HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, adjarabet.com – ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი გოცირიძე.
ანის HR სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სადაზღვევო, საბანკო და საკონსულტაციო კომპანიებში. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. 4 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის HR გუნდს.
HR hub: რომ არა HR ვიქნებოდი კარდიო ქირურგი.
HR hub: რეზიუმეების გადარჩევისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გამოცდილებას, მაგრამ მაინც მთავარია ტექსტი იკითხებოდეს და იეროგლიფები არ იყოს ასოების ნაცვლად.
HR hub: არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს – რომელიც აგრესიულია.
HR hub: ადამიანს, რომელიც უშედეგოდ ცდილობს დასაქმებას ვურჩევდი – გადააფასოს საკუთარი მოთხოვნები.
HR hub: ადამიანისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია – მოლოდინების დაკმაყოფილება.
HR hub: შეცდომა, რომელზეც ვისწავლე – რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია.
HR hub: საქართველოს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია – ძლიერი და თანამედროვე კომპანიების შეზღუდული რაოდენობა, ვინც შეიძლება სწორად განავითაროს კადრები, რათა ბაზარზე გაიზარდოს პროფესიონალთა რაოდენობა.
HR hub: განათლების სისტემაში შევცვლიდი სტუდენტების მენტალურ მზაობას პროფესიული საქმიანობისთვის.
HR hub: ადამიანი, რომელსაც სიამოვნებით გავიცნობდი და ჩაიზე დავპატიჟებდი მიშელ ობამა.