შემოგვიერთდით

კარიერისა და დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  3 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 27მ), 17:00-20:00 სთ-ზე კარიერისა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები. Continue reading “კარიერისა და დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ – თამარ სეთური

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით,  6 მაისს, ვაკის პარკში, 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით გაიმართება კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი.

Continue reading “კანდიდატებს ვეტყოდი „იაქტიურეთ, იყავით რაც მთავარია ბუნებრივები და გახსნილები!“ – თამარ სეთური”

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეკომენდაციები, მხარდაჭერა და რჩევები სჭირდებოდათ სამსახურის ძიების/კარიერის სწორად დაგეგმვის პროცესში. Continue reading ““შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ”

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswissის მხარდაჭერით,  10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. Continue reading “10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება”

HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!

მესამე წელია HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!”

სამსახურს ეძებ?! – ტელეკომპანია “იმედს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება.

სამსახურის მაძიებლები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8 შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ტელეკომპანია ,,იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის სალომე ბაზერაშვილის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენი ორგანიზაციის კორპორატიული კულტურა წლების მანძილზეა ჩამოყალიბებული. „იმედი“  – ეს არის ძლიერი განცდა ძალიან შენის, ოჯახის, გარემოსი, რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იმდენად შენია, რომ უკვე ზღვარიც არ არსებობს საქმესა და პირად ცხოვრებას შორის. ორგანიზაციული კულტურა გიბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ, სიახლისკენ, შემოქმედებითობისკენ. ეს არის გარემო, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა გამოავლინოს, წარმოაჩინოს თავი, იგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა იმ დიდ მთლიანობაში, რასაც „იმედი“ ჰქვია. ეს არის საქმე, სადაც აუცილებელია ერთმანეთის მხარდაჭერა და რწმენა ორგანიზაციული შედეგების მიღწევისთვის.
HR hub: 
იყო HR პროფესიონალი ნიშნავს ….

კარგად იცნობდე ორგანიზაციას, მის კულტურას, გუნდს, პოზიციების საკვალიფიკაციო სპეციფიკას, იყო ორიენტირებული ორგანიზაციის განვითარებაზე,  ისეთი თანამშრომლებით დაკომპლექტებაზე, რომელიც მოერგება არსებულ გარემოს, გუნდს და ორგანიზაციის განვითარებაში შეიტანს თავის წვლილს. ასევე რეკრუტერისთვის მნიშვნელოვანია  იყოს აღჭურვილი იმ პროფესიული უნარ ჩვევებით, რომელიც დაეხმარება თავისი როლი წარმატებით შეასრულოს  ამ განვითარების პროცესში.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

კანდიდატის დამოკიდებულებას ორგანიზაციის მიმართ. ძალიან სასიამოვნოა, როცა კანდიდატმა იცის სად და რატომ არის მოსული. ფლობს ზოგად ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, ბრმად არ აქვს რეზიუმე გამოგზავნილი, იმისთვის რომ იქნებ დაურეკონ.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

ამ კითხვაზე პასუხი გამიჭირდება, რადგან რეზიუმეს ყოველთვის განვიხილავ პოზიციასთან მიმართებაში. ყოფილა შემთხვევა ერთ წინადადებიანი რეზიუმეც განმიხილავს, გააჩნია წინადადებას.  თუმცა ძალიან შთამბეჭდავია მოწესრიგებული,  ლაკონური და დამსაქმებლის მოთხოვნებზე მორგებული რეზიუმეები.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

კანდიდატი, რომელიც ემზადება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი, ემზადება ძალიან დიდი პროფესიული თავგადასავალისთვის. ეს არის სფერო, რომელიც არასდროს გაძლევს მოდუნების შესაძლებლობას. ყოველი დღე თავისებურად საინტერესოა. ორგანიზაცია და გუნდი განვითარებაზე ორიენტირებული, დინამიური. ეს არის სფერო, რომელიც თუ აღმოაჩინე რომ შენია, მთლიანად ხდება შენი ცხოვრების განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

კარგად ჩამოყალიბდნენ რა მიმართულებით უნდათ პროფესიული განვითარება და რა საქმის კეთება მიანიჭებთ სიამოვნებას. იყვნენ გახსნილები ახალი გამოწვევებისთვის, ორიენტირებულები განვითარებაზე. კარგად გააანალიზონ დამსაქმებლის საჭიროებები  და შეძლონ საკუთარი უნარ შესაძლებლობების ობიექტური პრეზენტაცია, იმისთვის რეალურად აჩვენონ  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ორგანიზაციამ მათ სასარგებლოდ. არ დანებდნენ  დასახული მიზნის მიღწევის პროცესში.

სამსახურს ეძებ?! – კროკობეთს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

Continue reading “სამსახურს ეძებ?! – კროკობეთს შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! – კრედო ბანკს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! – კრედო ბანკს შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! – მეიჯერელ ჯორჯიას შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! – მეიჯერელ ჯორჯიას შენთვის ვაკანსიები აქვს”

300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკები“ დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს!

300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკებმა“ დასაქმების მასშტაბური პროექტი დაიწყო. Continue reading “300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკები“ დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს!”