შემოგვიერთდით

,,რაც უფრო ღრმად მიდიხარ ან დიდ სივრცეს მოიცავ, მით უფრო კარგად ხედავ განვითარების უსასრულობას”-პაპუნა ბარათაშვილი

ალბათ ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური ქოუჩინგისთვის. ბოლო დროს განაკუთრებით პოპულარული გახდა ამ სიტყვის ხსენება სხვადასხვა შეხვედრებსა თუ ტრენინგებზე.  Continue reading “,,რაც უფრო ღრმად მიდიხარ ან დიდ სივრცეს მოიცავ, მით უფრო კარგად ხედავ განვითარების უსასრულობას”-პაპუნა ბარათაშვილი”

როგორ მოიგო ლიკა ნოზაძემ ,,გრანდ ვოიაჟის” მთავარი პრიზი HR ბიზნეს სამიტზე

2019 წლის HR ბიზნეს სამიტზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და HR-ში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, ტურისტულმა კომპანია გრანდ ვოიაჟმა  დააწესა 2 ავიაბილეთი.

Continue reading “როგორ მოიგო ლიკა ნოზაძემ ,,გრანდ ვოიაჟის” მთავარი პრიზი HR ბიზნეს სამიტზე”

რას მოიცავს და როგორ იყენებენ ორგანიზაციები და HR მენეჯერბი TOEIC® ტესტებს?

TOEIC® ტესტების ჩაბარება უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი. English Book Education უზრუნველყოფს ტესტებისთვის მომზადებასა და ჩაბარების ორგანიზებას.

დეტალებზე English Book Education – ის გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ანი დემეტრაშვილს ვესაუბრეთ.

HR hub: რას მოიცავს TOEIC® ტესტები?

1979 წლიდან,  მსოფლიოში არსებული  არაერთი ორგანიზაცია იყენებს TOEIC® ტესტებს თანამშრომელთა სამსახურში ასაყვანად, თანამდებობაზე დასანიშნად და მათ დასაწინაურებლად.

TOEIC® ტესტებს დღესდღეობით იყენებს 14, 000-ზე მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს მაშტაბით 160-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორებიცაა Toyota, Starbucks Corporation, Canon ,Honda, Sony, Air France, Yves Rocher, Huawei Technologies, Mitsubishi Corporation, University of California, University of Pisa, L’oreal Corporate, Samsung და სხვა.

ტესტის შინაარსი  შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და უზრუნველყოფს დამსაქმებელს ინფორმაციით, რომელიც დამსაქმებელსა და HR მენეჯერებს უმარტივებს:

  • ახალი კანდიდატების აყვანას, პოზიციაზე დანიშნვასა და  კვალიფიციური  თანამშრომლების დაწინაურებას;
  • განსაზღვროს სამსახურეობრივი ტრენინგების საჭიროება;
  • დანიშნოს თანამშრომლები სხვადასხვა პოზიციაზე საზღვარგარეთ.
  • აიყვანონ, გადაამზადონ და დააწინაურონ კვალიფიციური კანდიდატები;
  • დაზოგონ დრო და რესურსები და გაიგონ  თუ ვის აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტური საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
  • დაასაქმონ და განავითარონ პირები, ვისაც შეუძლია კოლეგებთან და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობა მთელ მსოფლიოში.

TOEIC® ტესტი მოიცავს :

  • მოსმენისა და კითხვისთვის განკუთვნილ ტესტს
  • საუბრისა და წერისათვის განკუთვნილი ტესტს

დამსაქმებელს საჭიროებისამებრ შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ უნარზე მორგებული ტესტი.

TOEIC® მოსმენისა და კითხვისთვის განკუთვნილი ტესტი

  • მოსმენის უნარები მნიშვნელოვანია პირისპირ კომუნიკაციის, შეხვედრების, ვიდეო კონფერენციებისა  თუ  სატელეფონო საუბრებისთვის.
  • კითხვის უნარები საჭიროა ელექტრონული ფოსტის, მოხსენებების, საინფორმაციო წერილებისა და სხვა სახის საქმიანი  მიმოწერებისთვის.

TOEIC® საუბრისა და წერისთვის განკუთვნილი ტესტები

  • სასაუბრო უნარები მნიშვნელოვანია ეფექტური პრეზენტაციების გასაკეთებლად, პირისპირ კომუნიკაციისათვის, შეხვედრებისთვის, ვიდეო კონფერენციებისთვის, ტელე კონფერენციებისა და სატელეფონო საუბრებისთვის.
  • წერითი უნარები აუცილებელია ელექტრონული ფოსტით საკომუნიკაციოდ და სხვა სახის ბიზნეს კორესპონდენციებისათვის.

