„ნიკორას აგარაკის“ პროექტი კომპანიის ტრადიციაა, რომლის ისტორიაც 2016 წელს დაიწყო და წელსაც „ნიკორა სუპერმარკეტის“ HR დეპარტამენტი თანაგუნდელებს სპეციალურად ნიკორელებისთვის მოწყობილ საზაფხულო აგარაკზე მასპინძლობს. Continue reading ““ნიკორა სუპერმარკეტის” საზაფხულო აგარაკის სეზონი, პროგრამით ,,განიტვირთე” დაიწყო”
ნიკორა სუპერმარკეტის “ჩვენი ეზოს” ამბები დაიწყო
HR hub www.HRhub.ge – ზე ახალ რუბრიკას “HR პროექტი” იწყებს, რომლის ფარგლებშიც მთავარ საინფორმაციაო-ანალიტიკურ HR ჟურნალში საინტერესო HR პროექტების შესახებ დაწერს. მიზანი საზოგადოებისთვის საუკეთესო HR პრაქტიკების გაცნობა და გაზიარებაა.
პირველი პროექტი, რომელზეც გვინდა გესაუბროთ ნიკორა სუპერმარკეტის „ჩვენი ეზოა“. პრეზენტაციას ჩვენი გუნდიც დაესწრო და დეტალებს მოგიყვებით.
„ჩვენი ეზო“ ქოშიგორაზე მდებარე ულამაზესი საზაფხულო აგარაკია. მწვანე ეზო და თბილისის გასაოცარი ხედები მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. სწორედ ასეთი გარემო დახვდებათ ზაფხულის განმავლობაში კომპანიის გუნდის წევრებს.
როგორც გაგვიმხილეს იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც 2 თვიანი დისტანციური მუშაობის შემდეგ ერთად ყოფნა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დაიწყეს პროექტზე მუშაობა, რომელიც ერთ სივრცეში საინტერესო აქტივობებს შესთავაზებდა თანამშრომლებს.
„ჩვენი ეზო“ 1500-ზე მეტ თანამშრომელს მხიარულ, შემეცნებით, სპორტულ, მეგობრებით დატვირთულ ზაფხულს ჰპირდება.
„ჩვენ ეზოში“ დაიგეგმება:
- Teambulding- აქტივობები
- ვორქშოფები
- სალონური შეხვედრები
- მასტერკლასები
- კინო ჩვენებები
- სპორტული აქტივობები
საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა აქტივობას ისეთი პროფესიონალები გაუძღვებიან როგორებიც არიან: ქეთი ჟვანია-ტაისონი, კოტე იანტბელიძე და სხვა…
პროექტის პრეზენტაციაზე შესვლისთანავე ჩვენი მასპინძელი “ნიკორა სუპერმარკეტის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი დაგვხვდა, რომელმაც დაგვათვალიერებინა ულამაზესი სივრცეები, მოგვიანებით პრეზენტაცია გამართა და თანამშრომლებს დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
პრეზენტაცია ტორტის გაჭრით დასრულდა და „ჩვენი ეზოს“ საზაფხულო თავგადასავლებიც დაიწყო.
“ნიკორა სუპერმარკეტმა” თანამშრომელთა საპრემიო ფონდისთვის 250 000 ლარი გამოყო
„ნიკორა სუპერმარკეტმა“ მაღაზიის, საწყობისა და დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის საპრემიო ფონდი გამოყო. როგორც ნიკორა სუპერმარკეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ფეიქრიშვილი ამბობს „ეს არის კომპანიის ის ბირთვი, რომელიც დღეს ჩვენგან ძალიან დიდ მადლობას იმსახურებს. მათი თავდადებულობა, პროფესიონალიზმი და თავისი საქმის სიყვარული ქმნის სტაბილურ გარემოს ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თითოეული ჩვენი თანამშრომლით“.
როგორ აღნიშნეს ორგანიზაციებმა დედის დღე?
დღეს 3 მარტი ორგანიზაციებშიც აღნიშნეს და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.
“ნიკორა სუპერმარკეტის” HR გუნდმა, 3 მარტთან დაკავშირებით თბილისში, ბაკურიანსა და ქუთაისში მრავალშვილიან დედებს იამზეს, ინგასა და შორენას სიურპრიზი მოუწყო და დედის დღე მიულოცა. Continue reading “როგორ აღნიშნეს ორგანიზაციებმა დედის დღე?”
„ნიკორა სუპერმარკეტების“ ქსელი გაყიდვების გუნდს სამოგზაუროდ სტამბოლში უშვებს
„ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელი გაყიდვების გუნდს სამოგზაუროდ სტამბოლში უშვებს. Continue reading “„ნიკორა სუპერმარკეტების“ ქსელი გაყიდვების გუნდს სამოგზაუროდ სტამბოლში უშვებს”
,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე
„ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 265 სავაჭრო ობიექტს. Continue reading “,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე”