შემოგვიერთდით

“ჩვენი გამორჩეული სერვისი კომპლექსური, ორგანიზაციული კვლევები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებია” – თამარ ლიპარტელიანი

PMC (პერსონალის მენეჯმენტის ცენტრი) ადამიანური რესურსის მართვის პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. Continue reading ““ჩვენი გამორჩეული სერვისი კომპლექსური, ორგანიზაციული კვლევები და კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებია” – თამარ ლიპარტელიანი”

“PMC – ის ტრენინგკურსი HR მენეჯერებს გააცნობს ფსიქოლოგიურ კონსტრუქტებს, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის საფუძველია” – სოფიო დოლიძე

ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი (PMC) ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტებს სთავაზობს ტრენინგკურსს „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“.  ტრენინგის (დეტალები იხ. https://bit.ly/35Nsh6i) მიზნისა და თემატიკის შესახებ PMC-ის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი სოფიო დოლიძე გვესაუბრა.

HR hub: რა მიზანს ემსახურება PMC-ის მიერ შემოთავაზებული ტრენინგკურსი?

დღეს ალბათ შეიძლება უკვე ითქვას, რომ ადამიანური რესურსის მართვა სამეცნიერო დისციპლინაა. და როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ის გარკვეულ თეორიულ მოდელებსა და კვლევით გამოვლენილ კანონზომიერებს ეფუძნება, რომლებიც სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროდან მომდინარეობს. თუმცა როცა  ადამიანურ რესურსზე ვლაპარაკობთ, ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც HRM ეყრდნობა, ფსიქოლოგია და კონკრეტულად შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაა.

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და, ამავდროულად გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგი, შრომის პროცესში ან ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის აღწერის, ახსნისა და წინასწარმეტყველების საშუალებას გვაძლევს. ცნობილი ფსიქოლოგი, კურტ ლევინი ამბობდა, რომ „არ არსებობს არაფერი იმაზე პრაქტიკული, ვიდრე კარგი თეორია“. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში ნამდვილად არის დაგროვილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნა ადამიანური რესურსის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ცოდნის, ალბათ მისი ნაწილის მაინც, გაზიარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის არის ჩვენი კურსის მიზანი.

HR hub: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა თემებს მოიცავს კურსი?

თემების მართლაც საინტერესო სპექტრია შერჩეული. მათი ერთგვარად კლასიფიცირება რომ ვცადოთ: ერთი მხრივ, წარმოდგენილია ფსიქოლოგიისა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ფუნდამენტური კონსტრუქტები – ადამიანის პიროვნულო მახასიათებლები, კოგნიტური უნარები, მოტივაცია, შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ერთგულება, ჩართულობა) სამუშაო სტრესი, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი,  ორგანიზაციულ კულტურა, ორგანიზაციული კომუნიკაცია და ა.შ. მეორე მხრივ, მსმენელები მიიღებენ ცოდნას დღეს დარგისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა სამართლიანობის კონცეფცია ორგანიზაციაში, სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, „თანამშრომლის ხმა“, ემოციური შრომა, პერფექციონიზმი და სოცაილიაზაცია, ორგანიზაციული ქედმაღლობა, ბედნიერი თანამშრომლის კონცეფცია და სხვა.

ტრენინგკურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ გააცნოს ადამიანური რესურსის მართვაში ჩართულ სპეციალისტებს ის ფსიქოლოგიური კონსტრუქტები, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის საფუძველია და მათ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემებისა თუ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. თემატიკის თვალსაზრისით, ეს კურსი, შეიძლება ითქვას, უნიკალურია.

HR hub: როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ იქნება დაინტერესებული ამ კურსით?

დაინტერესებული, ჩემი აზრით, უნდა იყოს ყველა, ვინც ორგანიზაციულ კონტექსტში ადამიანის ქცევაზე, განცდებსა და განწყობებზე ფიქრობს. ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის, როგორც მომუშავისთვის, საკუთარი ან სხვათა ქცევის კანონზომიერებების აღმოჩენა, საკუთარი განცდებისთვის ან ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებისთვის „სახელის დარქმევა“ ხომ საოცრად საინტერესო უნდა იყოს. მაგრამ თუ სამიზნე აუდიტორიაში ვიგულისხმებთ ადამიანებს, რომლებიც ამ კურსზე მიღებულ ცოდნას ადამიანური რესურსის მართვაში გამოიყენებენ, მაშინ ესენი არიან ორგანიზაციის მენეჯერები ან სპეციფიკურად ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტები, რომელთაც არა აქვთ მიღებული ფსიქოლოგიური განათლება. თუმცა, ეს კურსი საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვისაც, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ ახალ თეორიებსა და უახლეს კვლევით მონაცემებს. ვფიქრობთ, ტრენინგის პროცესში დაგეგმილი პრაქტიკული შემთხვევების განხილვა და მათ ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე საუბარი, ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის დაეხმარება მათ სამუშაო პროცესში.

