შემოგვიერთდით

მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ

HR hub წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას HR ქოუჩინგი, რომლის პარტნიორია Erickson Coaching International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. Continue reading “მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ”

10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. ამჯერად 10 ივნისს, კახეთში, იკანო მამულებს ვესტუმრებით.   Continue reading “10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება”

კურსზე “ქოუჩინგური ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” რეგისტრაცია დაიწყო

HR სკოლაში სიახლე გვაქვს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, HR მენეჯერებისთვის საჭირო და სასარგებლო ვორქშოპი “ქოუჩინგის ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” შევქმენით.

მიმდინარეობს ახალი ნაკადის მიღება.

კურსი განკუთვნილია მოქმედი HR პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ  გაიმრავალფეროვნონ პროფესიული საქმიანობის სპექტრი და დანერგონ მასში ქოუჩინგური პრინციპები და ინსტრუმენტები, რაც შედეგად მოიტანს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლებას.

კურსის მიზანს წარმოადგენს ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და HR-ის საქმიანობაში მათი გამოყენების ხელშეწყობა.

კურსის განმავლობაში განხილული იქნება ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ასევე როგორ არის მათი ინტეგრირება შესაძლებელი ადამიანური რესურსების მართვის პროცესში.

კურსი დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ვინ ჩაატარებს ვორქშოპებს?

ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, ამჟამად არის ორგანიზაცია ,,MinDoor”-ის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი. ნინო ფსიქოლოგიის მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ნინო არის სერთიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising), ასევე არის ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.

ვისთვისაა ვორქშოპი?

ვორქშოპი განკუთვნილია:

  • HR გუნდებისთვის, HR დირექტირებისთვის, HR მენეჯერებისთვის, HR – ის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

დარეგისტრირდით ბმულზე 28 მარტამდე: forms.gle/coaching

მის: სასტუმრო ეპიზოდი პეკინის 41 (გაგარინის მოედნზე).

რა ხანგრძლივობისაა?

კურსი მოიცავს 8 შეხვედრას. ჩატრდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები როგორია?

კურსის ღირებულებაა 830 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

როდის დაიწყება სწავლა?

სწავლა დაიწყება თებერვლის მეორე ნახევარში.

თითოეული ვორქშოპის ხანგრძლივობაა 2 საათი.

შეხვედრა #1

27 აპრილი სასტუმრო “ეპიზოდი

  • რა არის ქოუჩინგი?
  • რა არის ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები?
  • როგორ არის შესაძლებელი ქოუჩინგის გამოყენება HR მენეჯმენტში

შეხვედრა #2

2 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: ქოუჩინგური აზროვნების სტილი, სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა; ჩართულობის შენარჩუნება;

შეხვედრა #3 

4 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ქოუჩინგური კომპეტენციები HR-ებისთვის: თანამშრომელთა ცნობისმოყვარეობის გაღვივება და მათი ზრდის ხელშეწყობა GROW მეთოდის გამოყენების მეშვეობით

შეხვედრა #4

11 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა მოტივაცია ქოუჩინგური კომუნიკაციის მეშვეობით?
  • თანამედროვე მოტივაციის თეორია და ქოუჩინგი

შეხვედრა #5

16 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • ორგანიზაციული კულტურის მართვა ქოუჩინგური ინსტრუმენტების მეშვეობით
  • როგორ აღმოვაჩინოთ ორგანიზაციული კულტურის ტოქსიკურობის სიმპტოპები და როგორ მოვახდინოთ ორგანიზაციული კულტურის დეტოქსი

შეხვედრა #6

18 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • თანამშრომელთა კარიერული განვითარება: როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს ხედვის შემუშავებასა და მის განხორციელებაში?

შეხვედრა #7

23 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • თანამშრომელთა საქმიანობის მართვა: როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომელთა საქმიანობის შესრულების მიზნების დასახვა ქოუჩინგური მიდგომის გამოყენებით

შეხვედრა #8

25 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი

  • უკუკავშირის ტექნიკები და ქოუჩინგური მიდგომა უკუკავშირის დროს
  • როგორ მივცეთ თანამშრომლებს განმავითარებელი უკუკავშირი

სადემონსტრაციო სესია.

სადემონტრაციო სესიის დროს კურსის თითოეული მსმენელი მონაწილეობას მიიღებს სიმულაციაში, რომლის მეშვეობითაც შეფასდება კურსის განმავლობაში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ღონისძიება ,,ქოუჩინგი:ინსპირაციის წყარო” გაიმართება

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინოვაციურ და კრეატიულ ღონისძიებას ,,ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ მართავს.

ღონისძიებაზე თქვენ:

  • გაიცნობთ ICF საქართველოს წევრ ქოუჩებს, რომელთაგანაც მოისმენთ, თუ რა შეცვალა ქოუჩინგმა მათ ცხოვრებაში;
  • შემთხვევითი გადანაწილების პრინციპით მოხვდებით ერთ-ერთ ქოუჩთან, ისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე და დასვამთ შეკითხვებს, რომლებზეც მიიღებთ ამომწურავ პასუხებს. მსგავსი პრინციპით თქვენ სამ სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდებით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და შთაგონება სხვადასხვა ქოუჩებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება უფასო ქოუჩ-სესიები, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყება 6 მაისს ICF საქართველოს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/ICFweek/

ღონისძიება ტარდება ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2019 წელს ჩატარდა, რომლის ბენეფიციარიც 1200 ადამიანი იყო.

ICF საქართველო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს სთავაზობს

ემოციური კარგადმყოფობის შენარჩუნება კრიზისულ პერიოდში განსაკუთებით მნიშვნელოვანი ხდება. Continue reading “ICF საქართველო თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ქოუჩინგის უფასო ონლაინ სესიებს სთავაზობს”

,,რაც უფრო ღრმად მიდიხარ ან დიდ სივრცეს მოიცავ, მით უფრო კარგად ხედავ განვითარების უსასრულობას”-პაპუნა ბარათაშვილი

ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური ქოუჩინგისთვის. ბოლო დროს განაკუთრებით პოპულარული გახდა ამ სიტყვის ხსენება სხვადასხვა შეხვედრებსა თუ ტრენინგებზე.  Continue reading “,,რაც უფრო ღრმად მიდიხარ ან დიდ სივრცეს მოიცავ, მით უფრო კარგად ხედავ განვითარების უსასრულობას”-პაპუნა ბარათაშვილი”