შემოგვიერთდით

ანა ცინცაძის ახალი სამსახური Neticle-ში და HR TECH ინოვაციები

ანა ცინცაძე ტექნოლოგიური კომპანია Neticle – ის რეგიონალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

მისი ერთი სამუშაო დღე მოქნილი და დინამიურია, ეჯაილი, მთლიანად მორგებული იმ გამოწვევებზე, რაც მას და მის მომხმარებლებს ხვდება.

ანას სიახლეებზე და HR სფეროში ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.

HR hub: ანა ახლახანს შეუერთდით ტექნოლოგიურ კომპანია Neticle –. როგორ მოგწონთ სამუშაო გარემო?

Neticle – ში დისტანციურად ვმუშაობ. ეს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ მთელი გუნდის სხვა ქვეყანაში ყოფნა თანამედრივე ტექნოლოგიების ეპოქაში მხოლოდ სოციალური გამოწვევაა. თუმცა ამას მომხმარებელთან ყოველდღიური შეხება, მჭიდრო თანამშრომლობა და მათთვის დახმარების გაწევა აკომპენსირებს. თითოეული სამუშაო დღე ახალი გამოცდილებებითაა დატვირთული. კულტურული სხვაობები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ასევე ჩემი ინტერესების სფეროა, რომელსაც ნეთიქლის ყოველდღიური სამუშაო გარემო პასუხობს.

HR hub: რა სერვისს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

Neticle ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს გვთავაზობს ტექსტების ავტომატური ანალიზისათვის.

ჩვენი ჭკვიანი სისტემა 10-მდე სხვასხვა ენას ფლობს, მათ შორის ქართულს.  ნეთიქლი სოციალური მოსმენის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისია (SaaS), რომელიც თქვენს მიერ შერჩეული “ქივორდების” მეშვეობით მოიძიებს და გაანალიზებს ინტერნეტ სივრცეში თქვენი და თქვენი კონკურენტების შესახებ არსებულ ინფორმაციას.  შედეგებს კი დინამიური გრაფიკების სახით წარმოგიდგენთ. მონაცემთა ვიზუალიზაცია გვეხმარება მის გამოსაყენებელ ინფორმაციად გარდაქმნაში. ყველაზე მარტივად, რომ ავხსნა მედია მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომელიც რეალურ დროში გაჩვენებთ რას ფიქრობენ თქვენთვის საინტერესო საკვანძო სიტყვების შესახებ ვებ სივრცეში, რა თქმა უნდა სოც. მედიის ჩათვლით.

HR hub: რას გვეტყვით https://zurvey.io – ი შესახებ, როგორ გამოვიყენოთ ეს ინოვაციური პროდუქტი? რა პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებათ ამ პროდუქტების გამოყენება HR მენეჯერებს?

თუ ატარებთ შიდა კვლევებს, აგროვებთ თანამშრომელთა ან მომხმარებელთა უკუკავშირს მაშინ აუცილებლად გამოგადგებათ. მოგეხსენებათ ღია კითხვების შემთხვევაში რამდენად შრომატევადია შეგროვებული მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია, რესპონდენტების პასუხების სათითაოდ დამუშავება. სწორედ ამ „მძიმე“ სამუშაოს შეასრულებს ჩვენი სისტემა რამდენიმე წუთში და მონაცემებს მარტივად აღქმად ფორმატში მოგაწვდით.

კვლევები არასდროს ყოფილა უცხო HR მიმართულებისთვის, აქტიურად გამოიყენება სხვასხვა HR მიზნების მისაღწევად. თუმცა კვლევის ჩატარება ძვირი სიამოვნებაა და დიდი დრო სჭირდება. სწორედ აქ გვეხმარება ტექნოლოგიები. ის ბევრად უფრო ამარტივებს ანალიტიკოსის სამუშაოს და მის ნაცვლად წუთებში ასრულებს რუტინული სამუშაოს დიდ ნაწილს თანაც თითქმის ადამიანური სიზუსტით … დაზოგილი დრო და რესურსი შეგვიძლია დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების დანერგვას ან ახალ ჰიპოთეზებს დავუთმოთ. შრომითი კმაყოფილების კვლევა იქნება ეს თუ ნებისმიერი კვლევა სადაც თვისობრივი ინფორმაციის გაანალიზება გვიწევს, Zurvey ტექსტის ანალიზის ავტომატურ ფუნქციონალ პროცესს უფრო მოქნილსა და მოხერხებულს გახდის.

Zurvey – ის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი კითხვარი როგორც ამას survey monkey ან გუგლ ფორმებით აკეთებდით აქამდე, თუმცა ჩვენი ჭკვიანი სისტემის უპირატესობა მონაცემების დამუშავების ნაწილშია სადაც სისტემა შეგროვებულ თვისობრივ ინფორმაციას რაოდენობრივად გადააქცევს და ინტერაქციული დეშბორდის საშუალებით წარმოგიდგენთ. დამოკიდებულებების ანალიზი, უარყოფითია თუ პოზიტიური კონტექსტი, ძირითადი თემების და ასპექტების ამოცნობა დაგეხმარებათ ტრენდების დანახვაში, ხოლო თქვენთვის საინტერესო საკვანძო სიტყვების დამატებით მიიღებთ საჭიროებებზე მეტად მორგებულ შედეგებს. ხშირად ერთად მოხსენიებული თემები და ფრაზები და მათთან ასოცირებული  მოსაზრებების უნიკალური ინდექსი, დაგეხმარებათ ფაქტორების გამოყოფაში და მათ შორის დამოკიდებულებების გარკვევაში. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ქეისი დამსაქმებლის ბრენდინგში Zurvey-ის გამოყენების შესახებ.

HR hub: რატომ არის ტექნოლოგიური ინოვაციები მნიშვნელოვანი HR მენჯერებისთვის და რატომ გახდა ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური  დღეს?

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მენეჯმენტსა და მეწარმეობაში სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. HR ანალიტიკაც დღითიდღე ვითარდება, ვაგროვებთ მონაცემებს, ვაკვირდებით დინამიკას და ვცდილობთ სტატისტიკაზე დაყრდნობით პროგნოზის გაკეთების. საბოლოო მიზანი სწორედ ქცევის პროგნოზირებაა: რომელი თანამშრომელი დატოვებს სამსახურს, რა ფაქტორები წინასწარმეტყველებს სასურველ თუ არასასურველ ქცევებს.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სპეციფიკური დავალებების შესასრულებლად გამოიყენება, დღევანდელობაა და სწორედ ადამიანისა და მანქანური ინტელექტის ინტერაქციითაა შესაძლებელი გაუმჯობესებული შედეგების მიღწევა.

ჩვენ რეალურ დროში ინფორმაციის და მის მიმართ დამოკიდებულებების მოპოვებასა და გაანალიზებაში ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს, რათა მათ მიერ გაწეული სამუშაო უფრო ნაყოფიერი იყოს. ჩვენი პროდუქტები GDPR შესაბამისია, რაც პირადი მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების შესახებ ევროპული სტანდარტია. მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედებს პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი, რაც გვავალდებულებს პირადი ინფორმაციის მოპოვებისას და შენახვისას პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ

რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო რომ პროდუქტი ინოვაციურია, სადემონსტრაციო ვერსიით სარგებლობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, თუ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით დააფიქსირებენ თავიანთ სურვილს.