შემოგვიერთდით

PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი

ადამიანური მენეჯმენტის ცენტრი – PMC-ი ორგანიზაციებს ადამიანური და სოციალური კაპიტალის შექმნისა და ეფექტიანი მართვის გზით წარმატების მიღწევაში ეხმარება.

PMC-ის სერვისები დააინტერესებთ იმ კომპანიებსს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ადამიანური რესურსის მართვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ბიზნესის წარმატებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისათვის; ასევე, მათ ვინც ინოვაციებსა და განვითარებაზე, ორგანიზაციულ სამრთლიანობაზე, თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ერთგულების მაღალ ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.

PMC-ის სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებული HRM სერვისები ორიენტირებულია სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრაზე:

  • სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების შერჩევა;
  • HRM პროცესების ისე წარმართვა, რომ ამაღლდეს თანამშრომელთა მოტივაცია და ორგანიზაციისადმი ერთგულება;
  • ისეთი გარემო პირობების შექმნა, სადაც პერსონალი თავისუფლად შეძლებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, ამავდროულად, ექნება საკუთარ საქმესთან და ორგანიზაციასთან მიკუთვნებულობის მაღალი ხარისხი.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან და კომპლექსურ სერვისებს:

  • HRM აუდიტი, რეკომენდაციების შემუშავება და HRM პროცესების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის სტრუქტურის რედიზაინი, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
  • პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება
  • სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება
  • ტრენინგი და განვითარება
  • კარიერის დაგეგმვა: კარიერული შეფასება და კონსულტირება
  • საკომპენსაციო სისტემების ანალიზი და სრულყოფა
  • და სხვა

PMC-ის განსაკუთრებული სერვისებია:

  • მრავალდონიანი ორგანიზაციული კვლევები და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
  • შეფასების ინსტრუმენტების შექმნა / ადაპტაცია დამკვეთისთვის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით.

PMC-ი თავის საქმიანობაში იყენებს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიას – სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

ახალ, არსებულ რეალობას მორგებული სერვისები:

პოსტპანდემიურ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი და სისტემური რეაგირებისთვის PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას – HRM სისტემის რედიზაინს ანტიკრიზისული მართვისთვის, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზს;

PMC დაეხმარება კომპანიებს უფრო მომზადებული, ნაკლები დანაკარგით და ახალი შესაძლებლობებით შეხვდნენ პოსტპანდემიურ პერიოდს.

PMC-ი ორგანიზაციებს ასევე სთავაზობს online სერვისებს, მათ შორის, ორგანიზაციულ კვლევებსა და მომხმარებელთა განწყობების თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს online რეჟიმში.

ჩვენ შესახებ:

PMC-ი არის პირველი HRM საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში. ის 2000 წელს დაფუძნდა ფონდ „ევრაზიის“ ხელშეწყობით. PMC-ი პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდია, რომელთაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში, მათ შორის, HRM-ში, დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, აქვთ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.

PMC-ის დამფუძნებელია ია კუტალაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი FB LinkedIn

შეუკვეთე მომსახურება: ტელ: 599936703 info@pmc-consulting.ge

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

ვიშოპინგოთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

Click Tour-ის კურსი: “როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თანამშრომლებისთვის?”

Click Tour ოფის მენეჯერებს, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ თანაშემწეებს, HR ასისტენტებს და HR მენეჯერებს სასწავლო კურსის “მოგზაურობის ადმინისტრირება” სთავაზობს. Continue reading “Click Tour-ის კურსი: “როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა თანამშრომლებისთვის?””

BDO Academy – ბიდიო აკადემია

ACCA ALP-ის ოქროს სტატუსის მფლობელი, Pearson VUE-ს ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი და HRCI®-ის CPP – BDO Academy 2016 წლიდან მრავალფეროვან და მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს გთავაზობთ.

სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ისე ინდივიდუალური მსმენელებისთვის. რა გამოგვარჩევს სხვებისგან:

  • მრავალფეროვანი კურსები;
  • სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგია;
  • საერთაშორისო გამოცდილება;
  • პრაქტიკოსი ტრენერები მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • მოქნილი განრიგი;
  • კომფორტული გარემო.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტი უწყვეტი სწავლაა და ვცდილობთ ცოდნისა და გამოცდილების მიღება ხელმისაწვდომი გავხადოთ მათთვის, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი FB LinkedIn

შეუკვეთე მომსახურება: academy@bdo.ge | 591 04 70 87

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

მენტორ ჰაბი

Imentor.ge არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მენტორებს და მენტორინგის პროგრამებს საქართველოში. ჩვენი მიზანია, დავნერგოთ მენტორინგის სისტემური პროგრამები რომელიც პოზიტიურ ცვლილებას გამოიწვევს საზოგადოებაში.

ჩვენი გუნდი ასევე გეგმავს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

ჩვენი მიზანია ქოუჩინგის და მენტორინგის კონცეფციის გაერთიანება საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

რას გთავაზობთ ?

  • ინდივიდუალური და ჯგფური მენტორინგი
  • მენტორთა ქსელის შექმნა
  • მენტორინგის დანერგვა კომპანიებში
  • მენტორინგი პოზიტიური მშობლობისთვის
  • მენტორინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ამ ეტაპზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ვნერგავთ ახალ პროგრამებს:

  • სამუშაო სტრესის მართვა – Mindful ლიდერობა – მომავლის სწორად დაგეგმვა და ქოუჩინგი და სხვა კურსები, რომლებსაც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გაეცნოთ: https://imentor.ge/blog/

გაიგე მეტი მათ შესახებ: FB

შეუკვეთე მომსახურება: 593 19 72 19  teonadalak@gmail.com

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!