შემოგვიერთდით

როგორი იქნება კომერციული ატაშეების სამუშაოს აღწერილობა ?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეს თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი გადამზადების შემდეგ მუშაობას გააგრძელებენ შემდეგ ქვეყნებში:

  • აშშ,
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,
  • თურქეთის რესპუბლიკა,
  • დიდი ბრიტანეთი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები,
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

კომერციული ატაშეები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, დაინიშნებიან უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე.

ატაშეს როტაციის ვადა 3 წელია.

“კომერციული ატაშეების საქმიანობა ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ექსპორტის ხელშეწყობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საერთაშორისო ტურისტების მოზიდვასა და საერთაშორისო ბიზნეს-ტენდენციების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობასა და საქართველოში დანერგვაზე. კომერციული ატაშე ხელს შეუწყობს ქართველი ექსპორტიორების და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქციის შეღწევას მიზნობრივ ბაზრებზე და კონტრაქტების მოპოვებას. კომერციული ატაშე ასევე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. შერჩევის პროცესი 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: განაცხადების გადარჩევა, სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე ფორმით შეფასება (წერითი დავალება, პრეზენტაცია, ენის ცოდნის დადგენა, გასაუბრება და ა.შ.) და სავალდებულო სწავლება. კანდიდატს მოეთხოვება არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სტრუქტურაში საერთაშორისო ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.კონკრეტული ქვეყნების მიხედვით დადგენილია ასევე უცხო ენების ცოდნის ვალდებულებაც”, – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ცნობით, საკონკურსო განცხადების მიღება დრეს დაიწყო და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
განაცხადის შეტანის მსურველებმა განაცხადი დასაქმების სახელმწიფო პორტალის HR.GOV.GE საშუალებით უნდა გააგზავნონ.

რუსთავში გიორგი ქადაგიძის ლექცია “პროფესიის შერჩევა თანამედროვე მსოფლიოში” გაიმართა

4 მარტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალურ თეატრში ილიაუნის ღია კარის დღე გაიმართა. Continue reading “რუსთავში გიორგი ქადაგიძის ლექცია “პროფესიის შერჩევა თანამედროვე მსოფლიოში” გაიმართა”

გაიხსნა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“, რომელშიც 100 ადამიანია დასაქმებული

თბილისს ახალი სასტუმრო შეემატა. Continue reading “გაიხსნა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“, რომელშიც 100 ადამიანია დასაქმებული”

“ენერგო-პრო ჯორჯია” პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” განაგძობს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას. Continue reading ““ენერგო-პრო ჯორჯია” პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს”

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს სასტუმრო “Hotel Coste”-ში გაიმართება

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები. Continue reading “HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს სასტუმრო “Hotel Coste”-ში გაიმართება”

რა შედეგები აქვს კვლევას საპენსიო რეფორმის შესახებ ?

საქართველოს პარლამენტში დღეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის საპენსიო რეფორმის შესახებ დიალოგი გაიმართა. Continue reading “რა შედეგები აქვს კვლევას საპენსიო რეფორმის შესახებ ?”

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერი გამოცხადდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება. Continue reading “საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერი გამოცხადდა”

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში HR მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა. Continue reading “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში HR მენეჯერებთან შეხვედრა გაიმართა”

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მეორე მოსმენით განიხილეს

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თანმხლებ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. Continue reading “შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მეორე მოსმენით განიხილეს”