შემოგვიერთდით

როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ,,ევოლუშენი“?

ამ ინტერვიუში Evolution Gaming-ის შესახებ, ორგანიზაციის თანამშრომლები მოგიყვებიან. Continue reading “როგორია თანამშრომლების თვალით დანახული ,,ევოლუშენი“?”

HRM

ეკა ზედელაშვილი: ,,საჭიროა იმ პროფესიების მეტი პოპულარიზაცია, რომელიც შრომით ბაზარზე მოთხოვნადია”…

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან.  Continue reading “ეკა ზედელაშვილი: ,,საჭიროა იმ პროფესიების მეტი პოპულარიზაცია, რომელიც შრომით ბაზარზე მოთხოვნადია”…”

უფასო მასტერკლასები GIPA-სგან ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის

GIPA, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ინსტიტუცია, ეხმიანება ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს უფასო მასტერკლასებს “+20% შენს ცოდნას“. Continue reading “უფასო მასტერკლასები GIPA-სგან ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისა და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”

,,BIRD”- ვიზუალურ ბრენდინგში უსასყიდლოდ დაგეხმარებათ, თუ საქართველოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობთ ხელს

ორგანიზაცია ,,BIRD” საქართველოში  ჩამოყალიბდა 2019 წლის ივნისში შექმნილი მოვლენების დროს.

Continue reading “,,BIRD”- ვიზუალურ ბრენდინგში უსასყიდლოდ დაგეხმარებათ, თუ საქართველოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობთ ხელს”

მერია მადლობის სიგელსა და ფულად ჯილდოს გადასცემს 20-21 ივნისს, აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს

„მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს, მთელი ღამის განმავლობაში მართლა ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს.

მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად არაერთი ჩვენი მოქალაქის პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მოხდა მათი გადაყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეული წევრის მიმართ მინდა ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, ისინი როგორც გითხარით 24 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავდნენ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის, მერიის სახელით 20-21 ივნისს აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი ბრიგადების ყველა წევრს გადაეცემათ მადლობის სიგელები და ასევე, ფულადი ჯილდო. გულწრფელი მადლობა მართლაც ამ ადამიანებს.

ასევე, დღეს, ამ დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები და მე მაქვს საშუალება მათ პირადად ვუთხრა მადლობა 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქებისთვის. სამწუხაროდ არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ყველა ადამიანს, ვინც ზოგადად დაშავდა ამ მოვლენების გამო, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის მათი მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მედიას და ჟურნალისტებს“- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

დირექტორი, ვინც მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” შექმნა გათავისუფლებულია

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,  ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო. Continue reading “დირექტორი, ვინც მწერალთა სახლის “ახალი სიცოცხლე” შექმნა გათავისუფლებულია”

გაიცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ

2019 წლის 20 ივნისის ანტიოკუპაციურ საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც  სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, უამრავი ადამიანი დაზარალდა. Continue reading “გაიცანით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც აქციაზე დაზარალებულებს დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობენ”

ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით 29 ივნისს კონფერენცია ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ ჩატარდება

ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით 29 ივნისს 12:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველად ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“. Continue reading “ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით 29 ივნისს კონფერენცია ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ ჩატარდება”

“ჩვენ არ ვეძებთ საუკეთესო რეზიუმეებს, ჩვენ ვეძებთ მაგარ ადამიანებს” – ოთო ტაბატაძე

ორიენტ ლოჯიკში განვითარების პროცესი გრძელდება. კომპანიაში დაიმატეს ბევრი საინტერესო ადამიანი და ეს პროცესი გრძელდება. Continue reading ““ჩვენ არ ვეძებთ საუკეთესო რეზიუმეებს, ჩვენ ვეძებთ მაგარ ადამიანებს” – ოთო ტაბატაძე”

გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი

ნათქვამია არასდროს არ არის გვიან დაიწყო ახალი საქმე. 73 წლის გიორგი ბაქანიძე, რომელიც ,,გლოვოს” კურიერად მუშაობს, ამის ნათელი მაგალითია. Continue reading “გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი”