HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კიდევ რა გელოდებათ?
ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.
რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?
17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.
სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი
18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!
ვორქშოფზე გაიგებთ:
- რა ძალა აქვს სიტყვას;
- ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
- რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
- როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
- რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.
ხანგრძლივობა: 1 სთ
ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.
დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.
თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499
დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური;
- მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
- საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.