უნარები რეზიუმეს განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, განაცხადს ავსებთ დაწინაურებისთვის, იცვლით პოზიციას ან ახალ ინდუსტრიაში გადადიხართ სამუშაოდ, უნარები განსაზღვრავს თქვენი რეზიუმეს ვარგისიანობას. მომავალი დამსაქმებლისთვის განათლებასა და გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ თქვენი უნარები იქნება გადაწყვეტილების მისაღებად.
LinkedIn – ზე კომპანიების 40% აღიარებს, რომ კანდიდატებს ეძებენ მათი უნარების შესაბამისად. უნარების მითითება რეზიუმესა თუ LinkedIn-ის პროფილზე, უპირატესობას გაძლევთ სამსახურის ძიების პროცესში.
რომელი უნარები უნდა მივუთითოთ რეზიუმეში?!
უნარები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა – რბილი უნარები და მყარი უნარები.
უნარები ამ ორ ჯგუფად ერთიანდება იმის გათვალისწინებით, დაკავშირებულია თუ არა ისინი კონკრეტულ სამუშაოსთან, კომპეტენციასთან, პირად და ადამიანურ უნარებთან და ა.შ.
რატომ უნდა მივუთითოთ რეზიუმეში სხვებთან კომუნიკაციის უნარები?
ინტერპერსონალური უნარები, რბილი უნარების შემადგენელი ნაწილებია და გულისხმობს სხვა ადამიანებთან მუშაობის უნარს. ინტერპერსონალური უნარების განსაკუთრებულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე და რომელ ინდუსტრიაში მუშაობთ, ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტექნიკურ სამსახურში.
არ აქვს მნიშვნელობა რა შედის თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში – პარტნიორობის ჩამოყალიბება, გაყიდვები, შეხვედრებზე პრეზენტაციების გაკეთება, მეილების დაწერა – ინტერპერსონალური უნარები გულწრფელი, სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია.
10 ინტერპერსონალური უნარი, რომელიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში 2024 წელს;
Forbes გვიზიარებს ყველაზე გამორჩეულ ინტერპერსონალურ უნარებს, რომლებიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში. გაზიარებული სია ეფუძნება სხვადასხვა კვლევებსა და ანგარიშებს, რომლებზეც LinkedIn-ის გუნდის წევრები, World Economic Forum და Coursera მუშაობდნენ.
ჩამოთვლილი უნარები თქვენს რეზიუმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანეთ, თუ ისინი ნამდვილად ასახავს და შეესაბამება თქვენს პიროვნებას:
- კომუნიკაცია
- ემპათია
- ემოციური ინტელექტი
- ლიდერობა
- კონფლიქტის გადაჭრა
- პრობლემების მოგვარება
- აქტიური მოსმენა
- მოლაპარაკებების წარმოება
- ნეთვორქინგი
- გუნდური მუშაობა
რეზიუმეში უნარების მითითებასთან ერთად, გასაუბრებისთვის მოამზადეთ პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ გამოიყენეთ კონკრეტული უნარი სამსახურში.
წყარო: საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ინსორსი