ალექსანდრე ქიტიაშვილმა ,,გუდვილში” მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო და ახლა საკონდიტროს უფროსი დიზაინერ კონდიტერია.
ალექსანდრე ქიტიაშვილი მზარეულის დამხმარედან საკონდიტროს უფროს დიზაინერ კონდიტერობამდე

ალექსანდრე ქიტიაშვილმა ,,გუდვილში” მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო და ახლა საკონდიტროს უფროსი დიზაინერ კონდიტერია.
HRhub.ge-მ განაახლა რუბრიკა ,,გასაუბრება, რომელიც მახსოვს”… და ამ კუთხით სიახლეებს გთავაზობთ. Continue reading “გასაუბრება, რომელიც მახსოვს: ,,სიტუაცია, რაც მე იქ დამხვდა დღემდე კოშმარულად მახსენდება”-თორნიკე კიკნაველიძე”
ეს ლანაა ახალაია 26 წლის, ჰიპერმარკეტ ,,გუდვილის” ვაკის დარბაზის მენეჯერი. მან ,,გუდვილში” მუშაობა 2013 წელს კონსულტანტის პოზიციაზე დაიწყო. Continue reading “გზა ,,გუდვილის” კონსულტანტობიდან მენეჯერობამდე”
პირადი ინფორმაცია
სახელი გვარი: ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა Continue reading “როგორი CV ექნებოდა ჩე გევარას?”
HRhub.ge – წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას: #გასაუბრება, რომელიც მახსოვს. Continue reading “გიორგი კალატოზიშვილი: გასაუბრება, რომელიც მახსოვს იყო …”
ლიკა კვირიკაშვილი, 43 ნაბეჭდი და 25 ქინდლის წიგნის ილუსტრატორია. მისი ნამუშევრები იყიდება წიგნების ონლაინ საიტებზე, გამომცემლობების პირად ვებ-გვერდებზე, ადგილობრივ მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში. ის არის რამდენიმე ბესტსელერი წიგნის ილუსტრატორი. ესენია ცნობილი ამერიკელი ტელე-რადიო წამყვანის, მწერლისა და საჯარო სპიკერის, Jacqui Phillips-ის წიგნი „RESET”, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება მოიპოვა ადგილობრივი პრეზენტაციებითა და ონლაინ გაყიდვების რაოდენობით. ასევე ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის, კუნფუს ჩემპიონის და ამჟამად ცნობილი ტრენერისა და მამოტოვირებელი სპიკერის Sifu Romain-ის წიგნი „Unbreakable”.
ლიკა სულ ახლახანს ინგლისში, იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერ-ილუსტრატორად აიყვანეს. HR hub ესაუბრა მას და ინტერვიუც მოგიმზადათ.
HR hub: ლიკა მოგვიყევით თქვენი განათლების შესახებ. სად სწავლობდით და რა დაამთავრეთ ?
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდის დიზაინის ფაკულტეტი. ამ პერიოდში დავინტერესდი გრაფიკული პროგრამებით და ჩავაბარე ჯიპას სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე. აკადემიის სწავლის პერიოდში პარალელურად მიტაცებდა წიგნის ილუსტრაცია და ჯიპას პროგრამების შესწავლის შემდეგ ვცადე გრაფიკულად შემექნა ილუსტრაციები, რამაც მოულოდნელი შედეგი გამოიღო და უკვე 5 წელია წიგნის ილუსტრატორად ვმუშაობ.
HR hub: თქვენ ხართ Risque Dukes Swim Apparel-ის დიზაინერი. როგორც ვიცი, ეს კომპანია ამერიკაში მოღვაწეობს. როგორ დაიწყეთ იქ მუშაობა ?
ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე წიგნის გამომცემლობებთან ინგლისში, ავსტრალიასა და ამერიკაში. ბოლო ერთი წელია ამიყვანეს “Risque dukes swim apparel”-ის ამერიკულ კომპანიაში, საცურაო კოსტუმების დიზაინერად. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩემი პორტფოლიო დაათვალიერეს ერთ-ერთ ფრილანსერულ საიტზე, რის შემდეგაც დამიკავშირდნენ და შემიკვეთეს პირველი საცურაო კოსტუმების ხაზი. ამჟამად ჩემი დიზაინის საცურაო კოსტუმები შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე risquedukes.com. რაც შეეხება მოდის დიზაინის სფეროს, მითანამშრომლია ისეთ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, როგორიცაა Coleman. შევქმენი ახალი დიზაინები წინა წლის კოლექციისთვის.
HR hub: სულ ახლახანს აგიყვანეს იტალიური რესტორნის გრაფიკულ დიზაინერად/ილუსტრატორად ინგლისში Capri restaurant-ში. როგორ მოხვდით იქ ?
სულ ახლახანს ამიყვანეს გრაფიკულ დიზაინერ/ილუსტრატორად იტალიურ რესტორანში Capri Italian Eatery, რომელიც მდებარეობს ინგლისში. მათაც ასევე ონლაინ პორტფოლიოთი მიპოვეს და რამოდენიმე პროექტის შესრულების შემდეგ დამიქირავეს.
HR hub: ხშირად მოგიწევთ თუ არა ინგლისში ჩასვლა თქვენი სამუშაოდან გამომდინარე?
ჯერ-ჯერობით ყველა პროექტი განვახორციელეთ ონლაინ მუშაობის რეჟიმში, სამომავლოდ შესაძლოა ლოკალურად მომიწიოს მუშაობა. თუმცა ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
HR hub: რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში ?
ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კონტრაქტი და ხანგრძლივი თანამშრომლობა მსოფლიოში ცნობილ წიგნის გამომცემლობებთან, ასევე მოდის ილუსტრირების სფეროში გრძელვადიან პროექტებზე მუშაობა, რაც მეტ სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას შემმატებდა კარიერულად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მივიღებ მსგავს შემოთავაზებებს.
რევაზ ნებაძე უკვე 25 წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მას საბერძნეთში საკუთარი კომპანია აქვს, სადაც 8 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. რას საქმიანობს ReNe Coffee Roasters და როგორ შეძლო რევაზმა საბერძნეთში საკუთარი ბიზნესის დაწყება სტატიიდან შეიტყობთ.
HR hub: რამდენი ხანია რაც საბერძნეთში ცხოვრობთ ?
საბერძნეთში პირველად 1993 წელს ჩამოვედი.
HR hub: აქ რას საქმიანობდით ?
საქართველოში დავამთავრე ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დასრულებისთანავე ჩამოვედი საბერძნეთში.
HR hub: თქვენი კომპანიის შესახებ, რომ გვითხრათ. რა კომპანიაა, რა სერვისი გაქვთ ?
2016 წელს ჩამოვაყალიბე კომპანია ReNe Coffee Roasters. კომპანია მაღალი ხარისხის ყავის გარდა აწარმოებს სხვადასხვა სახის შოკოლადის სასმელს. გვაქვს 28 სახის ჩაი. ვამარაგებთ კაფეებსა და ზღვისპირა პატარა სასტუმროებს ნახევარ კუნძულ ხალკიდიკზე. პირადად ვატარებ სემინარებს ყავის დამზადების და ყავის საფუძველზე კოქტეილების შექმნის შესახებ.
HR hub: საიდან გაგიჩნდათ აღნიშნული კომპანიის შექმნის იდეა ?
საბერძნეთში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე მუშაობა ყავის სფეროში. რადგან ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ყავის მომზადება და მომხმარებელთან მიტანა იმ სახით, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ესპანეთში და იტალიაში გავიარე სწავლება ყავის მოხალვის სფეროში. Speciality Coffee Association of Europe (SCAE) სერტიფიკატის აღების შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩემი ყავის ბრენდის შესაქმნელად.
HR hub: რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული ?
კომპანია ReNe-ში დასაქმებულია 8 ადამიანი.
HR hub: რას ურჩევდით საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის დაწყება ?
დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი საკმაოდ სარისკო საქმეა ახლანდელ საბერძნეთში. ამიტომ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც სურთ თავისი ბიზნესის წამოწყება ვურჩევ, კარგად გაერკვიონ კანონმდებლობაში, იყოლიონ კარგი ეკონომისტი, რადგან შედეგი დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, შრომის მოყვარეობაზე და რაც მთავარია მონდომებაზე.
ლევან ლეფსვერიძე ლივინგსტონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ჟიურის წევრია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და ლივინგსტონის ისტორია ?
ლივინგსტონის ისტორია დაიწყო ერთი Facebook გვერდის მართვით ოთხმა მეგობარმა. ეს იყო თიბისი სმარტ კლუბის გვერდი, პირველი ბრენდირებული facebook გვერდი საქართველოში.
HR hub: რას იტყოდით თანამშრომლების თვალით დანახულ ლევან ლეფსვერიძეზე, როგორი უფროსია ის ?
ალბათ მათი თვალით ვარ ყოველთვის მოუცლელი და მოჩქარე. მეტი ყურადღება რომ ჭირდებათ ჩემგან, ვიდრე ვახერხებ რომ დავუთმო.
HR hub: გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი გასაუბრება, როდესაც თქვენ გამსაუბრებლის როლში იყავით?
ეს იყო გასაუბრება ბატონ გიორგი ავალიანთან. ახლა ის ლივინგსტონის მთავარი ცეცხლის დამნთები და კრეატიული დირექტორია. მახსოვს ბანქოს კარტი ჰქონდა მოტანილი, წინასწარ თანმიმდევრობით დაწყობილი, ისე რომ ყოველ მომდევნო კარტის ამოღებაზე თითო ისტორიას ყვებოდა. საბოლოოდ მთელი დასტა ჩაამთავრა ისე, რომ მორალი ბოლოს გაცხადდა.
HR hub: შემცდარხართ კანდიდატის შერჩევაში ?
შეცდომები ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ერთი გასაუბრებით ბოლომდე გაიცნო ადამიანი.
HR hub: ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ გასაუბრების დროს ?
გასაუბრების დროს, ყველაზე დიდი რისკია სწორად შეაფასო: საიდან მოდის კანდიდატის მოტივაცია. ხშირად მოტივაცია, არა საქმის სიყვარულიდან, არამედ ეგოიზმიდან იღებს საკვებ ენერგიას. ასეთ შემთხვევებში, კანდიდატის საქმიანობამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს გუნდურობის განცდას ორგანიზაციაში.
HR hub: შერჩევის დროს, ვის მიანიჭებდით უპირატესობას გამოცდილ კანდიდატს, ნაკლები მოტივაციით თუ გამოუცდელს და მოტივაციით სავსეს ?
თუ ასეთი არჩევანია, აუცილებლად გამოუცდელს დიდი მოტივაციით.
HR hub: თქვენს სფეროში დასაქმების მიმართულებით, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად ?
პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობას.
HR hub: თქვენ იყავით 2013 წლის Spotlight-ის სპიკერი და თემას ერქვა ,,მაღლა ფრენის ტრაექტორია“. როგორ ფიქრობთ მაღლა ფრენა ყველას შეუძლია ?
მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება.
პირადი ინფორმაცია
სახელი გვარი: გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი Continue reading “როგორი CV ექნებოდა კოკო შანელს ?”
გაიცანით ეს ნათიაა სუბელიანი – ერთადერთი ქალი სასაზღვრო პოლიციაში, ვინც იარაღი აიღო, ფორმა ჩაიცვა და საზღვარს იცავს. Continue reading “ნათია სუბელიანი – ერთადერთი ქალი სასაზღვრო პოლიციაში”