შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – ტელეკომპანია “იმედს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.

სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8 შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ტელეკომპანია ,,იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის სალომე ბაზერაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენი ორგანიზაციის კორპორატიული კულტურა წლების მანძილზეა ჩამოყალიბებული. „იმედი“  – ეს არის ძლიერი განცდა ძალიან შენის, ოჯახის, გარემოსი, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იმდენად შენია, რომ უკვე ზღვარიც არ არსებობს საქმესა და პირად ცხოვრებას შორის. ორგანიზაციული კულტურა გიბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ, სიახლისკენ, შემოქმედებითობისკენ. ეს არის გარემო, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს, წარმოაჩინოს თავი, იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა იმ დიდ მთლიანობაში, რასაც „იმედი“ ჰქვია. ეს არის საქმე, სადაც აუცილებელია ერთმანეთის მხარდაჭერა და რწმენა ორგანიზაციული შედეგების მიღწევისთვის.
HR hub: 
იყო HR პროფესიონალი ნიშნავს ….

კარგად იცნობდე ორგანიზაციას, მის კულტურას, გუნდს, პოზიციების საკვალიფიკაციო სპეციფიკას, იყო ორიენტირებული ორგანიზაციის განვითარებაზე,  ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტებაზე, რომელიც მოერგება არსებულ გარემოს, გუნდს და ორგანიზაციის განვითარებაში შეიტანს თავის წვლილს. ასევე რეკრუტერისთვის მნიშვნელოვანია  იყოს აღჭურვილი იმ პროფესიული უნარ ჩვევებით, რომელიც დაეხმარება თავისი როლი წარმატებით შეასრულოს  ამ განვითარების პროცესში.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

კანდიდატის დამოკიდებულებას ორგანიზაციის მიმართ. ძალიან სასიამოვნოა, როცა კანდიდატმა იცის სად და რატომ არის მოსული. ფლობს ზოგად ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, ბრმად არ აქვს რეზიუმე გამოგზავნილი, იმისთვის რომ იქნებ დაურეკონ.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება, რადგან რეზიუმეს ყოველთვის განვიხილავ პოზიციასთან მიმართებაში. ყოფილა შემთხვევა ერთ წინადადებიანი რეზიუმეც განმიხილავს, გააჩნია წინადადებას.  თუმცა ძალიან შთამბეჭდავია მოწესრიგებული,  ლაკონური და დამსაქმებლის მოთხოვნებზე მორგებული რეზიუმეები.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

კანდიდატი, რომელიც ემზადება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, ემზადება ძალიან დიდი პროფესიული თავგადასავალისთვის. ეს არის სფერო, რომელიც არასდროს გაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. ყოველი დღე თავისებურად საინტერესოა. ორგანიზაცია და გუნდი განვითარებაზე ორიენტირებული, დინამიური. ეს არის სფერო, რომელიც თუ აღმოაჩინე რომ შენია, მთლიანად ხდება შენი ცხოვრების განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

კარგად ჩამოყალიბდნენ რა მიმართულებით უნდათ პროფესიული განვითარება და რა საქმის კეთება მიანიჭებთ სიამოვნებას. იყვნენ გახსნილები ახალი გამოწვევებისთვის, ორიენტირებულები განვითარებაზე. კარგად გააანალიზონ დამსაქმებლის საჭიროებები  და შეძლონ საკუთარი უნარ შესაძლებლობების ობიექტური პრეზენტაცია, იმისთვის რეალურად აჩვენონ  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ორგანიზაციამ მათ სასარგებლოდ. არ დანებდნენ  დასახული მიზნის მიღწევის პროცესში.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მემონტაჟის პროფესია და რა არის საჭირო ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის?!

HR hub აგრძელებს ინტერვიუებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ამჯერად ჩვენ მემონტაჟის პროფესიაზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მონტაჟი და როგორ შეიძლება დავეუფლოთ მას.  Continue reading “რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მემონტაჟის პროფესია და რა არის საჭირო ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის?!”