შემოგვიერთდით

11 და 12 დეკემბერს HR მენეჯმენტის თემაზე ინოვაციური ბანაკის ღონისძიება ჩატარდება

2021 წლის 11 და 12 დეკემბერს „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო’’ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში,  HR hub-თან თანამშრომლობით, მართავს ინოვაციების ბანაკის ონლაინ (Zoom) ღონისძიებას.

HR მენეჯერებს ეძლევათ შესაძლებლობა მათი ორგანიზაციის სახელით მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით და მოსწავლეებს გაუწიონ კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ორგანიზაციიდან წარადგინოთ ასევე ჟიურის წევრი ან ფავორიტ გუნდებს გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები.

ესქპერტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება სავალდებულოა 11 დეკემბერს, ხოლო ჟიურის წევრისთვის 12 დეკემბერს, ღონისძიების განრიგის მიხედვით.

  • დეტალები ღონისძიების შესახებ ბმული;
  • ღონისძიებიეს განრიგი ბმული.

ინოვაციების ბანაკის შესახებ

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა ჩაერთვება კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, სტუდენტები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.

გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები (სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან) და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა  ბიზნეს სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნესგეგმის კონცეფცია კანვას მოდელით და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით: https://forms.gle/XPJfd9givdhwEAGj9