შემოგვიერთდით

“ნიკორა სუპერმარკეტმა” თანამშრომელთა საპრემიო ფონდისთვის 250 000 ლარი გამოყო

„ნიკორა სუპერმარკეტმა“  მაღაზიის, საწყობისა და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის საპრემიო ფონდი გამოყო. როგორც ნიკორა სუპერმარკეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ფეიქრიშვილი ამბობს „ეს არის კომპანიის ის ბირთვი, რომელიც დღეს ჩვენგან ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს. მათი თავდადებულობა, პროფესიონალიზმი და თავისი საქმის სიყვარული ქმნის სტაბილურ გარემოს ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი თანამშრომლით“.