.

ევოლუშენი ფესტივალის მხარდამჭერია.

კომპანია ,,კარიერის ფესტივალის” ფარგლებში  განსაკუთრებით ემზადება სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად. ჩვენ ვესაუბრეთ ამ ორგანიზაციის  ტალანტების მართვის მენეჯერს, HR ბიზნეს პარტნიორს ქეთევან ჯაფარიძეს და გთავაზობთ ინტერვიუს.

HR hub: რა ვაკანსიებით იქნებით წარმოდგენილი კარიერის ფესტივალზე?

კარიერის ფესტივალზე ევოლუშენ საქართველო ვაკანსიების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამსახურის მაძიებლებს ჩვენ ვთავაზობთ ისეთ ვაკანსიებსაც, რომელსაც არ სჭირდება სამუშაო გამოცდილება. ევოლუშენის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანებს ვაძლევთ შანსს გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი საერთაშორისო კომპანიაში და შეიძინონ უნარები, რომელიც კონკურენტულს გახდით დასაქმების ბაზარზე.

  • ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
  • თურქულენოვანი თამაშის წამდგენი
  • ბანქოს მჩეხავი
  • ტალანტების მოზიდვის გუნდის სტაჟიორი – აზღაურებადი სტაჟირება
  • უმცროსი ბუღალტერი – ანაზღაურებადი სტაჟირება
  • ოფისის რეცეფციონისტი
  • უმცროსი HVAC ტექნიკოსი
  • ონლაინ ჩატის მოდერატორი

HR hub:  რატომ უნდა შეაჩერონ სამუშოს მაძიებლებმა არჩევანი თქვენზე?

ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ სამუშაოს მაძიებლებისგან არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში პირველი სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას. ამას თან ერთვის ჩვენს კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურა, ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში მოვიქცეთ სწორად, ვიმუშაოთ ერთად და მუდმივად ვიყოთ მოძრაობაში.

ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე სამუშაო ადგილი, ჩვენ ერთად და გუნდურად ვაკეთებთ ყველა პროექტს, ყველა დავალებას და ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად ვდგავართ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე.

ჩვენ ინოვაციური, ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული და გამოწვევების მოყვარული კომპანია ვართ, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის ერთიანდება: ვაკეთოთ ის, რაც აქამდე შეუძლებლად წარმოგვედგინა, და ამავდროულად, გადავლახოთ ყველა წინაღობა  და შევეჭიდოთ იმას, რაც აქამდე არავის უცდია.

კომპანია ევოლუშენი ადამიანების დიდი ჯაჭვია, სადაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 HR hub: სტუდენტებს თუ უწყობთ ხელს რომ თან ისწავლოს და თან იმუშაონ?

ევოლუშენში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 22-25 წელია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ – ჩვენ ადგილობრივ შრომის ბაზარს, განსაკუთრებით კი დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, სამუშაო გამოცდილების გარეშე დასაქმდნენ, სწავლას შეუთავსონ სამუშაო გრაფიკი, ჰქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება, იმუშაონ საერთაშორისო გარემოში და ჰქონდეთ კარიერული წინსვლის საშუალება. სწორედ სტუდენტებზე არის მორგებული ჩვენი მიდგომა, რომ სტანდარტული სამუშაო ცვლები თვეში მხოლოდ 120 საათს შეადგენს ნორმირებული საშუალოდ 168 საათის ნაცვლად. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3 სხვადასხვა სამუშაო ცვლაა, რაც სტუდენტებს მეტად უწყობს ხელს სწავლას სამსახური შეუთავსონ.

HR hub: რა ბენეფიტებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები?

ევოლუშენი მუდმივად ცდილობს საკუთარი თანამშრომლებისთვის გუნდურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს შექმნას. ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული სავარჯიშო დარბაზით, ჩაეწერონ იოგა გაკვეთილებზე, ისარგებლონ კორპორატიული ფასდაკლებით სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან გაწეული მომსახურების ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა ულიმიტოდ ისარგებლონ bookboon ონლაინ პლატფორმით, რომელიც ელექტრონული წიგნების ონლაინ ბაზაა აქვთ ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი, სამუშაო სივრცეში ყავის და ჩაის ფართო ასორტიმენტი, შესაძლებლობა, ევოლუშენის სხვა რომელიმე სტუდიაში იმუშაონ.

ამ წლის ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი ევო სტიპენდიაა:

კომპანიაში, სადაც ამდენი სტუდენტი მუშაობს, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა და სწავლაში მხარდაჭერაა. გვინდა დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს მოიპოვონ ევოლუშენის სტიპენდია, რომელიც პირდაპირ სწავლის გადასახადის დაფინანსებისაკენ არის მიმართული.

 HR hub: რჩევა, რომელსაც იმ კანდიდატებს მისცემდით, ვინც ვაკის პარკში აპირებს მოსვლას კარიერის ფესტივალზე.

იყავით ღია სიახლეების მიმათ, გამოხატეთ მაქიმალურად ინტერესი და დასვით მაქსიმალურად ბევრი კითხვები! აუცილებლად იპოვით ადგილს სადაც კონკრეტულად თქვენ გელოდებიან!

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

ევოლუშენის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფისის თანამშრომლები ვაქცინაციისა და მომდევნო დღეს დაისვენებენ. ამავდროულად, საათობრივად მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს, დასვენების მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდება ვაქცინაციისა და მომდევნო დღე.

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ოფისში ასევე მოეწყო სწრაფი ტესტების სივრცე, სადაც ევოლუშენის პარტნიორი ლაბორატორიის მხარდაჭერით, თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

“გადავწყვიტეთ, მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცა, რათა მათ მიიღონ აცრის გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. გვჯერა, რომ ერთიანი მუშაობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა გადამწყვეტია ამ პროცესში. ჩვენს სტუდიაში პანდემიის დასაწყისიდან უამრავი ცვლილება გატარდა, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო – სწორედ ამ მიზნით, სტუდიაში მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს ვირუსზე ტესტირება,“- აღნიშნა საქართველოს სტუდიის საოპერაციო  ხელმძღვანელმა, ჯეიკობ კლაესონმა.

ევოლუშენი შვედეთში დაფუძნებული ონლაინ სერვისებისა და გადაწყვეტილებების, B2B კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 5000 – ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

Evolution Gaming – ინოვაციური, ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული და გამოწვევების მოყვარული დამსაქმებელი

,,Evolution Gaming” შვედური კომპანიაა, რომელიც B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს სთავაზობს. Continue reading “Evolution Gaming – ინოვაციური, ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული და გამოწვევების მოყვარული დამსაქმებელი”