შემოგვიერთდით

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.

როგორ იცავს “აგროჰაბი” თანამშრომლებს COVID-19 გავრცელებისგან?

ახალი კორონავისუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანიებში სხვადასხვა ზომები მიიღეს. ორგანიზაციები ცდილობენ შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვან თანამშრომლები. Continue reading “როგორ იცავს “აგროჰაბი” თანამშრომლებს COVID-19 გავრცელებისგან?”

“აგროჰაბი” ბათუმში 250 სამუშაო ადგილს ქმნის

საქართველოში ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი  “აგროჰაბი” ბათუმში, ჯავახიშვილის 64 ნომერში ახალ ფილიალს ხსნის და 250 სამუშაო ადგილს ქმნის. Continue reading ““აგროჰაბი” ბათუმში 250 სამუშაო ადგილს ქმნის”