შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტი 2021 შედგა – როგორია შეფასებები?!

HR ბიზნეს სამიტი 2021 შედგა! ღონისძიება “წინანდლის მამულში”  ჩატარდა.

სამიტი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება და პანდემიის მიუხედავად წელსაც სრული ანშლაგი იყო, რისთვისაც ღონისძიების დელეგატებს, მხარდამჭერებს და ყველა ადამიანს ვინც ამ დღეს ქმნის უდიდესი მადლობა ეკუთვნის.

ღონისძიება მხარდამჭერებმა და დელეგატებმა შეაფასეს. გამომსვლელებმა კი მათი სპიკერობის გამოცდილების ემოციაზე მოგვიყვნენ.

Signify – ის დირექტორი ზვიად წოწკოლაური ღონისძებას დადებითად აფასებს: “მოხარულები ვართ, რომ Signify წელს HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სამიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა 300-მდე HR მენეჯერისთვის პირადად გაგვეცნო და გვეჩვენებინა ჩვენი პროდუქტი – ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა საქართველოში. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.”

“თიბისი დაზღვევა  წლის მთავარი HR ღონისძიების პარტნიორი გახლდათ. დიდი ხანია თვალს ვადევნებთ ამ ღონისძიებებს და ვხედავთ, როგორ იზრდება მასშტაბები, სპიკერების პროფესიული მრავალფეროვნება და თემების არეალი. სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით გამოვხატეთ მზაობა, რომ წელს ჩვენც გავმხდარიყავით ამ ყველაფრის ნაწილი და პარტნიორი.

საქართველოში, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული ასეთი მასშტაბური ღონისძიებებით, სადაც გარდა იმისა, რომ საინტერესო სპიკერებს მოვუსმენთ,  შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ  კოლეგებს და პარტნიორებს. ვფიქრობ, მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად საქმის კურსში იყოს იმის თაობაზე, რა ხდება HR სფეროში, და არა მარტო ამ სფეროში, ნამდვილად ღირს ყოველწლიურად ამ ღონისძიებებზე დასწრება და კოლეგების აზრების და სიახლეების მოსმენა.

წარმატებებს ვუსურვებთ HR hub-ს და მის გუნდს. იმედი გვაქვს მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება თითოეული ღონისძიება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან გამოადგება HR საზოგადოებას და მთლიანად საქმიან სფეროს.” – აღნიშნა TBC დაზღვევის დირექტორმა ნინო გაჩეჩილაძემ.

დელეგატების ნაწილმა, ღონისძიების ორგანიზაციული მხარე დადებითად შეაფასა, თუმცა მინუსებზეც ისაუბრა.

“მიუხედავად მცირე ხარვეზისა, ძალიან კარგი იყო, ამასთან წლიდან წლამდე საგრძნობია თქვენი და თქვენი ღონისძიების პროგრესი, საქმე რომელსაც აკეთებთ დიდებულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სწორი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაში.” – ნინო ეფხოშვილი.

“ტრადიცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელივან როლს თამაშობს ამ სფეროს განვითარებაში. ამ პანდემიის ჟამს ამდენი ნაცნობი და ახლიბელი ადამიანის ნახვა იყო ერთი სიამოვნება, ამიტომ ვფიქრობ რომ 31 მაისი შედგა.” – ნინო ფეიქრიშვილი, Self.Ge – ის დამფუძნებელი.

“ეს დღე ნამდვილად გვჭირდება. მით უმეტეს წელს – მთელი წელი ჩაკეტილი ცხოვრების მერე ამდენი ადამიანი შევხვდით სასიამოვნო გარემოში და პროფესიული სიახლეები გავაზიარეთ. მადლობა თქვენ. მე ვისიამოვნე.” – დეა ჩხაიძე.

“მეორე წელია რაც შემოგიერთდით და ერთი სიამოვნებაა ეს დღე ჩემთვის. გარდა ამისა, ძალიან საჭიროა კარიერული განვითარებისთვის.” – ია კაპანაძე.

“ყოველ წელს კიდევ უფრო მასშტაბური და განსხვავებული ფორმატით ცდილობთ სიახლეების, გამოცდილების გაზიარებას და მთელი HR ქომუნითის გაერთიანებას. მიუხედავად მცირე ლაფუსისა, ძალიან კარგი იყო” – ქეთი ორმოცაძე.

