შემოგვიერთდით

„რიგის“ გუნდის წევრობა ნიშნავს ქართულ კულინარიაში სწრაფად დაიმკვიდრო წარმატებული მზარეულის სახელი – ნიკა ბორაშვილი

რიგი გასტროდუქანის შესახებ გეცოდინებათ. უკვე რა ხანია, ზედ მტკვრის პირას, ნაღდი თბილისური რიგი გამართეს. ძველი ყაიდა ახალთან შეაზავეს, ქართული სამზარეულოს მარგალიტები სულ კუთხე-კუთხე აგროვეს და გულთბილი მასპინძლობა აქაურობის მთავარ წესად აქციეს.

მთელი ეს ამბავი კიდევ, მათი კეთილი ამფსონების გარეშე, არაფრის დიდებით არ გამოვიდოდა. ესენი არიან, ვინც არიან — მათი მარჯვენაცა და მარცხენაც. რიგის გონიცა და განგებაც. გაიცანი, ეამხანაგე და კარგადაც მოუსმინე — თუ ამათ რიგებში ყოფნა მოინდომო, მათი კარი შენთვისაც ღიაა! ხმა გააგონე, კარგ ალაგას უნდა მოგაწყონ!

როგორც ხედავთ, ჩვენც მათ ყაიდაზე აგვამეტყველეს და სიახლეც გაგვიზიარეს, რომ თურმე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ ახალი წევრების შემოსამატებლად ემზადება და ყველა, ვინც ამ გამორჩეულ ადგილას დასაქმებას მოინდომებს, მათ გუნდში ელიან. თუ უკვე დაინტერესდი აქ მუშაობით, გადადი ბმულზე მინდა მუშაობა.

მანამდე კი, ამ სტატიაში საინტერესო ადამიანს ნიკა ბორაშვილს, გასტრონომიული დუქანი „რიგის“ შეფ-მზარეულს, გაგაცნობთ.

HR hub: ნიკა საიდან დაიწყო კულინარიის მიმართ თქვენი დაინტერესება? როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კულინარიაა ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ?

კულინარიით დაინტერესების მთავარი მოტივაცია ჩემი  ოჯახის წევრები და მათ მიერ გემრიელად მომზადებული კერძები აღმოჩნდა. როდესაც სახლში უგემრიელესი კერძების სურნელი ტრიალებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილიც შეიძლებოდა სამზარეულოში მეპოვნა. 16 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამზარეულო ჩემი საყვარელი ადგილი გახდებოდა.

HR hub: თქვენთვის, როგორც შეფ-მზარეულისთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც თვლით, რომ თავი წარმატებულად გაართვით?

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რიგის კონცეფციის იდეის ჩამოყალიბება იყო; პირველი ნაბიჯებიდან ჩართული ვიყავი მენიუს შედგენაში; თითოეული კერძი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად შეიქმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, დავამატებ, რომ ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ვფიქრობ, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს.

HR hub: ბოლო დროს საქართველოში მზარეულის პროფესიის პოპულარობა იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პროფესიით ასეთი დაინტერესება?

ჩვენი ქვეყანა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომლის მთავარ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება ქართული ძირძველი კულინარია თავისი კუთხური გამორჩეული გემოებით; ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტა ახალმა თაობამ, რომ სტუმრებს ეს დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაახვედროს შესაბამის დონეზე განვითარებული და თანამედროვე ეპოქას მორგებული.

HR hub: რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?

კულინარიის სფეროში თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილია. პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ნებისმიერ მზარეულს სჭირდება სამზარეულოში ყველა იმ ეტაპისა და ბარიერის გავლა და გადალახვა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მის წინსვლასა და განვითარებას. რას ვეტყოდი? ალბათ, იმას რომ არ უნდა შეეშინდეთ ამ საფეხურების ავლა და წარმატება აუცილებლად ექნებათ.

HR hub: „რიგის“ სამზარეულოს განსაკუთრებულობაზე ბევრს საუბრობენ. რა არის თქვენი საიდუმლო, რაც მას სხვა სამზარეულოსგან გამოარჩევს და ასე განსაკუთრებულს ხდის?

ჩვენი მთავარი საიდუმლო დანერგილი კონცეფციის ზედმიწევნით სწორად შესრულებაშია. ამ პროცესში გუნდის თითოეული წევრი ჩართულია და დაუღალავად შრომობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „რიგში“ მოსულ სტუმარს იმედი არ გაუცრუვდეს და ყველა კერძით მოიხიბლოს ისე, როგორც აქამდე არასდროს;

HR hub: თქვენს სამსახურზეც მოგვიყევით, რას ნიშნავს იყო „რიგის“ გუნდის წევრი?

იყო „რიგის“ გუნდის წევრი ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში დაიმკვიდრო ქართულ კულინარიაში წარმატებული მზარეულის სახელი. „რიგის“ სამზარეულო იძლევა უსაზღვრო გამოწვევებს ძველი და ახალი კულინარიის შერწყმის შესასწავლად.

HR hub: გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

დაუღალავი შრომით ვაგრძელებთ წინსვლას, სტუმრების მოზიდვას ჩვენი ხარისხითა და გემოებით. ასევე, „რიგში“ ახალი წევრების შემომატებისთვის ვემზადებით და მზად ვარ რიგიანად დავხვდეთ.

HR hub: ნიკა ახლა რა ვაკანსიებიარიგში“?

მზარეულებისა და მეხინკლის აქტიური ვაკანსიები გვაქვს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სამზარეულო და მზადაა ჩვენი დიდი გუნდისა და ოჯახის წევრი გახდეს.

თუ მზად ხართ, თქვენს თავზე სტუმრების რიგიანი გამასპინძლება აიღოთ, მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შევხვდებით გასაუბრებაზე: https://forms.gle/GdeTcqPR5qNjn3bu7

დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

,,უნდა გიყვარდეს, თუ შეგიყვარდა მაშინ გემრიელია, თუ არადა არ გამოვა გემრიელი” – გურამ კიკნაძე ,,ამრას” შეფ-მზარეული

კულინარიის სფეროში 16 წლიდან არის. 21 წელია მუშაობს სარესტორნო მიმართულებით და რაც კი პოზიციებია რესტორანში ყველაზე აქვს ნამუშევარი. Continue reading “,,უნდა გიყვარდეს, თუ შეგიყვარდა მაშინ გემრიელია, თუ არადა არ გამოვა გემრიელი” – გურამ კიკნაძე ,,ამრას” შეფ-მზარეული”

,,არ დანებდეთ, სცადეთ ყოველთვის და გაიმეორეთ, სრულყოფილება მოდის მხოლოდ პრაქტიკით” – Matteo Boifava Filini-ის შეფ მზარეული

რუბრიკის ,,სამზარეულოს ამბები” სტუმარია  Matteo Boifava, რომელიც  სასტუმრო Radisson Blu Iveria-ს იტალიური რესტორნის ,,Filini” შეფ მზარეულია.  Continue reading “,,არ დანებდეთ, სცადეთ ყოველთვის და გაიმეორეთ, სრულყოფილება მოდის მხოლოდ პრაქტიკით” – Matteo Boifava Filini-ის შეფ მზარეული”