შემოგვიერთდით

,,ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია”, – მაკა მჟავანაძე

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია HR, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია-ს დირექტორი და დამფუძნებელი მაკა მჟავანაძე.

თქვენი პროფესია

HR

რატომ HR?

ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია.

პირველი სამსახური და ანაზღაურება

პირველი სამსახური HR-ში არ იყო და ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა 200 ლარი.

პირველი  სამსახური, როგორც HR მენეჯერი,  იყო Privatbank.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო

როდესაც გონივრულად გავრისკე. ვიცოდი რომ მივდიოდი დაბალ ხელფასზე, ნაკლებად ცნობილ კომპანიაში ბრენდიდან (მონსტრიდან), მაგრამ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონს

არ მომწონს ასე ვერ ვიტყვი. ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი კოლეგები, არიან საუკეთესოები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორი აქცენტების დასასმელად. თუმცა ხანდახან გვიწევს რომ დავნებდეთ და ეს არ მომწონს.

კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამ

ალბათ ერთადერთი – რომელია თქვენი საყვარელი კერძი.  დანარჩენი ყველაფერი მიკითხავს სხვადასხვა  კომპანიაში მუშაობისას.

რჩევა სამუშაოს მაძიებელს

დაიწყონ. რაღაცით დაიწყონ. ეს ალბათ საკვანძო რჩევაა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმუშაონ საკუთარი უნარების გაძლიერებაზე. მიზანი იქონიონ მყარი.

ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი

უცებ რატომღაც სპორტი გამახსენდა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ახლაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი სპორტია. ამიტომ ლეილა მესხი უდავოდ და მეორე ზაზა ფაჩულია.  აი ეს ორი ადამიანი.

წარმატების ფორმულა არსებობს?

არსებობს.  უდავოდ არსებობს)   ოღონდ ყველამ უნდა იპოვოს თავისი.

მე ვმოქმედებ ერთი პრინციპით – „გადადი“ .   ძალიან კარგად ხსნის ამ სიტყვის შინაარსს რაიან მერფი ცნობილ ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“    “attraversiamo”. გადადი და გადაკვეთე.

რისთვის ღირს ცხოვრება?

ყველაფრისთვის, აი ყველაფრისთვის. ეს მარტივად.

 ისე, გაცემისთვის, ზრუნვისთვის, სიკეთისთვის …