HR hub-ის ორგანიზებით 18 ნოემბერს, 16:00სთ-დან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ), ,,HR TEAMS” – HR გუნდების დიდი შეკრება მთელი საქართველოდან და საახალწლო HR მარკეტი ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და HR მენეჯერებისთვის საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება. აღარ მოგიწევთ ცალ-ცალკე კომპანიების მოძიება, რადგან აქ ყველა ერთ სივრცეში დაგხვდებათ.
მთავარი სცენა დაეთმობა HR გუნდების გამოსვლებს წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ. გვეყოლება ინდივიდუალური სპიკერებიც. ღონისძიება იქნება ინტერაქციული და გექნებათ კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.
დრო რა თქმა უნდა ნეთვორქინგისთვისაც დაგრჩებათ. შეხვდებით ძველ კოლეგებს და იპოვით ახალ პარტნიორებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე.
დასწრების ღირებულებაა: 150 ლარი.
HR გუნდებისთვის სპეციალური ფასები კი შემდეგია:
- თუ გუნდიდან ესწრება 3 – 5-მდე მონაწილე – 10% ფასდაკლება;
- თუ გუნდიდან ესწრება 5 და მეტი მონაწილე მონაწილე – 15% ფასდაკლება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@hrhub.ge 555362263 ან 591990107
ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი ღონისძიებაზე?
1. Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი – ის HR გუნდი:
- მარიამ თათხაშვილი – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი
- სალომე კუპრეიშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების ხელმძღვანელი
- ქობულაძე ანი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი
- მარიამ ტეხაშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი
- ანანო მუშკუდიანი – თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი
- ქეთი მჟავანაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი
- ლია მარია მელქაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი.
თემა: Me in We – Talent wins games, but teamwork wins championships.
როგორ ვინარჩუნებთ გუნდში ანუ “We-ში” ინდივიდუალიზმს ანუ “Me-ს”.
2. “არქის” HR გუნდი ეთუნა თელიას ხელმძღვანელობით:
თემა: Inside Out – ჩვენი ისტორიაა იმაზე, თუ როგორ ვითარდება ბრენდი შიგნიდან — ადამიანებით, მათი ჩართულობითა და ღირებულებებით. როგორ გარდაიქმნება ეს ენერგია ნდობად და ძლიერ HR იდენტობად.
3. ნინო ქვარიანი – საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის დამფუძნებელი
თემა: გუნდურობის ფსიქოლოგია: როგორ შევქმნათ ნდობა და უსაფრთხო სივრცე გუნდში?
4. თეა ხოშტარია – Lunar Consulting ( ლუნარ ქონსალთინგი) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი
თემა: გუნდში უკუკავშირის მნიშვნელობა.
5. თინათინ ბონი – SPHRi. კომპანია Behavency-ის პარტნიორი; საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი ადამინური კაპიტალის მართვის სფეროში
თემა: Why team developnent fails – რატომ ვერ ვითარდება გუნდი?
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;
- დამფუძნებლები, დირექტორები, TOP მენეჯერები.
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Georgia და Geosoft.
თუ გაქვთ კორპორატიული შეთავაზება, რომელიც გსურთ HR პროფესიონალებს გააცნოთ, დაარეგისტრირეთ კომპანია – Forms.HRMarket
დეტალები აქ: https://hrhub.ge/hrmarket2025/


