შემოგვიერთდით

3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისსვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიავაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა.  როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.

რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?

17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.

სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი

18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!

ვორქშოფზე გაიგებთ:

  • რა ძალა აქვს სიტყვას;
  • ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
  • რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
  • როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
  • რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.

ხანგრძლივობა: 1 სთ

ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან შეგეძლებათ ეწვიოთ:
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.

დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და  შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური;
  • მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
  • საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.geGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტიKing David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ეფექტურობაზე ?

Webpage.fx-მა გამოაქვეყნა ინფო-გრაფიკები, სადაც ნაჩვენებია რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ნაყოფიერებაზე და გვთავაზობს რჩევებს, როგორ მუსიკას უნდა მოვუსმინოთ სამუშაო განწყობის ასამაღლებლად. Continue reading “რა გავლენას ახდენს მუსიკა შრომის ეფექტურობაზე ?”