შემოგვიერთდით

აღმოაჩინეთ თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა

პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. Continue reading “აღმოაჩინეთ თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა”

“თანამშრომლები, ისე როგორც არასდროს, საჭიროებენ HR მენეჯერის ყურადღებას, რჩევებს და ინფორმაციის მიღებას” – ნინო ბურჯალიანი

პანდემიის გამო სასტუმრო სექტორი უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. HR hub ესაუბრა Accor ჯგუფის” სასტუმროების (Mercure Tbilisi Old Town და ibis styles Tbilisi Center) ტალანტებისა და ორგანიზაციული კულტურის მენეჯერს, ნინო ბურჯალიანს, რომელმაც მოგვიყვა გამოწვევების დაძლევის მათეულ სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.

HR hub: ნინო როგორც ვიცით, პანდემიის განმავლობაში შეინარჩუნეთ თანამშრომლები, როგორ მოახერხეთ ეს?

მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი სასტუმროები #MercureTbilisiOldTown და #ibisStylesTbilisiCenter. ჩვენ ვართ ACCOR ჯუფის წევრი სასტუმროები. ACCOR-ი გახლავთ ფრანგული ჯგუფი, რომელსაც 55 წლის ოპერირების ისტორია აქვს და აერთიანებს 5000- მდე სასტუმროს მთელს მსოფლიოში.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უკვე 5 წელია ვმუშაობ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სფერო ასეთი სირთულის წინაშე ჯერ არ ყოფილა. მაგრამ აქვე სიამაყით ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენმა კომპანიამ და მმართველმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი თანამშრომლების შენარჩნუნებისთვის, რაც სამწუხაროდ ბევრმა კომპანიამ ვერ/არ გშეძლო.

ჩვენი სასტუმროები არ დაკეტილა არც ერთი დღით და მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილებების წყალობით მოწინავე ადგილს ვინარჩუნებთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.

HR hub: კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში და როგორ გაართვით თავი კრიზისულ პერიოდს?

ჩვენი გაყიდვების გუნდის დამსახურებით, მიჩვეულები ვიყავით სეზონზე და არამარტო 100%-იან დატვირთვას. ახლა კი მოგვიხდა გარკვეულწილად სტრატეგიის შეცვლა და აქცენტირება გავაკეთეთ კვებისა და სასმელების მიმართულებაზე. განვაახლეთ რესტორანი Mercure-ში და გავხსენით ASADO Steakhouse, რომელიც მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა. ასევე განახლებული კონცეფციით კარი კვლავ გააღო ibis Styles-ის  ტერასამ – Rum Roof Kitchen & Bar.

HR hub: გაკვეთილი, რაც პანდემიამ თქვენ, როგორც HR მენეჯერს გასწავლათ …

გარკვეულწილად Covid19 -მა გამომაფხიზლა და ბევრი რამ სხვა კუთხიდან დამანახა. HR მნიშვნელობა სწორედ ახლა უფრო მეტად გამოიკვეთა. თანამშრომლები, ისე როგორც არასდროს, საჭიროებენ HR ის ყურადღებას, რჩევებს და ინფორმაციის მიღებას. პანდემიამ მასწავლა საკუთარი ემოციების უკეთ მართვა, რადგან მე ვიყავი კრიტიკულ მომენტში მაგალითი და პანიკის უფლება არ მქონდა.

მე და ჩემი თანაგუნდელი, ანა პაპიაშვილი, მაქსიმალურად ჩავერთეთ Covid19-ის პრევენციის ღონისძიებების გატარებაში პირველივე დღიდან. ფაქტობრივად ვიყავით წინა ფლანგზე და ყველანაირად ვცდილობდით ჩვენი თანამშრომლების მხარდაჭერას და მოტივირებას.

ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია. ცხოვრება ბუმერანგია, როდესაც ზრუნავ და გასცემ სითბოს ადამიანებისთვის, იგივე გიბრუნდება.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩემი აზრით, თუ ერთხელ შეაბიჯე ფეხი სტუმარ-მასპინძლობის სამყაროში და შეიყვარე იგი, არასდროს დატოვებ ამ სფეროს, შესაბამისად მეც აქ ვრჩები.

სამომავლოდ კი ვგეგმავთ მესამე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, Swissôtel-ის  გახსნას, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.

Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს!

Make It Bright 2021 არის საინტერესო გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნის წარმომადგენელი. Continue reading “Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს!”

