შემოგვიერთდით

პალიტრა მედია ჰოლდინგს სტუდენტები საერთაშორისო გაცვლითი კონფერენციის ფარგლებში ეწვივნენ

პალიტრა მედია ჰოლდინგს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო გაცვლითი კონფერენციის ფარგლებში ეწვივნენ. Continue reading “პალიტრა მედია ჰოლდინგს სტუდენტები საერთაშორისო გაცვლითი კონფერენციის ფარგლებში ეწვივნენ”

„სოკარის“ მენეჯმენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების მოლარე- ოპერატორების როლი მოირგეს

19 ივლისს, ერთი დღით „სოკარის“ მენეჯმენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების ოპერატორების როლი მოირგეს. Continue reading “„სოკარის“ მენეჯმენტის თანამშრომლებმა ავტოგასამართი სადგურების მოლარე- ოპერატორების როლი მოირგეს”

,,რეფორმის პროგრესულმა მიმდინარეობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა“ – ლევან სურგულაძე

,,რეფორმის პროგრესულმა მიმდინარეობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა.“ Continue reading “,,რეფორმის პროგრესულმა მიმდინარეობამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა“ – ლევან სურგულაძე”

„მშენებლობის უსაფრთხოება“ – სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების აპლიკაცია შეიქმნა

 მობილური აპლიკაცია უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის მშენებლობებზე. Continue reading “„მშენებლობის უსაფრთხოება“ – სამშენებლო უსაფრთხოების სტანდარტების აპლიკაცია შეიქმნა”

„ყაზტრანსგაზი“ თანამშრომლების გადამზადებას და რებრენდინგს იწყებს

დღეიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

“თბილისი ენერჯისთვის“ პრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნეს გეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას.

„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

ეძებთ გრაფიკულ დიზაინერებს? – 3-4 აგვისტოს ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართება

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია „GeoLab”-თან თანამშრომლობით, თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში არსებულ ინოვაციურ ცენტრებსა და ტექნოპარკებში, ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსი განახორციელა. Continue reading “ეძებთ გრაფიკულ დიზაინერებს? – 3-4 აგვისტოს ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართება”

ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანაში, ახალი სიცოცხლე დაიბადა!

ფოთში, სასწრაფო დახმარების მანქანაში, ახალი სიცოცხლე დაიბადა! 🚑
ეკიპაჟის წევრებმა ქალბატონი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.
ახალშობილი გოგონა რამდენიმე წუთში დაიბადა.
“ჩვენს ექიმს – ქრისტინა დანელიას, ექთანს – სულიკო კოსტავასა და მძღოლს, ირაკლი ლოლუას მადლობას ვუხდი გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის! 💯 #გვეამაყება ❗” – სასწრაფო დახმარების სამსახური.
#საგანგებო2018 – #შენისიცოცხლისგადასარჩენად

“ვფიქრობ, რომ მოკლე დროში შევძლებთ სერიოზული შედეგის დადებას” – ეკატერინე ქარდავა

საქართველოში განხორციელდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომლის მიზანია დამსახურებაზე დაფუძნებული კარიერული განვითარება, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, ერთგულება, პროფესიონალიზმი, სტაბილურობა და ანგარიშვალდებულება.

რამდენად შეესაბამება მიზნებს რეალობა? – ამ და სხვა შეკითხვებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ გადაცემაში “ევროპის დროით” უპასუხა.

რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სისტემაში?

2012 წლის შემდგომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა თავისი ურყევი ნება, რომ მან უნდა შექმნას ჩვენს ქვეყანაში ისეთი მმართველობა, როგორიც არის დასავლურ სტანდარტზე ორიენტირებული, ევროპული ყაიდის საჯარო სამსახური. ეს გაცხადება სამართლებრივად განმტკიცდა 2014 წლის ბოლოს დამტკიცებულ კონცეფციაში საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ. მას მოჰყვა მთელი რიგი საკანონმდებლო საქმიანობისა.

ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი კანონი:

  1. კანონი საჯარო სამსახურისა და
  2. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ.

ამავე დროს, შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში მოქმედ კანონში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ და საქართველოს მთავრობამ გამომდინარე ამ ახალი რეგულაციებიდან შექმნა ძალიან ბევრი, თხუთმეტამდე სამართლებრივი აქტი, რომელიც უფრო დეტალურად არეგულირებს ამ წესებს.

რა კონკრეტული პრაქტიკული შედეგი მოგვიტანა ამ სიახლეება?

ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ინსტიტუციების დონეზე, პოლიტიკისაგან თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას. ასეთი საფუძვლიანი რეფორმა ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით არ ახსოვს და ეს არის სწორედ ის საფუძველი და ის ევროპული სტანდარტი, რომელიც პირველ რიგში კანონში, კანონქვემდებარე აქტებში განმტკიცდა და დღეს უკვე ვიმყოფებით იმპლემენტაციის ძალიან აქტიურ ფაზაში.

პოლიტიკისაგან თავისუფალი საჯარო მოხელე წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევა. დღეს რამდენად ხერხდება აქტების პრაქტიკაში გამოყენებას? რა ეტაპზე ვართ? როდის შევძლებთ ვთქვათ, რომ აღარ გვყავს პოლიტიკური ნიშნით დანიშნული ან გათავისუფლებული საჯარო მოხელე?

საჯარო სამსახურის რეფორმა ხანგრძლივი პროცესია. ეს არის თითოეული საჯარო მოხელის ცნობიერების შეცვლაზე დამოკიდებული, რომ მან გაიგოს, გაითავისოს რომ ვიმყოფებით ახალ რეალობაში.

ეს ნიშნავს, რომ უნდა ვემსახუროთ ქვეყანას, ხალხს და არა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ გუნდს, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საჯარო მოხელეები არიან ხალხის მხასურები.  ქცევა საჯარო სამსახურის ქცევა ხალხის მსახურებად არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება: სწავლებები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ლიტერატურა, რომ ადამიანს მიეწოდოს ახლებური რეგულაციების ცოდნა, ქცევის სტანდარტი.

ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

რა ვადებია ამისთვის საჭირო?

ვადების დათქმა არ შემიძლია, რადგან ასეთი პრაქტიკა არ ახსოვს არცერთი ევროპულ ქვეყანას.

პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ინსტიტუტის დანერგვას ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ათი და მეტი წელი მოანდომა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ქართველები ძალიან ჭკვიანი, გონიერი ვართ და ამდენი წელი არ დაგვჭირდება.

ჩვენ მეორე წელია შეფასების სისტემა დავნერგეთ, მაგრამ ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი შეცდომების გაანალიზება გვიწევს პარალელურად. ამიტომ ბევრი დონორი ორგანიზაცია გვეხმარება, როგორც ექსპერტული რჩევებით, ასევე სწავლებებით და ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძლებთ სერიოზული შედეგის დადებას.

პოლიტიკური ნება გაცხადდა, როცა მივიღეთ კანონი და კონცეფცია დაამტკიცა მთავრობამ და აღიარა რომ ჩვენს ქვეყანაში იგეგმება შეფასების სისტემა, კონკურსის ახალი წესი.

ეს ყველაფერი ასამოქმედებელია თვითონ მოხელის, მენეჯერის, პროფესიული საჯარო მოხელეთა კორპუსის მიერ, რომელთა კანონის აღსრულების ნაწილშიც მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მერი, მერის მოადგილე, წესით აღარ ერევა, რადგან კანონში მათი ჩართულობა, თუნდაც საკონკურსო ეტაპზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ეტაპზე არის ძალიან მინიმალური ან მინიმუმამდე დაყვანილი.

თითოეული საჯარო დაწესებულება თვითონ განსაზღვრავს დამატებით მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულ მოხელეს სჭირდება თავისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის.

საჯარო სამსახურში ადამიანი მიიღება ცოდნის, კვალიფიკაციის და უნარების ერთობლიობის შეფასებით და არა პოლიტიკური ხედვის, ორიენტაციის.

როცა ადამიანი ხდება მოხელე მას ერთი წლის ვადაში ევალება გაიაროს ტრენინგ კურსი, სპეციალური მომზადება. სხვადასხვა მოხელეს სხვადასხვა კურსი აქვს, რომელშიც ინტეგრირებულია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები, რაც მათ უნდა იცოდნენ საბაზისო დონეზე, თუმცა ის პირები, ვინც ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობს,უფრო გაღრმავებული სპეციალური კურსები აქვთ.

სწავლების ეს წესი ამოქმედა რამდენიმე თვეა. ეთიკის მიმართულებით ვამზადებთ საჯარო მოხელეს მაგალითად ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ. მთავარია სწავლების სისტემა არის ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებული.  აქამდე ეს არი იყო. ახალმა რეფორმამ და რეგულაციებმა შემოიტანეს ეს ახალი რეალობა.

რა უნდა გაკეთდეს რომ რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ესმოდეს რას ნიშნავს ევროპასთან ასოცირება?

ეს 2019-20120 წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს პრიორიტეტია. მიზნად ვისახავთ რეგიონებთან მეტ კომუნიკაციას. ახალმა კანონმა მოსპო სხვაობა მოხელეს შორის, რომელიც დასაქმებულია ცენტრალურ უწყებაში და თვითმმართველობაში.

საჯარო სამსახურის ბიურო UNDP – სთნ ერთად იწყებს უნიკლურ პროექტს. ეს არის ცენტრალური საჯარო მოხელეების ადამიანური რესუსრსების  მართვის განყოფილების გამოცდილი მოხელეების მივლინებები  ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც ისინი უკვე ასწავლიან მათ კეთებით, დაეხმარებიან მუშა პროცესში. ეს წლის ბოლოს დაიწყება. ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმს მოიცავს.

ყველა რეგიონს ეყოლება კვალიფიციური HR მენეჯერი შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხში

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების -GIZ-ის პროგრამის “ადგილობრივი თვითმმართველობა სამხრეთ კავკასიაში” ორგანიზებით დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია თვითმმართველობებში თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის განვითარების ხელშეწყობა. Continue reading “ყველა რეგიონს ეყოლება კვალიფიციური HR მენეჯერი შესრულებული სამუშაოს შეფასების საკითხში”

Connections – ბაზარზე ახალი რეკრუტინგული კომპანია გამოჩნდა

ბაზარზე გამოჩნდა ახალი ქართული რეკრუტინგული კომპანია Connections, რომლის დამფუძნებლებიც ნინო ხაჭაპურიძე და თამარ კიკვაძე არინ Continue reading “Connections – ბაზარზე ახალი რეკრუტინგული კომპანია გამოჩნდა”