შემოგვიერთდით

HRvenue.ge – კორპორატიული ღონისძიებების სივრცეების ონლაინ კატალოგი

HR hub – მა შექმნა კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცეების, საუკეთესო შეთავაზებების სწრაფად და მარტივად მოძიების ახალი პლატფორმა, ონლაინ კატალოგი HRVanue.ge, რომელიც HR მენეჯერების დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს და მათ საუკეთესო ადგილების მოძიებაში დაეხმარება.

HRVenue.ge – ზე შეგხვდებათ სივრცეების შეთავაზებები:

  • კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
  • ტრენინგებისა და ვორქშოპების ჩასატარებლად;
  • თიმბილდინგებისთვის;
  • ბიზნეს შეხვედრებისთვის;
  • კონფერენციებისთვის;
  • თქვენი უცხოელი თანამშრომლებისთვის და სტუმრების განსათავსებლად;
  • საოფისე/Co-Working სივრცეები.

HR hub საქართველოში HR მენეჯერების უმსხვილესი გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 3000-მდე HR პროფესიონალს.

HR მენეჯერები ხშირად მოგვმართავენ რეკომენდაციით თუ რომელ სივრცეს ვურჩევდით ტრენინგების, ვორქშოპების, კორპორატიულების, თიმბილდინგების, სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად. ასევე, უცხოელი თანამშრომლების, პარტნიორების ვიზიტების დროს, რომელ სასტუმროს გავუწევდით რეკომენდაციას. სწორედ აქედან გაგვიჩნდა ამ ონლაინ კატალოგის შექმნის იდეა.

სოციალურ ქსელებშიც ხშირად ვხვდებოდით HR მენეჯერებისა და დირექტორების შემდეგ კითხვებს:

  • სასწრაფოდ, მჭირდება საკონფერენციო სივრცე იზოლირებული, 15-20 ადამიანისთვის და რას მირჩევთ?
  • ახალი წლის კორპორატიულისთვის მირჩიეთ სივრცე თქვენი გამოცდილებით. დაახლოებით 200 ადამიანისთვის?
  • ბათუმში ხომ არ გეგულებათ სივრცე ტრენინგისთვის?
  • თუ შეგიძლიათ, მირჩიოთ სივრცე თბილისში, ან მის შემოგარენში, რომელშიც იქნება 200 ადამიანზე გათვლილი ცალკე საკონფერენციო დარბაზი და ცალკე სარესტორნო სივრცე?
  • თიმბილდინგისთვის რა სივრცეს მირჩევთ თბილისთან ახლოს?
  • გთხოვთ კორპორატოლიული წვეულებისთვის მირჩიეთ ლამაზი სივრცე, სადაც 300 თანამშრომლის დატევა იქნება შესაძლებელი. განვიხილავთ თბილისის შემოგარენსაც;
  • უცხოელი თანამშრომლები ჩამოგვყავს თბილისში, რომელ სასტუმროს გვირჩევდით განთავსებისთვის და თან კარგი საკონფერენციოც რომ ჰქონდეს?
  • Co-working space – რომელს გაუწევთ რეკომენდაციას თბილისში?

ამ პროექტის შექმნისკენ ჩვენმა გამოცდილებამაც გვიბიძგა. HR hub – ში მუდმივად ვეძებთ ღონისძიებებისთვის  ახალ სივრცეებს. მიღებული შეთავაზებები კი ხშირად მეილებში გვეკარგება, მოსაძებნად იხარჯება დრო და ამასობაში შეიძლება ძალიან კარგი შეთავაზება უბრალოდ არ გვახსოვდეს და მხედველობიდან გამოგვრჩეს.

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთ პლატფორმაზე ყველა შეთავაზების ნახვა, ყველასთვის ძალიან კომფორტული იქნება.

HRVenue.ge – ზე თავს მოიყრის ყველა საუკეთესო შეთავაზება და HR მენეჯერებს, რომლებიც ამ მომსახურების ნაწილში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, დავეხმარებით მოკლე დროში საუკეთესო შეთავაზებების მიღებაში, ხოლო სივრცეების პროვაიდერ ორგანიზაციებს მივცემთ შესაძლებლობას უკეთესად გააცნონ HR პროფესიონალებს მუდმივად განახლებადი სპეციალური შეთავაზებები, რადგან არჩევანი გააკეთონ მათზე.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა HR hub – ის ახალი პროდუქტი HRvenue.ge – კორპორატიულად გასაქირავებელი ღონისძიებების სივრცეების ყველა შეთავაზება ერთ პლატფორმაზე. ონლაინ კატალოგი.

მარტივად მოიძიეთ და შეარჩიეთ თქვენი ღონისძიების შესაბამისი სივრცე!

იხილეთ ნიმუში და თქვენი შეთავაზების განსათავსებლად, დაგვიკავშირდით:

ტელ: 591990107

ელ.ფოსტა: info@hrhub.ge

HRvenue.ge – აირჩიეთ “Venue”

ნიმუში

სივრცის შესახებ

ვწერთ თქვენთვის სასურველ აღწერას, რაც კარგად წარმოაჩენს სივრცეს, მაგალითად:

“Venue” მდებარეობს თბილისის ცენტრში. აქვს შესანიშნავი ხედი. სივრცე აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.

ჩვენი სივრცის უპირატესობები:

რატომ უნდა აირჩიონ თქვენი სივრცე

რამდენი ადამიანი ეტევა:

  • დგომით: 325
  • თეატრალური წყობა: 120
  • Dining 70
  • Cabaret 50

პარკინგი:

გვაქვს კერძო პარკინგი

ტექნიკური აღჭურვილობა:

  • მიკროფონი
  • პროექტორი
  • სცენა
  • WiFi

საკვები:

  • ქეითერინგი და ა.შ

ადგილმდებარეობა:

მისამართი: თბილისი: ჭვჭავაძის 41

 სპეციალური შეთავაზება:

აქ კი დავწრთ თქვენი სპეციალური შეთავზების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ განაახლოთ პერიოდულად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • საკონტაქტო პირი:
  • ტელ:
  • ელ-ფოსტა:

ფოტო გალერეა:

აქ განვათავსებთ თქვენი სივრცეების ფოტოებს

ახლა კი ცოტა რამ ჩვენ შესახებ:

HRvenue.ge – კორპორატიული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცეების, საუკეთესო შეთავაზებების სწრაფად და მარტივად მოძიების ახალი პლატფორმა, ონლაინ კატალოგი, რომელიც HR მენეჯერების დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს და მათ საუკეთესო ადგილების მოძიებაში დაეხმარება.

HRVenue.ge – ზე შეგხვდებათ შეთავაზებები:

  • კორპორატიული ღონისძიებებისთვის;
  • ტრენინგებისა და ვორქშოპების ჩასატარებლად;
  • თიმბილდინგებისთვის;
  • ბიზნეს შეხვედრებისთვის;
  • კონფერენციებისთვის;
  • თქვენი უცხოელი თანამშრომლებისთვისა და სტუმრების განსათავსებლად;
  • საოფისე/Co-Working სივრცეები.