Continue reading ““ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის პორტს გააფართოვებს და 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის”
მაია რობაქიძე ANOVA-ს გუნდს შეუერთდა

მაია რობაქიძე შეუერთდა კვლევით კომპანია ANOVA-ს გუნდს, სადაც ის კვლევის კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს. მაია რობაქიძე, 8 წელზე მეტი პსპ ჯგუფის ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. Continue reading “მაია რობაქიძე ANOVA-ს გუნდს შეუერთდა”
HR მენეჯერის სიურპრიზი, რა მოხდა Rustavi 2-ის პირდაპირ ეთერში?

რუსთავი 2-ის HR მენეჯერმა თამილა გველესიანმა მომავალ თანამშრომელს სიურპრიზი გაუკეთა და გადაცემის “დილა უქმეებზე” პირდაპირ ეთერში სასიხარულო ამბავი ახარა. Continue reading “HR მენეჯერის სიურპრიზი, რა მოხდა Rustavi 2-ის პირდაპირ ეთერში?”
რა ხდებოდა “პალიტრის” საახალწლო ფესტივალზე?

მედიაჰოლდინგმა “პალიტრამ” საახალწლო ფესტივალი გამართა. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და მას ტრადიციული ხასიათი ექნება. Continue reading “რა ხდებოდა “პალიტრის” საახალწლო ფესტივალზე?”
2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა
საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.
ამასთან, საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო.
პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის 40 წელი ჰქონდათ შესრულებული, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად,დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.
თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე კი, რომელიც სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ინდივიდუალურ ანგარიშზე თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ს ჩარიცხავს, ხოლო სახელმწიფო დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს დაუმატებს.
საპენსიო ასაკის მიღწევიდან ნებისმიერ დროს, პირი დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურად გატანას განცხადების საფუძველზე შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, საპენსიო სააგენტოს ელექტრონული აღრიცხვის სისტემაში შეეძლებათ. სადაც შეუძლიათ გადავიდენ საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდიდან. ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, თვალი ადევნონ, მისი თანხა რა აქტივებშია განთავსებული და როგორია აღნიშნული აქტივების ფასი.
საპენსიო სქმისა და რეფორმასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გაცნობა მოქალაქეებს ვებ-გვერდზე www.pensions.ge შეეძლებათ.

BAG “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს.
Continue reading “BAG “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება”
“პალიტრა მედია ჰოლდინგი” ლიდერი კომპანიის ნომინაციაში დაჯილდოვდა

26 დეკემბერს „ბილთმორ თბილისში“ წარმატებული კომპანიების დაჯილდოვების გრანდიოზული ცერემონიალი „ქართული ბრენდის დღე 2018“ გაიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის” ორგანიზებული ღონისძიება ტრადიციად იქცა და წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. „ქართული ბრენდის დღე 2018“-ზე პალიტრა მედია ჰოლდინგი დაჯილდოვდა როგორც ლიდერი კომპანია.
,,ჩვენთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილად ძალიან რთულია შეინარჩუნო ლიდერობა მედიაბაზარზე და განსაკუთრებით რთულია, როცა უკვე 23 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობთ. 23 წელია პალიტრა ახერხებს, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს და ეს არის იმ დიდი გუნდის დამსახურება, რომელიც მუდმივად მუშაობს საზოგადოების ინფორმირებულობაზე, მის განათლებაზე, ნაკითხობაზე და ა.შ. დაარსებიდან დღემდე პალიტრა განვითარდა უფრო ბევრი მიმართულებით ვიდრე მხოლოდ ერთი გაზეთია, რომლითაც დაიწყო მისი ისტორია. დღეისთვის ჰოლდინგი მოიცავს არა მხოლოდ მედია სახლს, არამედ გამომცემლობასაც, მაღაზიათა ქსელს, სხვადასხვა საიტს და სხვა. ჰოლდინგში 2000-მდე ადამიანი მუშაობს და ეს წარმატება თითოეული მათგანის წარმატებაა“ – აცხადებს ირაკლი საამიშვილი, პალიტრა მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორის მოადგილე.
წყარო:ambebi.ge
26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართა

HR hub-მა Grant Thornton-თან თანამშრომლობით, ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” ჩაატარა. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები ესწრებოდნენ.
Continue reading “26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართა”
25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა

უკვე მესამე წელია HR hub HR მენეჯერებისთვის ყოველთვე სხვადასხვა თემაზე ღონისძიებებს ატარებს. Continue reading “25 დეკემბერს, HR hub-ის 2018 წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა”
21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სამსახურში პირველად აიყვანა

18 წლის ამბროლაურელი, გიორგი არველაძე როდესაც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” ტესტირებას გადიოდა, იცოდა რომ წარმატებას მიაღწევდა. თუმცა, მაღალი ქულის მოლოდინი არ ჰქონია. Continue reading “21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სამსახურში პირველად აიყვანა”