“ალფა ჰაბი” – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “ალფა ჰაბი” გაიხსნა. სივრცე მდებარეობს კომპლექსში “შენი სახლი ჯიქიაზე”, ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში და მოიცავს შემდეგ ფუნქციურ სივრცეებს:

  • საკონფერენციო დარბაზი;
  • სივრცე პირადი შეხვედრებისთვის;
  • სამუშაო ოთახები;
  • სივრცე პრეზენტაციისთვის;
  • სივრცე ტრენინგებისთვის.

ორი ტრენინგი უკვე ჩანიშნულია.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

სივრცის დასაჯავშნად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 599116811.

დამსაქმებლების რეგისტრაცია მარი ბურდულის სახელობის ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე დაიწყო

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და HR hub-ის მხარდაჭერით მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი გაიმართება.  Continue reading “დამსაქმებლების რეგისტრაცია მარი ბურდულის სახელობის ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე დაიწყო”

რა სახის დისკრიმინაციულ მოთხოვნებს შეიცავს ვაკანსიები?

საქართველოს კანონმდებლობით ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია: Continue reading “რა სახის დისკრიმინაციულ მოთხოვნებს შეიცავს ვაკანსიები?”

GoandGrow – 15 მარტს რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის პრეზენტაცია გაიმართება

15 მარტს 17:00 რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის GoandGrow  ონლაინ პრეზენტაცია HR hub – ის Facebook – გვერდზე გაიმართება. Continue reading “GoandGrow – 15 მარტს რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის პრეზენტაცია გაიმართება”

,,მასწავლებლისთვის უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა” – 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი

ვაგრძელებთ რუბრიკას ,,უხუცესი თანამშრომელი”  და ამჟამად 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი-ხუტუაშვილი გვინდა გაგაცნოთ, რომელიც თელავის რაიონის სოფ. ფშაველის საშ. სკოლაში 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. Continue reading “,,მასწავლებლისთვის უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა” – 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი”

WEEKSy – სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნა

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 1-ელი მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები. Continue reading “WEEKSy – სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნა”

სამსახურს ეძებ?! – JTI-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ  JTI-ს HR ბიზნეს პარტნიორის თიკო ჯანაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენ JTI ვართ, Japan Tobacco International და ჩვენ თავისუფლების გვჯერა. არჩევანის თავისუფლების პირობებში, ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობისაც გვჯერა. ბოლო 20 წელია, ინოვაციურ და მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით, ჩვენს მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება რომ შევუქმნათ. ასე გავიზარდეთ, ასე განვვითარდით იმ 130 ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.

თუმცა, ჩვენი ბიზნესი სულაც არ არის უბრალოდ ბიზნესი. ჩვენი ბიზნესი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათი ტალანტი, მათი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ჩვენს თანამშრომელს აქვს თავისუფლება, იყოს უბრალოდ ის, ვინც არის, გაიზარდოს, იმოგზაუროს და განვითარდეს, სწორედ მაშინ ხდება საოცარი ამბები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ.

  • სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები მთელ მსოფლიოში არჩევანს სწორედ JTI -ში მუშაობაზე აკეთებენ.
  • სწორედ ამიტომ, ყოველი 9 თანამშრომელი 10-დან მეგობარს ურჩევს ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყებას.
  • სწორედ ამიტომ, ექვსჯერ ზედიზედ გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ვიღებთ.  

თუ შენც მზად ხარ, არჩევანი გააკეთო ისეთ კარიერაზე, რომელსაც შეიყვარებ, ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეიყვარებ, შემოგვიერთდი: #JoinTheIdea.

უფრო მეტს კი ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობ: jti.com

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს

შეცდომებს, რომლებზეც სწავლობ. იმედგაცრუებას, რომლის გამო მეტად აფასებ ღირსეულ ადამიანებს. ადამიანის მომავლის ერთგვარი ჭვრეტის უნარს.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

ადამიანის მიდგომას, ღირებულებებს, ერთგულებას და მზაობას, ისწავლოს და განვითარდეს.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

განვიხილავ ყველა რეზიუმეს. ფორმის გამო უარს რეზიუმის წაკითხვაზე არასოდეს ვამბობ.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში

განვითარების უდიდესი შესაძლებლობები, კარგი გუნდი, საერთაშორისო გარემო, საინტერესო ბიზნესი.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

იყავით გულწრფელები. ილაპარაკეთ, თქვენ გისმენენ. განვითარდით. შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.