შემოგვიერთდით

GULF – “ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ განსაზღვრავთ დასაქმების პირობებს”

Gulf Georgia ნავთობკომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. 2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” წარმოადგენს.
“შრომა ყოველთვის უფრო მომგებიანია ვიდრე სახლში უსაქმოდ ყოფნა.
ამიტომ…
ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თქვენ განსაზღვრავთ დასაქმების პირობებს.
ჩვენთან, თქვენ ირჩევთ დასაქმების ადგილმდებარებობას (თბილისის მასშტაბით ავტოგსამართ სადგურებზე) და ინტენსივობას
(დილის / საღამოს ცვლში – 07:00 საათიდან 23:00 საათამდე – ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით).
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს სწავლებას, დაზღვევას და სრულად ავანაზღაურებთ ნამუშევარ თითოეულ დღეს.” – აცხადებენ კომპანიაში.
ავტოგასამართი სადგურის ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 379150.

როგორ დავსაქმდეთ Retail Group Georgia-ს ახალ ბრენდულ მაღაზიებში?

28 სექტემბერს,  საბურთალოს City Mall-ში Retail Group Georgia-ს 14 ახალი მაღაზია გაიხსნება. Continue reading “როგორ დავსაქმდეთ Retail Group Georgia-ს ახალ ბრენდულ მაღაზიებში?”

Retail Group Georgia – 220 ვაკანსია 59 ბრენდულ მაღაზიაში

Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. Continue reading “Retail Group Georgia – 220 ვაკანსია 59 ბრენდულ მაღაზიაში”

გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი

ნათქვამია არასდროს არ არის გვიან დაიწყო ახალი საქმე. 73 წლის გიორგი ბაქანიძე, რომელიც ,,გლოვოს” კურიერად მუშაობს, ამის ნათელი მაგალითია. Continue reading “გაიცანით, გიორგი ბაქანიძე, 73 წლის, გლოვოს კურიერი”

გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით

მანიკურის და პედიკურის სალონების ევროპული ქსელ Tenten Nail Studio Tbilisi-ს, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს მათთვის, ვისაც ფრჩხილების მოვლა-გალამაზება უყვართ. Continue reading “გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით”

,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე

„ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 265 სავაჭრო ობიექტს.  Continue reading “,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე”

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდების გადამზადების პროგრამას იწყებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: თბილისი მერიის ვებ-გვერდს

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

HR hub-ის რეკრუტინგული კამპანია “აგროჰაბისთვის” – არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!

HR hub-მა “აგროჰაბისთვის”  რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!” დაგეგმა და განახორციელა. Continue reading “HR hub-ის რეკრუტინგული კამპანია “აგროჰაბისთვის” – არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!”

ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!

ნინო ჯინჯოლავა – ალბათ ეს სახელი და გვარი HR-ში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას ეცნობა. ნინოს ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Continue reading “ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!”