HR hub: როგორ იყენებენ ორგანიზაციები TOEIC® ტესტებს?

TOEIC® ტესტები საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, რომ შეაფასონ თანამშრომლების ინგლისური ენის ცოდნის დონე ოთხივე უნარის გათვალისწინებით (საუბარი, კითხვა, მოსმენა, წერა) და შეაფასონ ისინი საერთაშორისო სტანდარტით.

TOEIC® საუბრისა და წერის ტესტები, მოსმენისა და კითხვის ტესტებთან ერთად, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ოთხივე საკომუნიკაციო უნარის სანდო შეფასებას და არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა დამსაქმებლისთვის ზუსტად შეაფასოს თანამშრომლების ან პოტენციური თანამშრომლების შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბროშურის მეშვეობით.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ანი დემეტრაშვილი – გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Email: a.demetrashvili@englishbook.ge

Tel: (+995) 577346588

როგორ შევამციროთ უბედური შემთხვევების ალბათობა სამსახურში?

მუშაობის პროცესში მიღებული ფიზიკური დაზიანებები ან სამსახურებრივი მიზეზით ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ დაზარალებულისათვის, არამედ კომპანიისთვისაც. Continue reading “როგორ შევამციროთ უბედური შემთხვევების ალბათობა სამსახურში?”

English Book Education-ის სპეციალური შეთავაზება HR hub – ის წევრებს

English Book Education-ს HR hub – ის წევრებისთვის უპრეცენდენტო შეთავაზება აქვს. Continue reading “English Book Education-ის სპეციალური შეთავაზება HR hub – ის წევრებს”

HR hub Next-ის წევრის კიდევ ერთი წარმატება – ანა ანდღულაძე HR Partners-ში დასაქმდა

HR hub Next-ის მე-2 ნაკადის წევრი ანა ანდღულაძე სტაჟირების შემდეგ, HR Partners-ში დასაქმდა. Continue reading “HR hub Next-ის წევრის კიდევ ერთი წარმატება – ანა ანდღულაძე HR Partners-ში დასაქმდა”

HR hub Next-ის წევრის თამუნა აბულაძის სტარტაპი ,,ემოცია”

თამუნა აბულაძე HR hub Next-ის მეორე ნაკადის წევრია. გამოირჩეოდა მუდმივი აქტიურობით და ენერგიულობით.

Continue reading “HR hub Next-ის წევრის თამუნა აბულაძის სტარტაპი ,,ემოცია””

250-ზე მეტი ჯგუფი და 109 ქორწილში დადგმული ცეკვა – გაიცანით ანი აბულაძე ქორეოგრაფი

HR hub: ანი მოგვიყევი როდის დაიწყე პირველად ცეკვა?

პირველად ცეკვა დავიწყე ქართული ცეკვის ანსამბლ “მერანში” 5 წლის ასაკში. თუმცა მთელი ოჯახი მეუბნება, ფეხი ავიდგი თუ არა, საათობით შემეძლო ერთ ადგილას ტრიალი მაიკლ ჯექსონის სიმღერებზე.

HR hub: საიდან წამოვიდა იდეა შეგექმნა შენი ცეკვის სტუდია?
კარგი კითხვაა. 18 წლის რომ გავხდი უკვე პროფესიაც მქონდა არჩეული. მეორე კურსზე ვიყავი “საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში” ფაკულტეტი რა თქმა უნდა ქორეოგრაფიული. ჩემს სახლში ასე ვთქვათ სარდაფი გავარემონტე და გადავაკეთე ცეკვის სტუდიად. იქვე სამეზობლოში გამოვაკარი რეკლამები და 15 სექტემბერს ჩემდა გასაოცრად დათქმულ დროს 25 პატარა პრინცესა მოვიდა ჩემთან ცეკვის შესასწავლად. ასე ჩამოყალიბდა ცეკვის სტუდია “ანისია”.

