შემოგვიერთდით

“ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის პორტს გააფართოვებს და 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

ფოთი, საქართველო „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.

Continue reading ““ეიპიემ ტერმინალსი“ ფოთის პორტს გააფართოვებს და 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის”

მაია რობაქიძე ANOVA-ს გუნდს შეუერთდა

მაია რობაქიძე შეუერთდა კვლევით კომპანია ANOVA-ს გუნდს, სადაც ის კვლევის კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს. მაია რობაქიძე, 8 წელზე მეტი პსპ ჯგუფის ადამინური რესურსების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. Continue reading “მაია რობაქიძე ANOVA-ს გუნდს შეუერთდა”

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა

საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებული და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი მოქალაქეებისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ჯერ არ ჰქონდა შესრულებული.

ამასთან, საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ყველა თვითდასაქმებულისთვის, მიუხედავად მისი ასაკისა და ყველა დასაქმებულისთვის, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 ან მეტი წლის იყო.
პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის 40 წელი ჰქონდათ შესრულებული, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, ყოველთვიურად,დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.
თვითდასაქმებული საპენსიო სქემის მონაწილე კი, რომელიც სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, ინდივიდუალურ ანგარიშზე თავისი დაუბეგრავი შემოსავლის 4%-ს ჩარიცხავს, ხოლო სახელმწიფო დაუბეგრავი შემოსავლის 2%-ს დაუმატებს.
საპენსიო ასაკის მიღწევიდან ნებისმიერ დროს, პირი დაგროვილი საპენსიო თანხის ყოველთვიურად გატანას განცხადების საფუძველზე შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, საპენსიო სააგენტოს ელექტრონული აღრიცხვის სისტემაში შეეძლებათ. სადაც შეუძლიათ გადავიდენ საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდიდან. ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, თვალი ადევნონ, მისი თანხა რა აქტივებშია განთავსებული და როგორია აღნიშნული აქტივების ფასი.

საპენსიო სქმისა და რეფორმასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გაცნობა მოქალაქეებს ვებ-გვერდზე www.pensions.ge შეეძლებათ.

BAG “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის არსებული ფორმით ყველა ბიზნეს სუბიექტზე გავრცელებას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგანგაშოდ მიიჩნევს.

Continue reading “BAG “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის არსებული ფორმით მიღებას ეწინააღმდეგება”

“პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი” ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­და

26 დე­კემ­ბერს „ბილთმორ თბი­ლის­ში“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და­ჯილ­დო­ვე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“ გა­ი­მარ­თა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გენ­ტო “პრო­ფი­ლის” ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტრა­დი­ცი­ად იქცა და წელს მე­თექ­ვსმე­ტედ ჩა­ტარ­და. „ქარ­თუ­ლი ბრენ­დის დღე 2018“-ზე პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და­ჯილ­დოვ­და რო­გორც ლი­დე­რი კომ­პა­ნია.

,,ჩვენ­თვის ეს ჯილ­დო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ლი­დე­რო­ბა მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია, როცა უკვე 23 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვმოღ­ვა­წე­ობთ. 23 წე­ლია პა­ლიტ­რა ახერ­ხებს, ლი­დე­რის პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ეს არის იმ დიდი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, მის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ნა­კი­თხო­ბა­ზე და ა.შ. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე პა­ლიტ­რა გან­ვი­თარ­და უფრო ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვიდ­რე მხო­ლოდ ერთი გა­ზე­თია, რომ­ლი­თაც და­ი­წყო მისი ის­ტო­რია. დღე­ის­თვის ჰოლ­დინ­გი მო­ი­ცავს არა მხო­ლოდ მე­დია სახ­ლს, არა­მედ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­საც, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს, სხვა­დას­ხვა სა­იტს და სხვა. ჰოლ­დინ­გში 2000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ეს წარ­მა­ტე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბაა“ – აცხადებს ირაკ­ლი სა­ა­მიშ­ვი­ლი, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

წყარო:ambebi.ge

26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართა

HR hub-მა Grant Thornton-თან თანამშრომლობით, ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” ჩაატარა. შეხვედრას სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერები ესწრებოდნენ.

Continue reading “26 დეკემბერს ვორქშოპი “საპენსიო რეფორმის ტექნიკური ამბები” გაიმართა”

21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სამსახურში პირველად აიყვანა

18 წლის ამბროლაურელი, გიორგი არველაძე როდესაც ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” ტესტირებას გადიოდა, იცოდა რომ წარმატებას მიაღწევდა. თუმცა, მაღალი ქულის მოლოდინი არ ჰქონია. Continue reading “21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სამსახურში პირველად აიყვანა”

საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობის გამოყენება მოხდება მხოლოდ საფრანგეთის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი სპეციალისტების შერჩევის შედეგად – ვახტანგ მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემვახტანგ მახარობლიშვილმასაფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ „საქართველოსმთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

Continue reading “საფრანგეთში დასაქმების შესაძლებლობის გამოყენება მოხდება მხოლოდ საფრანგეთის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი სპეციალისტების შერჩევის შედეგად – ვახტანგ მახარობლიშვილი”

წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის ნომინაციაში სს მისო ,,კრისტალმა” გაიმარჯვა

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის “მელიორა 2018-ის” ნომინაციაში წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია – სს მისო ,,კრისტალმა გაიმარჯვა. Continue reading “წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის ნომინაციაში სს მისო ,,კრისტალმა” გაიმარჯვა”

„კეთილი განწყობით“ – კამპანია მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს „კეთილი განწყობით“ იწყებს.
ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
კამპანიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია “არტ ჰაუზში” გაიმართა.
ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეაა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და და მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლება კეთილი განწყობის გასაზიარებლად.
მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე. 

კამპანიის ფარგლებში შემდეგი აქტივობები ჩატარდება: 


• სპეციალურად პროექტისთვის შემუშავდა კამპანიის ლოგო;
• დამზადდა კამპანიის სარეკლამო სტიკერები, როგორც პროექტის დასახელებით „კეთილი განწყობით“, ასევე, სხვადასხვა ლოგანების გამოყენებით: #გაუღიმებარმენს#გაუღიმეგამცილებელს#გაუღიმეგიდს“ და სხვა.
• მომზადდა კამპანია „კეთილი განწყობით“ საინფორმაციო- სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გავრცელება მოხდება სოციალური ქსელის მეშვეობით.
• შეიქმნა კამპანიის ფეისბუქ გვერდი.
• დაიგეგმა გამოწვევის აქტივობები ინსტაგრამზე.
• ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მეტრო სადგურებში და ავტობუსის გაჩერებებზე განთავსდება სარეკლამო ბანერები, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები (მიმტანი, სასტუმროს დიასახლისი, გიდი და სხვა);
• თბილისში, ტურისტულად დატვირთულ ადგილას მოეწყობა ღიმილის კედელი. კედელზე გაიკვრება, როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების ფოტოები, ასევე იმ ადამიანების ფოტოები, ვინც ფეისბუქ გვერდის გამოწვევის კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას.
• ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდება ინოვაციური AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიის მონიტორები და გამოსახული იქნება მომსახურების სფეროს წარმომადგენლების პორტრეტები, რომლებიც მოღუშული სახით გვიმზერენ. პორტრეტი გაიღიმებს მაშინ, როდესაც კამერის წინ მდგომი გამვლელი თავდაპირველად მას გაუღიმებს.

Continue reading “„კეთილი განწყობით“ – კამპანია მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის”