შემოგვიერთდით

გენო ძიძიგური ყაზახეთში Hilton Astana-ს HR გუნდს უხელმძღვანელებს

გენო ძიძიგური, რომელსაც HR სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, სამუშაოდ ყაზახეთში გადავიდა. ის Hilton Astana-ს HR გუნდს უხელმძღვანელებს.

HR hub: რატომ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ასტანაში გადასულიყავი სამუშაოდ?

ყოველთვის მზად ვარ ახალი და საინტერესო გამოწვევებისთვის, მივიღე შემოთავაზება და მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ჰილტონ ასტანას დიდი ოჯახის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის, ბელგიის და ევროპის სხვა ქვეყნის ჰილტონში ადამიანური რესურსების მიმართულებით უკვე მქონდა ნანახი, გაგებული და მიღებული სამუშაო პრაქტიკა, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება გადმოვსულიყავი ყაზახეთში, გამეცნო მათი სამუშაო კულტურა და საქმიანი პროცესების მართვის პოლიტიკა. გარდა ამისა, ალბათ როგორც ყველას, ასევე მეც მიყვარს უცხო ტრადიციების შეცნობა და ახალი ადამიანების გაცნობა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში.

HR hub: როგორ შეეგუე ახალ გარემოს, გუნდს?

ჯერ სულ რამდენიმე დღეა რაც შემოვუერთდი ჰილტონ ასტანას გუნდს და მაშინვე ვიგრძენი თუ როგორი სტუმართმოყვარეობის გრძნობით სავსე ერია ყაზახეთი. აქ დამხვდა ფანტასტიკური გუნდი, თითოეული მათგანისგან ვგრძნობ ძალიან დიდ სითბოს, ყურადღებას და პატივისცემას. სწორედ ამიტომ, ძალიან სწრაფად ვადაპტირდები უცხოურ გარემოში და ვერთვები აქტიურ სამუშაო პროცესში. აქ კარგად იცნობენ საქართველოს, მის სამზარეულოს და ღვინოს. ჰოდა ჩვენც, რა დაგვრჩენია, თუ არა, საქართველოს სილამაზისა და უნიკალურობის შესახებ ამბების გაზიარება. ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ადამიანური რესურსების დეპარტამენტის გუნდის წევრებმა ქართული ელემენტები ჩართეს ჩემი დახვედრის გამოცდილების კიდევ უფრო გასალამაზებლად, რამაც შინაგანად ძალიან ამაყად მაგრძნობინა თავი.

HR hub: მართალია, ჯერ ახალი დაწყებული გაქვს მუშაობა, თუმცა ხომ არ იგრძნობა განსხვავება ქართულ და ყაზახურ მენეჯმენტს შორის?

მენეჯმენტზე ნაკლებად, მაგრამ ქართველ და ყაზახ ერებზე შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს მსგავსება ეროვნულ ღირებულებებთან და პატრიოტიზმთან მიმართებაში. მათაც ისევე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ისინიც ისევე სცემენ თავიანთ ტრადიციებს პატივს, როგორც ჩვენ.

HR hub: რა არის ის, რასაც პირველი გააკეთებ ახალ გუნდში?

პირველი, რასაც გავაკეთებ გუნდის წევრების კარგად გაცნობა და მათი სამუშაო პირობების გულდასმით შესწავლაა. ვფიქრობ, ჩემი პირველი ამოცანაა, რომ შევძლო თითოეული დასაქმებულის სამუშაო პირობების შეფასება, არსებული ბენეფიტების გაუმჯობესება და გაძლიერება. ჩემი, როგორც ყველა ეიჩარის მიზანი არის, გუნდის წევრების ბედნიერება კომპანიაში, სადაც თითოეულმა დასაქმებულმა იცის, რომ მათ უსმენენ, პატივს სცემენ და აფასებენ. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მდგრადი განვითარების პროექტების წარმართვა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი და უხაროდეს სამსახურში მოსვლა” – გენო ძიძიგური

ჰილტონ ბათუმი საქართველოში პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საუკეთესო სამუშაო ადგილის – „Great Place to Work®“ სერტიფიკატი მოიპოვა. Continue reading “,,ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს ბედნიერი და უხაროდეს სამსახურში მოსვლა” – გენო ძიძიგური”

ბათუმში HR hub – ის პირველი ღონისძიება “HR ცხელ სეზონზე” ჩატარდა

ბათუმი HR hub – ის რეგიონული ღონისძიებების ცენტრი გახდა დასავლეთ საქართველოში.  Continue reading “ბათუმში HR hub – ის პირველი ღონისძიება “HR ცხელ სეზონზე” ჩატარდა”