უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” იწყებს ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას, რომლის საგრანტო ფონდიც $13 მილიონი აშშ დოლარია.
თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. HR მენეჯერებისთვის საინტერესო დეტალებზე პროგრამის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.