შემოგვიერთდით

რებრენდინგი და სამომავლო გეგმები – Studentjob.ge – ის ახალი სიცოცხლე

studentjob.ge – მ რებრენდინგი განახორციელა და მომხმარებელს განახლებული ვიზუალური იდენტობას, ახალი ლოგოსა და ბრენდის სტრატეგიას წარუდგენს.

კომპანია ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და ათი წელია სტუდენტებს პირველი სამსახურის პიოვნაში, კომპანიებს კი ახალგაზრდა ტალატების მოზიდვაში ეხმარება .

ცვლილებების მიზანია, კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა და იმ ღირებულებების კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩენა, რომლებიც საქართვეკლოში სტუდენტური დასაქმების პირველი პორტალის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს, ესენია – საკუთარი თავის რწმენა, მიზნების დასახვა და წარმატებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება.

Studentjob.ge –  პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში 2015 წელიდან.

ყველა სტუდენტური ვაკანსია ერთ პორტალზე!

რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის და ის კომპანიის ტრანსფორმაციის ნაწილია. ახალი ვიზუალური იდენტობით ბრენდი ცდილობს კიდევ უფრო აქტიურად დაეხმაროს ახალგაზრდებს დამსაქმებლის ბრენდებთან კომუნიკაციასა და კარიერულ წარმატებაში.

ახალი ბრენდის სტრატეგიის საფუძველია იდეა, რომ დაზღვევა მხოლოდ ფინანსური დაცვა არ არის – ის ადამიანებისა და ბიზნესებისთვის თავდაჯერებულობის, სიმშვიდისა და მდგრადი განვითარების საფუძველია. ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სანდო მრჩეველი, როდესაც კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, „ირაო“ საიმედო მხარდაჭერასა და პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას სთავაზობს. ბოლო წლებში კომპანიას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მიმართულებით. ირაო მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (NPS) მიხედვით, კომპანია 2025 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით, რაც კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მაჩვენებელია. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება კვლავ რჩება ირაოს პრიორიტეტად. კომპანია რეგულარულად ატარებს მომხმარებელთა კვლევებს, სწავლობს მათ მოლოდინებს, საჭიროებებსა და ქცევებს, რის საფუძველზეც ვითარდება როგორც მომსახურების პროცესი, ისე სადაზღვევო პროდუქტები. ირაოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ციფრული სერვისებისა და ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად მომხმარებელმა მხარდაჭერა და ყურადღება იგრძნოს. ამიტომ კომპანია დიდ აქცენტს აკეთებს ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციებსა და მომსახურების პროცესში ე.წ. Human Touch-ის შენარჩუნებაზე.

ბრენდს ქმნიან ადამიანები. Studentjobs.ge – ის გუნდიც სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული.

წინ კიდევ ბევრი წარმატებაა!

ჩვენ ვქმნით თქვენი წარმატების შესაძლებლობებს. დანარჩენი თქვენზეა. რაც მთავარი გჯეროდეთ რომ რასაც მიზნად დაისახავთ გამოგივათ!

დაარსების ისტორია:

“ლექციებს ვკითხულობ და ტრენინგებსაც ვატარებდი სტრატეგიულ მენეჯმენტში, შესაბამისად ხშირად მიწევს სტუდენტებთან შეხვედრა. მათი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ და სწავლის საფასურის გადახდაშიც დაეხმარონ მშობლებს. ჩემი სტუდენტებიც, ეძებდნენ სამსახურს და სულ მეკითხებოდნენ სტუდენტური ვაკანსიების შესახებ, რათა სწავლის პარალელურად ემუშავათ. მეც ჩემს ნაცნობებში ვაგროვებდი ამ სტუდენტურ ვაკანსიებს და ვაწვდიდი მათ. დავიწყე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მათთვის ამ განცხადებების გაგზავნა, შემდეგ ჯგუფიც შევქმენი სოციალურ ქსელში, რაც უფრო მიმარტივებდა კომუნიკაციას. ჩემი ნაცნობი მარკეტერები, მენეჯერები, FB ან მეილის საშუალებით მიგზავნიდნენ ვაკანსიებს და მე ვავრცელებდი სტუდენტებში. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ვუგზავნიდი ვაკანსიებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ დამსაქმებლების მხრიდანაც დიდი მზაობაა დაასაქმონ სტუდენტები და ჰყავდეთ კომპანიაში ახალგაზრდა კაპიტალი. სტუდენტების რეზიუმეები დამსაქმებლებისთვის, ხშირ შემთხვევაში, არ იყო  ხელმისაწვდომი. საჭირო იყო ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა.

სწორედ აქედან წამოვიდა იდეა მხოლოდ სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის გამეკეთებინა ვებ – გვერდი, რომლითაც დავაკავშირებდი სტუდენტებს დამსაქმებლებთან და ორივე მხარე იქნებოდა  კმაყოფილი. StudentJobs.ge დაარსდა 2015  წლის მარტში.

ჩემი იდეის შესახებ გავაკეთე მოკლე პრეზენტაცია და ჩემს მეგობარს გავაცანი. ადამიანს, რომელმაც დაუჯერა ჩემს იდეას და მომცა სტიმული დაუყოვნებლივ დამეწყო  განხორციელება. საერთოდ ასეა, როცა ნულიდან იწყებ აცილებელია შენს გარდა კიდევ ვინმეს სჯეროდეს ამის. თან ვფიქრობდი ძალიან პატარა იდეაა, თუმცა კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია-მეთქი. მან მაშინვე მოიწონა.  ერთადერთი რესურსი რაც გაგვაჩნდა იყო იდეა და დავიწყეთ მოქმედება. ყველაფერს გზადაგზა ვსწავლობდით. დავიწყეთ მუშაობა საიტზე, ვიმუშავეთ ბრენდინგზეც და თებერვლის ბოლოს უკვე მზად გვქონდა პროექტი. მარტში საიტიც ჩავუშვით და დაიწყო პირველი განცხადებების განთავსება. ამან საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა.   ასე შეიქმნა StudentJob.ge –ის პირველი ვერსია. არ მგონია, რომ ჩვენ რაღაც უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. წინ კიდევ დიდი გამოწვევები გვაქვს.

თუმცა, ბევრი სტუდენტი აღნიშნავს, რომ საიტის მეშვეობით სამსახური იშოვეს, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სტუდენტი დასაქმდა. ზოგი სოციალური ქსელის მეშვეობით გვეხმიანება და გვატყობინებს, რომ იპოვა სწავლასთან შეთავსებით სამსახური. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა და გვაძლევს მოტივაციას გავაკეთოთ მეტი.

Studentjob.ge –  ის მეშვეობით ჩვენ ვაკავშირებთ დამსაქმებლებს ახალგაზრდებთან. სტუდენტებისთვის ეს სერვისი   უფასოა, ხოლო კომპანიებისთვის არსებობს მინიმალური ტარიფი ვაკანსიებისა და აქტიური განცხადებების განსათავსებლად.” – ანა ნავდარაშვილი, Studentjob.ge – ის იდეის ავტორი დამფუძნებელი.

2016 წლის ინტერვიუ