მთავრობა “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებს” შექმნის, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ სამუშაო ადგილების შექნაზე გადის. წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.
600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე შრომისუნარიანია. 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ეკონომიკაში, არიან დემოტივირებული დასაქმდნენ ლეგალურად. შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთრი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითრებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველას, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ 1 მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების მაშტაბურ პროგრამას.
საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფესბისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქლაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ.
აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს. ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად, შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი.
პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.
ჩვენ შეილება წელს 100 000-ზეც კი გავიდეთ. ლიმიტი არ გვაქვს. 50 000-ით დავიწყებთ და ვნახოთ პროცესი როგორ გავითარდება, ამის მიხედვით, გადავაწყობთ სისტემას.
პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების, პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმების ფორმალილზება რომ მოახდინოს ანუ ლეგალიზება ან მომზადება მომზადება-გადამზადების ქვე პროგრამებში ჩერთოს.
საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს 400, 500, 700, 800 ლარიც და ზემოდან კიდევ დამატებით სახელმწიფოსგან 300 ლარი ექნება. მოქალაქეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც თუ არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას. მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონმიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.
საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა სიღარიბის დაძლევის გზაზე უნიშვნელოვანეს ნაბიჯად. 200000-ზე მეტ მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებსა და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორე მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩერთებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.” – ირაკლი ღარიბაშვილი.