“ეს დღე ნამდვილად გვჭირდებოდა ყველას. მადლობა თქვენ იმისათვის რომ მოგვეცით შესაძლებლობა რომ შევხვედროდით ერთმანეთს და უამრავი საინტერესო აქტივობის მონაწილე ვყოფილიყავით თუ ძალიან საინტერესო და კარგი სფიჩებისთვის მოგვესმინა. ჩემთვის სამიტზე სპიკერობის გამოცდილება განსაკუთრებულია.” – სალომე კვახაძე.

მაღალი ჩართულობით წარიმართა ვორქშოპებიც.

პალიტრა მედია ჰოლდინგის შიდა კომუნიკაციების მენეჯერი, მარიამ ზუმბაძე: “კომპანიამ HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს წელსაც ბევრი სიურპიზს გაუკეთა. პალიტრის დასასვენებელ სივრცეში დელეგატებმა დაისვენეს, გაეცნენ და წაიკითხეს ბიზნეს ლიტერატურა, მიიღეს გათამაშებაში მონაწილეობა და გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო. Networking ოთახში კი მონაწილეებმა მეგობრულ გარემოში გაიცნეს ერთმანეთი, შეაჯერეს გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები და დაიმუხტნენ დადებითი ემოციებით. იყო გათამაშებები და საჩუქრები პალიტრასგან”.

“2021  წლის HR ბიზნეს სამიტზე კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ განსხვავებული ფორმატით წარსდგა და  HR პროფესიონალებს „ნიკორა არტ-სივრცეში“ უმასპინძლა, სადაც მათ  არამარტო   განტვირთვის შესაძლებლობა მიეცათ, არამედ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ თერაპიული შედეგი – აღედგინათ ენერგია და შინაგანი ბალანსი. სამიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანი  გახდა ჩვენ კოლეგებსა და HR სფეროში დასაქმებულთათვის  ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა. გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მათთვის განსხვავებული პროგრამა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „ნიკორა არტ-სივრცე“, პროგრამით ,,არტ-თერაპია პროფესიონალებისათვის“, ამისათვის გამოყენებული იქნა მანდალა-თერაპია და  მანდალები, როგორც დაკავშირებულობისა (ნეთვორქინგის) და ერთიანობის სიმბოლო.

მონაწილეთა უკუკავშირის საფუძველზე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნიკორა ტრეიდის“ არტ-სივრცემ, სამიტის ფარგლებში,  საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, რასაც ვორქშოფზე  მონაწილეთა დიდი რაოდენობაც მეტყველებს.

ნიკორა არტ-სივრცის” სტუმრებს კომპანიისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გათამაშების ფარგლებში განხორციელდა  ორი იღბლიანი დელეგატის გამოვლენა. გამარჯვებულებს კომპანის „ნიკორა ტრეიდის“ მხრიდან გადაეცა საჩუქრად: წინანდლის მამულში, უქმეების გასატარებლად, სასტუმროს ვაუჩერები.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს  HR ბიზნეს სამიტი 2021 – ის ორგანიზებისა და რა თქმა უნდა, მეგობრობისთვის.” – თათია ბაკაშვილიHR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“სამიტის მონაწილეებისაგან შემდგარი მიკრო-ჯგუფებში ქოუჩინგური მუშაობის შედეგად გამოვალინეთ როგორ უნდა გავზარდოთ საქმიანობის ეფექტიანობა და ვუპასუხოთ ახალ HR გამოწვევებს ახალი ქცევებით, უნარებითა და შესაძლებლობებით.” – ნინო ბერუაშვილიICF საქართველო .

აჭარაბეთი ვორქშოპზე სახელწოდებით  ,,როგორია შენი კორპორატიული ავატარი?“ დელეგატებს კომპანიის კულტურისა და ღირებულებების კვლევის მნიშვნელობასა და მის გუნდში გავრცელებაზე ვესაუბრეთ” – ანი გოცირიძე, HRდეპარტამენტის ხელმძღვანელი.

My Gallery – ნიკა ჯაფარიძის ხატვის მასტერკლასზე შეიქმნა ბევრი დასამახსოვრებელი და საინტერესო ნამუშევარი.

სპიკერების გამოსვლების ნახვა ჩვენს Youtube არხზე შეგიძლიათ.

 HR ბიზნეს სამიტი Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით ჩატარდა.

ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia  King David KD4US  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი  ნიკორა სუპერმარკეტი  BIA • ბია  Hotsale.ge.
ღონისძიების მხადამჭერია ასევე კვლევითი კომპანია ანოვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი

ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთვარა HR ღონისძიებას!

HR ბიზნეს სამიტი 2021-ის ვორქშოფები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 09:00 – 22:00წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება.  Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2021-ის ვორქშოფები ცნობილია”

31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 11:00 – 19:00, წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება.  Continue reading “31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება”