შემოგვიერთდით

“HR ბიზნეს სამიტი” პარტნიორებთან ახალი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობაა – ქრისტინე ლორთქიფანიძე

კვლევითი კომპანია “ანოვა მომხმარებელს მის მოთხოვნებზე მორგებულ კვლევებს სთავაზობს და მარკეტინგული / ბიზნეს სტრატეგიის განვითარებაში ბაზრის ანალიზის, ბრენდის ცნობადობის, გაყიდვის არხების ანალიზის, პროდუქტის განვითარების, მომხმარებელთა კმაყოფილების, მარკეტინგული მაჩვენებლების და კიდევ სხვა კვლევების საშუალებით ეხმარება.

HR hub ანოვას დამფუძნებელს ქრისტინე ლორთქიფანიძეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. წელს ,,ანოვა” HR ბიზნეს სამიტის  მხარდამჭერია.

HR hub: ქრისტინე, მოგვიყევით „ანოვას“ შესახებ და ასევე რა სიახლეები გაქვთ კომპანიაში?

ანოვა ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების გუნდია,  რომელიც იკვლევს და სწავლობს მომხმარებელს – მის ქცევას, საჭიროებებს, ინტერესებს. შესაბამისად, გუნდი მონაცემებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს უწევს ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობის მთავარი ფილოსოფია  სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნაა.

მეორე მხრივ, ანოვას გუნდი საზოგადოებრივ აზრს სწავლობს ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა  მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენასთან დაკავშირებით. ასევე, ვმუშაობთ ორგანიზაციეულ კვლევებზე, კერძოდ კი თანამშრომლების კმაყოფილების მიმართულებით.

HR hub: ორგანიზაციებისთვის თანამშრომლების კმაყოფილების კვლევა ნამდვილად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რას სთავაზობთ ამ კუთხით კომპანიებს?

პანდემიის პერიოდში ბევრი კომპანია დადგა ახალი გამოწვევების წინაშე თანამშრომლებთან მიმართებაში. ბოლო 1-1,5 წელია ჩვენ ვხედავთ რომ კომპანიებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ რესურსების დაგეგმვა და ცხადია ეს ადამიანურ კაპიტალსაც ეხება. ამასთან, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში გართულდა მართვა და შეიცვალა თანამშრომელთა განწყობები.

სწორედ ამიტომ გახდა თანამშრომლების აზრის მოსმენა კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი. ზოგადად, ორგანიზაციული კვლევები, მათ შორის კმაყოფილება და დამსაქმებლის მიმართ ლოიალობა, ღირებულ ინფორმაციას აძლევს გადაწვეტილების მიმღებ პირებს, რათა სწორად ესმოდეთ თანამშრომლების საჭიროებები და მართონ მოლოდინები.

ანოვას გუნდს რამდენიმე კომპანიასთან სხვადასხვა ინდუსტრიიდან გვითანაშრომლია სწორედ თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის მიმართულებით და რასაც ვხედავთ ისაა, რომ მიღებული შედეგებით მენეჯმენტი გაცილებით უკეთ გეგმავს სტრატეგიებს და იღებს დროულ, საჭირო გადაწყვეტილებებს.

ანოვა დასაქმებულზე ორიენტირებულ კომპანიებს სთავაზობს მათი კმაყოფილებისა და ლოიალობის კვლევას, რაც დაეხმარება ადამიანური რესურსის სტრატეგიულ დაგეგმვაში, იქნება ეს სამოტივაციო პოლიტიკა, ტრენინგები და განვითარება,  თუ დამსაქმებლის ბრენდინგი.

HR hub: „ანოვა“ HR ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიების პარტნიორი ყოფილიყავით და როგორ იქნება კომპანია სამიტზე წარმოდგენილი?

წლევანდელი სამიტის თემა HR გამოწვევები და ინოვაციებია, რომელიც ზუსტად პასუხობს დღევანდელ ბიზნესის საჭიროებებს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პანდემიური კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს HR ყველაზე მეტად დგას გამოწვევების წინაშე – სტრესულ გარემო პირობებში შეინარჩუნოს თანამშრომელთა მაღალი მოტივაცია, გუნდურობა და პერფორმანსი.

როგორც წესი, ანოვა სიხარულით ხვდება მსგავსი ტიპის სამიტებს, რომელიც დარგის პოპულარიზაციას ეხება და რეალურად ქმნის სამსჯელო-სადისკუსიო სივრცეს სხვადასხვა ბიზნეს საკითხზე. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ სამიტის პარტნიორობა – საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სურვილი, არამარტო ეიჩარზე, არამედ ზოგადად, შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ სხვა მიმართულებებზეც, რაც დაეხმარება ბიზნესს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა.

2021 წლის HR ბიზნეს სამიტის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის ახალ შესაძლებლობებს. ხოლო სამიტზე რას წარმოვადგენთ, ეს ნაწილი დავტოვოთ სიურპრიზად.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანია სწრაფად იზრდება და იმატებს გამოცდილება, რაც ძალიან სასიხარულოა. მომხმარებელზე ორიენტაცია ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად სამომავლო გეგმებიც მათ უკავშირდება –  შევქმნათ მათზე მორგებული და საჭირო თანამედროვე კვლევითი პროდუქტები, უფრო გავუმარტივოთ მონაცემთა შეგროვების პროცესი და კვლევებზე დაფუძნებული კონსალტინგი გახდეს ფართოდ ხელმისაწვდომი.

HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ

STREAM და HR hub ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია კვლევითი პროექტების საშუალებით, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ადამიანური კაპიტალზე ზრუნვისა და განვითარების სისტემების ეფექტიანობის გაზრდაში.  Continue reading “HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ”

როგორ გავუმკლავდეთ სამსახურეობრივ სტრესს – ვიდეო თამაშებით?!

HR მენეჯერები მსოფლიოს მასშტაბით ერთხმად აცხადებენ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ოპტიმალურად ფუნქციონირების შემაფერხებელი მთავარი პრობლემა სამსახურეობრივი სტრესი იქნება. Continue reading “როგორ გავუმკლავდეთ სამსახურეობრივ სტრესს – ვიდეო თამაშებით?!”