HR hub: ვინ გაუძღვება ტრენინგ-კურსს?

ტრენერები ფსიქოლოგები არიან, მაგრამ განსხვავებული სამუშაო გამოცდილებით ­ ცხადია, უმრავლესობა ადამიანური რესურსის მართვაში მუშაობს (და თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია – PMC ხომ პრაქტიკულად პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციაა ამ სფეროში). ტრენერთა უმარვლესობა აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა – ძირითადად, თსუ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. იმედი გვაქვს, მსმენელებისთვის საინტერესო იქნება ჩვენთან ერთად მუშაობა. ჩვენთვის ტრენინგი, ერთგვარად, გამოცდილების გაზიარების პროცესია და ყველანი ყოველთვის ბევრს ვსწავლობთ ამ პროცესში.

PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი

ადამიანური მენეჯმენტის ცენტრი – PMC-ი ორგანიზაციებს ადამიანური და სოციალური კაპიტალის შექმნისა და ეფექტიანი მართვის გზით წარმატების მიღწევაში ეხმარება.

PMC-ის სერვისები დააინტერესებთ იმ კომპანიებსს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ ადამიანური რესურსის მართვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ბიზნესის წარმატებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობისათვის; ასევე, მათ ვინც ინოვაციებსა და განვითარებაზე, ორგანიზაციულ სამრთლიანობაზე, თანამშრომელთა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ერთგულების მაღალ ხარისხზე არიან ორიენტირებულნი.

PMC-ის სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებული HRM სერვისები ორიენტირებულია სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრაზე:

  • სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაბამისი უნარებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების შერჩევა;
  • HRM პროცესების ისე წარმართვა, რომ ამაღლდეს თანამშრომელთა მოტივაცია და ორგანიზაციისადმი ერთგულება;
  • ისეთი გარემო პირობების შექმნა, სადაც პერსონალი თავისუფლად შეძლებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, ამავდროულად, ექნება საკუთარ საქმესთან და ორგანიზაციასთან მიკუთვნებულობის მაღალი ხარისხი.

ამ ამოცანების გადასაწყვეტად PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს მრავალფეროვან და კომპლექსურ სერვისებს:

  • HRM აუდიტი, რეკომენდაციების შემუშავება და HRM პროცესების მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის სტრუქტურის რედიზაინი, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
  • პერსონალის შერჩევის პროცესის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავება
  • სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება
  • ტრენინგი და განვითარება
  • კარიერის დაგეგმვა: კარიერული შეფასება და კონსულტირება
  • საკომპენსაციო სისტემების ანალიზი და სრულყოფა
  • და სხვა

PMC-ის განსაკუთრებული სერვისებია:

  • მრავალდონიანი ორგანიზაციული კვლევები და კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
  • შეფასების ინსტრუმენტების შექმნა / ადაპტაცია დამკვეთისთვის ექსკლუზიური გამოყენების უფლებით.

PMC-ი თავის საქმიანობაში იყენებს თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიას – სანდო, ვალიდურ და საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებულ მეთოდებს.

ახალ, არსებულ რეალობას მორგებული სერვისები:

პოსტპანდემიურ პერიოდში არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი და სისტემური რეაგირებისთვის PMC-ი ორგანიზაციებს სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას – HRM სისტემის რედიზაინს ანტიკრიზისული მართვისთვის, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზს;

PMC დაეხმარება კომპანიებს უფრო მომზადებული, ნაკლები დანაკარგით და ახალი შესაძლებლობებით შეხვდნენ პოსტპანდემიურ პერიოდს.

PMC-ი ორგანიზაციებს ასევე სთავაზობს online სერვისებს, მათ შორის, ორგანიზაციულ კვლევებსა და მომხმარებელთა განწყობების თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს online რეჟიმში.

ჩვენ შესახებ:

PMC-ი არის პირველი HRM საკონსულტაციო ორგანიზაციაა საქართველოში. ის 2000 წელს დაფუძნდა ფონდ „ევრაზიის“ ხელშეწყობით. PMC-ი პროფესიონალ ფსიქოლოგთა გუნდია, რომელთაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში, მათ შორის, HRM-ში, დიდი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, აქვთ სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება.

PMC-ის დამფუძნებელია ია კუტალაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ პროფესორი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი FB LinkedIn

შეუკვეთე მომსახურება: ტელ: 599936703 info@pmc-consulting.ge

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

ვიშოპინგოთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!