შემოგვიერთდით

პალიტრა მედია ჰოლდინგი HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი გახდა

HR hub-ის 2018 წლის სეზონი სიახლეებით დაიწყო. 2018-2019 წლის ფარგლებში გამართული HR hub-ის   ყოველთვიური ღონისძიებების  გენერალური სპონსორი  პალიტრა  მედია  ჰოლდინგი  იქნება.  Continue reading “პალიტრა მედია ჰოლდინგი HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი გახდა”

ბიბლუსმა შეფასებაში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე ქსელის თანამშრომლები გამოავლინა

ბიბლუსმა შეფასებაში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე  ქსელის თანამშრომლები გამოავლინა. Continue reading “ბიბლუსმა შეფასებაში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე ქსელის თანამშრომლები გამოავლინა”

18 ნოემბერს HR hub Next-ის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ადამიანები, მხიარული, მეგობრული გარემო და სიურპრიზები – ასეთი იყო HR hub Next-ის პრეზენტაცია, რომელიც გუშინ გაიმართა. Continue reading “18 ნოემბერს HR hub Next-ის პრეზენტაცია გაიმართა”

გასაუბრება, რომელიც მახსოვს: ,,სიტუაცია, რაც მე იქ დამხვდა დღემდე კოშმარულად მახსენდება”-თორნიკე კიკნაველიძე

HRhub.ge-მ განაახლა რუბრიკა ,,გასაუბრება, რომელიც მახსოვს”… და ამ კუთხით სიახლეებს გთავაზობთ. Continue reading “გასაუბრება, რომელიც მახსოვს: ,,სიტუაცია, რაც მე იქ დამხვდა დღემდე კოშმარულად მახსენდება”-თორნიკე კიკნაველიძე”

რა სერვისებს სთავაზობს HR საკონსულტაციო ორგანიზაცია – PMC მომხმარებლებს?

PMC პირველი HR საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს.  Continue reading “რა სერვისებს სთავაზობს HR საკონსულტაციო ორგანიზაცია – PMC მომხმარებლებს?”

სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი” HR hub Next-ის მთავარი მხარდამჭერია

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ახალი პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩაეშვება.  Continue reading “სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი” HR hub Next-ის მთავარი მხარდამჭერია”

,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგი სპეციალურად HR მენეჯერებისთვის

HR hub გთავაზობთ ერთ დღიან ,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის. ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგი,  ერიქსონის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფასილიტატორი, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი SIX Second-ის მოდელით – თამარ ჩიჩუა. Continue reading “,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგი სპეციალურად HR მენეჯერებისთვის”

,,პალიტრა მედია ჰოლდინგში” პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა დაინერგა

„პალიტრა მედია ჰოლდინგში“  სპეციალურად ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის შეიქმნა პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა, რომელიც თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმოს საკუთარი სწავლისა და განვითარების ეტაპები ორგანიზაციაში. Continue reading “,,პალიტრა მედია ჰოლდინგში” პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა დაინერგა”

როგორია HR ჩადრს მიღმა?!

აზა ქავთარაძე 2010 წლიდან ბრიტანულამერიკული თამბაქოს (British American Tobacco – BAT) კომპანიაში მუშაობს. უკვე ერთი წელია რაც BAT-ის ირანის ოფისში გადავიდა სამუშაოდ როგორც HR აღმასრულებელი.

HR hub: აზა, როდესაც შემოგთავაზეს ირანში გადასვლა, გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?

ჩემთვის ეს გამოწვევა რთული მისაღები იყო მაგრამ გადავწყვიტე კომფორტის ზონიდან გამოვსულიყავი და ოჯახის გვერდში დგომითა და ერთობლივი გადაწყვეტილებით დავიწყე ცხოვრების ახალი ეტაპი, დალაი ლამას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც ჩემი დევიზია „დიდი სიყვარული და დიდი მიღწევები დიდ რიკს მოითხოვს“, ვთვლი რომ ადამიანს თუ მიზანი აქვს ცხოვრებაში, შეუძლებელი არაფერია.

HR hub: რა სირთულეებს წააწყდით ირანში ჩასვლისას?

სირთულე როგორც ასეთი არაფერი არ შემხვედრია თუ არ ჩავთვლით ჩაცმის ვალდებულებას მუსულმანური კანონის შესაბამისად, რომლის დაცვა მეც მევალება, თავსაფარი და გრძელი მოსაცმელი ჩემი გარდერობის განუყოფელი ატრიბუტი გახდა.

HR hub: რა ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებთ?

ამჟამად ადამიანური რესურსების აღმასრულებელი და პროექტების მართვის ხელმძღვანელი                ვარ თუმცა მიზანი რისთვისაც ჩამოვედი იყო დაგვენერგა ERP -SAP პლატფორმა ბიეითი ირანში გლობალური სტანდარტების შესაბამისად. პირადად მე HR მონაცემებისა და კომუნიკაციების აღსრულება მევალებოდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს პროექტი დროებით შეჩერდა.

HR hub: როგორია მკაცრი შეზღუდვების ფონზე, იმუშაო თამბაქოს კომპანიაში და მიაღწიო დასახულ შედეგებს?

რა თქმა უნდა სანქციები ცალსახად ყველა საერთაშორისო კომპანიებს შეეხო და ამ ეტაპზე არაა მთლად სახარბიელო სიტუაცია ეკონომიკისა და ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ჯერ ამ კუთხით საფრთხის წინაშე არ ვდგევართ. მინდა ერთი ფრაზა გავიხსენო, რომელიც პირველივე კვირას მასწავლეს ირანელმა კოლეგებმა: „ირანში რაც აკრძალულია ყველაფრის მიღწევა უფრო მარტივადაა შესაძლებელი“ .