HR hub: ვის შეუძლია შენთან ცეკვაზე სიარული და რომელ ცეკვებს ასწავლი?
რა თქმა უნდა ყველას ვისაც სურვილი აქვს ასაკის შეუზღუდავად. “ანისიაში” შეისწავლით ქართულ და თანამედროვე ცეკვებს. 4 წელი ვასწავლიდი პატარებს და როდესაც უკვე სცენაზე უნდა გამეყვანა გავუშვი ბავშვები. საუკეთესო მოსწავლეები კი სუხიშვილებში მივიყვანე. რაც ძალიან მეამაყება.
შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ქორეოგრაფები, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მშობლების გაკოტრებით იწყობენ კარიერას. მე ეგ არ შემეძლო და ძალიან კარგი გამოსავალი ვიპოვე, ვდგამ ფლეშმობებს ქორწილებისთვის, ბანკეტებისთვის კორპორატიულებისთვის და ვისაც ცეკვა უყვარს.
HR hub: ვისაც ქორწილში ცეკვის დადგმა უნდა, მაშინვე შენ გიწევენ რეკომენდაციას. გაიხსენე პირველად ვის დაეხმარე საქორწილო ცეკვების ორგანიზებაში?

პირველად ფლეშმობი დავუდგი ჩემს მეგობარს ქორწილისთვის და მახსოვს ისე ვნერვიულობდი ქორწილში, რომ სანამ არ იცეკვეს არც მიჭამია და არც დამილევია.


HR hub: ძირითადად რა სურვილით მოგმართავენ ხოლმე სიძე-პატარძალი?

ძირითადად წყვილები მომმართავენ ცეკვა ქართულისა და ტანგოს შესასწავლად. ერთი კურიოზი გამახსენდა. წყვილი დადიოდა ქართულის შესასწავლად და ამავე დროს მათი მეგობრები მოვიდნენ ფლეშმობის დასადგმელად. ოღონდ ამას მივხვდით მაშინ, როდესაც ამ წყვილს მოჰყვა მეჯვარე, რომელიც ფლეშმობის ჯგუფთან ერთად დადიოდა. მოკლედ ერთი ქორწილისთვის ემზადებოდნენ. მეგობრები სიურპრიზს უკეთებდნენ ნეფე-დედოფალს. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ვითომ მეჯვარეს არ ვიცნობდი და თავიდან გავიცანი წყვილს რომ არაფერი ეეჭვათ.


HR hub: ერთი პერიოდი ძალიან აქტუალური იყო ქორწილში ცეკვების დადგმა, რა ვითარებაა ახლა?

კი მართალი ხარ ბოლო ორი წელია ისე აღარ არის მოდაში ქორწილებში დადგმული ფლეშმობების ცეკვა. თუმცა მე არ ვუჩივი მოსწავლეების ნაკლებობას.


HR hub: სულ რამდენი საქორწილო ცეკვა გაქვს დადგმული შეგიძლია გვითხრა?

8 წლის განმავლობაში სულ 250-ზე მეტი ჯგუფი მყოლია. აქედან 109 ქორწილში ვარ ნამყოფი. ბოლო სამი წელია უკვე აღარ დავდივარ ქორწილებში, რადგან ვინმე მეგობრის ან ნათესავის ქორწილში სიხარულით წავიდე.


HR hub: რომელიმე ცეკვა ხომ არ გახსოვს გამორჩეულად?

კი და ეს უნდა ნახოთ ჩემს ფეისბუქ გვერდზე. მე მიყვარს სიძეები რომ უკეთებენ ხოლმე მეგობრებთან ერთად პატარძალს სიურპრიზს. განსაკუთრებული ცეკვები გამოდის.
HR hub: რას საქმიანობ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩემს სტუდიაში ვასწავლი ქართული ცეკვის მოყვარულებს და სკოლაში ბავშვებს ჰიპ-ჰოპს.
HR hub:  რა არის შენთვის ცეკვა?

ძალიან ბანალურია, მაგრამ ყველაფერი. მე მჯერა რომ ადამიანს რა საქმეც უყვარს ის საქმე უნდა აკეთოს. ალბათ იმიტომ ვარ ჩემს საქმეში წარმატებული.

შრომის უსაფრთხოება ან სამუშაო კულტურა! ან როგორც გენებოთ!!!

ხშირად, სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გვხვდება სტატიები ან ბლოგები შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით. Continue reading “შრომის უსაფრთხოება ან სამუშაო კულტურა! ან როგორც გენებოთ!!!”

BBS- Best Business Solution – ბაზარზე ახალი HR საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა

BBS- Best Business Solution – ბაზარზე ახალი HR საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა. www.hrhub.ge – მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური HR ჟურნალი დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელს, ანა მიქელაძეს ესაუბრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. Continue reading “BBS- Best Business Solution – ბაზარზე ახალი HR საკონსულტაციო კომპანია გამოჩნდა”