შემოგვიერთდით

დასაქმების ონლაინ კვირეული – დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგროდუოს” და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგი, მასტერკლასები და საინფორმაციო შეხვედრები ექვს სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი;
  • კახეთი.

1 დეკემბერი 15:00 საათზე ტრენინგზე,  ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:

  • ლინკდინის როლი დასაქმებაში;
  • დასაქმების ელექტრონული პლატფორმების მიმოხილვა;
  • გასაუბრებისთვის მომზადება;
  • რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა.

Zoom/რეგისტრაციისთვის: გადადით ლინკზე

 USAID Zrda  უზრუნველყოფს მასტერკლასებს შემდეგ დარგებში:

2 დეკემბერი:

  1. მეფუტკრეობა 11:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/88657908746
  2. მეხილეობა 15:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/89408263823

დასაქმების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მეწარმეებთან/დამსაქმებლებთან შეხვედრები: 5 და 7 დეკემბერი.

დასაქმების ონლაინ კვირეულში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა/მეწარმეებმა მოგვწერეთ info@hrhub.ge.

დარეგები და რეგიონები: სამეგრელო:მებაღეობა; მეხილეობა. სამცხეჯავახეთი: მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, ვეტერინარია კახეთი: მეხილეობა, მეცხოველეობა, ფერმერობა მეთევზეობაში. მცხეთამთიანეთი: მეხილეობა შიდა ქართლი: მეფუტკრეობა.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.