HR hub: რა განსხვავებაა საქართველოსა და ირანს შორის HR-ის მიმართულებით?

HR როგორც მცნება აქ დიდად არაა პოპულარული და არც არავინ არ ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე ისე როგორც HR Hub ზრუნავს საქართველოში, გარდა ამისა აქაც არის მსგავსი გაერთიანება HR-ების, მაგრამ იმისათვის რომ მოაწყო შეხვედრები ან ჯობ-ფეარი იმხელა ბიუროკრატია უნდა გაიარო ნებართვის ასაღებად რომ აღარ მოგინდება ღონისძიების გამართვა. რაც შეეხება კომპანიის კულტურას და შინაგანაწესს თითქმის ერთი და იგივეა ყველა ,,ბიეითიში”, ყველგან ვრცელდება ჩვენი სტანდარტები და დიდი განსხვავება არაა ამ კუთხით.

HR hub: როგორც ცნობილია, ირანში პარასკევი და შაბათია დასვენების დღეები. ხვდებიან თუ არა თანამშრომლები ერთმანეთს უქმე დღეებზე ან თუ გაქვთ ჯგუფური გასვლები/ თიმბილდინგები?

თავიდან ამასთან შეგუება მართლა გამიჭირდა, ის რომ პარასკევს აქ ვისვენებ და საქართველოში მუშაობენ, მაგრამ როგორც ყველა საერთაშორისო კომპანია ჩვენც ვალდებული ვართ დავექვემდებაროთ  ,,Areas” და ჩვენს შემთხვევაში სათაო ოფისი არის დუბაიში, ამიტომ ვისვენებთ პასასკევი და შაბათი. ისე კანონმდებლობით სკოლა იწყება შაბათს ოთხშაბათის ჩათვლით. ამის გარდა აქ ფულის ერთეული თუმანები და რიალებია და ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის ივლისია, ასე რომ ადამიანური რესურსების თანამშრომლებს გვიწევს ორი თარიღით შევსება დოკუმენტების, გრიგორიანული და ირანული.

რაც შეეხება გასვლებს დასვენების დღეებში, ირანელებისთვის ტრადიციაა პარასკევს ოჯახურ გარემოში საუზმე ან სადილი, თუმცა თუ თიმბილდინგს დაგეგმავ ზედმეტი ძალისხმევა არაა საჭირო იმისათვის რომ გაერთონ და იმხიარულონ, საკმარისია ნაციონალური მუსიკა და ყველა ცეკვავს და მხიარულობს .

HR hub: რა არის ირანში თანამშრომლების ყველაზე დიდი მოტივატორი? ძირითადი მამოტივირებელი ირანელებისთვის არის საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა, ესაა მათი ძირითადი მამოტივირებელი და რა თქმა უნდა ,,ბიეითის” კულტურა და სტრატეგია სადაც ადამიანს ეძლევა იმის საშუალება რომ განვითარდეს.

HR hub: როგორ დაახასიათებდით ირანელ თანამშრომლებს. რით განსხვავდებიან ისინი ქართველებისგან?

მენატრება ჩემი ქართველი თანამშრომლები და მათთან გატარებული ყოველი დღე, მენატრება ის შემართება და ურთიერთ გაგება ჩვენ რომ გვაქვს. ირანელები რაღაცით ჰგვანან ქართველებს, უფრო სწორედ იმერლებს თავიანთი გადამეტებული თავაზიანობითა და სტუმართმოყვარეობით.

HR hub: გვითხარით 3 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა, როცა ირანში გადადიხარ სამუშაოდ.

I ყველას იმდენჯერ უნდა მიესალმო და თბილად მოიკითხო ოჯახის წევრებიანად რამდენჯერაც შეხვდები დღის განმავლობაში და სანამ საქმეზე საუბარს დაიწყებ, ზუსტად წუთიანი მისალმება-მოკითხვა უნდა ჩამოარაკრაკო. ეს თვისება თუ არ გაქვს უნდა გამოიმუშავო კოლეგებთან.

II არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდე ნასვამი ქუჩაში და არ დალიო ალკოჰოლური სასმელი ქუჩაში. ეს ალბათ ყველა ტურისტმა იცის სანამ ჩამოვა ირანში.

III მამაკაცი შორტებით, ჰალსტუხით, ქალი თავსაფრისა და მოსასხამის  „მანტოს“ გარეშე პოლიციაში მოხვდება. უცხოელებთან მიმართებაში ცოტა ლოიალურები არიან თუმცა გარისკვად არ ღირს.

HR hub: და ბოლოს, თითქმის 1 წელია, რაც თეირანში ცხოვრობთ და ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებაც მოასწარით. გვითხარით რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა მოინახულოს ადამიანმა ირანი?

რატომ ირანი? იმიტომ რომ ზედმეტად სტუმართმოყვარე ხალხია და ჩვენ ქართველებს გვიყვარს სტუმრის მოყვარე ხალხი, უამრავი ადილებია შემორჩენილი სპარსეთის იმპერიის დროინდელი რომელიც ჩწა  550-330 წლის დროინდელია, უძველესი აბანოს  ტიპის მოზაიკით მოპირკეთებული სასახლეები, რომანტიკული სპარსული ბაღები, პოეზია, ქარის სავინტილაციო სისტემები და არქიტექტურა აღაფრთოვანებს აქ ჩამოსულ ნებისმიერ ადამიანს.